სამხრეთული სპილო Quotes
სამხრეთული სპილო
by
Archil Kikodze763 ratings, 4.22 average rating, 121 reviews
სამხრეთული სპილო Quotes
Showing 1-30 of 31
“ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ ხელის გაშვებას. ზოგჯერ ხელის გაშვება ჩვევად იქცევა და მაშინ მთავარსაც ისე ვუშვებთ ხელს, ვერც კი ვხვდებით, რომ მთავარი ყოფილა.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“არსებობს ორი რამ, რომლის კინოში გამოხატვა აბსოლუტურად შეუძლებელია: რეალისტურად გამოსახო სასიყვარული აქტი და ღვთისადმი მიმართული ლოცვა. მე არ მჯერა მსახიობი ქალის ან მამაკაცის, რომელიც ცდილობს, დამარწმუნოს, რომ მთლიანად ეძლევა სიყვარულს, მე ვერ დავუჯერებ მსახიობს, რომელიც ცდილობს, დამარწმუნოს, რომ ლოცულობს...
ასე სჯეროდა ბებერ ორსონ უელსს... ეს საიდანღა გამახსენდა ახლა?!”
― სამხრეთული სპილო
ასე სჯეროდა ბებერ ორსონ უელსს... ეს საიდანღა გამახსენდა ახლა?!”
― სამხრეთული სპილო
“იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მემართება ხოლმე რაღაც ბნედის მსგავსი მდგომარეობა, რომელსაც მუდამ ერთი და იგივე სიმპტომი ახლავს. კლაუსტროფობიით შეპყრობილივით ჯოჯოხეთად მექცევა ის სივრცე, რომელშიც ვიმყოფები და გარეთ მინდა. მაგრამ უბრალოდ გასვლა კი არა, გარღვევა მინდება, უცბად მიჩნდება დაუნდობელი სურვილი, ვლეწო მინები და ფანჯრიდან გავიდე, თუნდაც მაღალ სართულზე ვიყო. ოღონ მუშტით ან რამე საგნით არა...”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“ხულიგნობის ბედნიერება კიდევ სულ სხვა რამეა, პან მარიუშ! ხულიგანი ერთადერთია, ვისაც სისტემა ვერ ერევა. გახსოვთ ტრიუფოს `ოთხასი დარტმის~ ფინალი? ბიჭი ზღვის ცარიელ სანაპიროზე რო გარბის? ეგეც არაფერი, თუ არ გახსოვთ. დაივიწყეთ! ხულიგნობის ბედნიერება არაფერში არ გაიცვლება, ფულით ვერ იყიდი... სანამ ხულიგნობის ჩადენა შეგვიძლია, კარგად არის ჩვენი საქმე... მერე, როცა აღარ შეგვიძლია, უკვე აღარ არის საქმე კარგად... მერე პრობლემები იწყება.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“ქვა შეიძლება უთანასწორო ბრძოლის კეთილშობილი იარაღი იყოს. კაცობრიობა ლამაზია, როდესაც ტანკს ესვრის ქვას და საზიზღარი, როდესაც პირზე დუჟმომდგარი იმავე ქვით ვიღაც უმწეოს ქოლავს. ოღონდაც ეს ორივე ქმედება სულ ადვილად შეიძლება ჩაიდინოს ერთმა და იმავე ადამიანმა.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ორთაჭალჰესი თბილისელი გვამების ნავსაყუდელია – მტკვარში საკუთარი სურვილით ჩამხტარიც და გადაგდებულიც, ყველა აქ იყრის თავს, ჰესის გადაღმა კი სამგორის რაიონის პოლიციელებსაც ბლომად აქვთ საგანგებოდ ამ საქმისთვის დამზადებული ასეთივე გრძელი ჯოხები და "ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში" – ვინ უფრო ყოჩაღია და ვინ პირველი და საით გადააცურებს გვამს. სამგორშიც და ისანშიც ყოჩაღები და დაუზარლები მუშაობენ. უბრალოდ, ზამთრის ამ დილას ისანმა იმარჯვა და ახალი მკვლელობის, შესაძლოა კი თვითმკვლელობის, საქმე სამგორს დაეწერება...”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“ჩვენი საიდუმლო შეხვედრების არც ერთი ადგილი, მის მიერ თუნდაც ერთადერთი კოცნისთვის შერჩეული არც ერთი ეზო, ჩიხი და სადარბაზო არ ყოფილა უბრალო. ქალაქის შიგნით არსებობდა სხვა დამალული ქალაქი. მე მას ჩემს ქალაქს ვაჩვენებდი, ის - თავისას და ნელის ქალაქი ჩემსაზე ლამაზი და რომანტიკული იყო. მაგრამ ეს სახლი მაინც რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა მისთვის. ამ სახლზე მიეჭვიანია კიდეც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რომელიმე სარკეში ნელის თვალებს ვაწყდებოდი და მეჩვენებოდა, რომ მიცქერს ადამიანი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი. მე მაეჭვიანებდა ის ვირტუოზულობა, რომლითაც ნელი სახლის სარკეებში გადაადგილდებოდა, შეეძლო თითოეულ მათგანში ერთდროულად ყოფილიყო ან არც ერთში არ დამნახვებოდა...”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“ეს იყო დღე.
ჯერ სხვა - ნამგლებიანი და უროებიანი ქვეყანა ვართ, ქართული ჩაი ჯერ კიდევ სურნელოვანი და საამაყო სასმელია, აფხაზი, ოსი და ქართველი ერთად უხლართავენ სამ გოლს ინგლისელებს, ისინი კიდევ მაინც მღერიან... Liverpool, you will never walk alone... ევროპაში მე ბევრჯერ მინახავს სახიფათოდ ტლუ და მთვრალი ინგლისელი ფანი და დიდი ვერაფერი სანახაობაა, ოღონდ მაშინ თაზოს მამა პირველად ხედავს ცოცხალ ინგლისელებს, რომლებიც უცხო მხარეში თქეშის ქვეშ გაპარტახებულ თავიანთ წითელფორმიან გუნდს კი არ აგინებენ, უმღერიან და შენ მარტო არა ხარ, არასდროს იქნებიო! - ეფერებიან... და ლივერპული დღემდე არ არის მარტო, დღემდე ეგრე მოდიან... სიმღერ-სიმღერით...”

“მაესტრომ ამოიოხრა, მორიგ სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრდა. მომეჩვენა, რომ ეს ჩაფიქრებაც წინასწარ იყო ჩაფიქრებული და ტირადაც, რომელიც შემდეგ მოაყოლა, ადრეც ჰქონდა ნათქვამი, თან – არაერთხელ – მით უარესი.
– ვშიშობ, რომ არა, – პაუზა და ღრმა ნაფაზი, – მაგაზე ერთი რამ მახსენდება... – პაუზა და ისევ ნაფაზი, – მე ძველ თბილისში, კოლორიტულ ეზოში გავიზარდე, წმინდა მთაზე, – ხელის უდარდელი გაქნევა კაბინეტის უზარმაზარი ფანჯრისკენ, რომელშიც მართლა მოჩანს მამა-დავითი და ფუნიკულიორი, – ჩვენს ეზოში უზარმაზარი თუთის ხე იდგა, ბავშვები სულ ზედ ვისხედით. ძალიან გემრიელ თუთას ისხამდა ის ხე. შეიძლება, მე ვიყავი პატარა და იმიტომ მომწონდა ასე ძალიან, – ჯიბიდან მეც ვაცოცებ სიგარეტს და სანთებელას ვეძებ, – ბავშვობის გემოები ხომ მერე აღარ გვიბრუნდება. აი, თქვენთან, ჩრდილოეთში, არ არის თუთა, აქ თბილისში კი თუთის შემოსვლა ნამდვილი დღესასწაულია ბავშვებისთვის – ჩვენთვის ასე იყო და ხიდან საერთოდ არ ჩამოვდიოდით. ხელები კიდევ სულ მწიფე თუთისგან გვქონდა გაშავებული და შეიძლება არ იცით, მაგრამ ეს სიშავე საპონსაც არ ამოჰყავს და ერთადერთი საშუალება ამ ლაქის მოსაცილებლად, იცით, რა არის? მკუხე ნაყოფი უნდა გაჭყლიტო, დიდხანს სრისო ხელებით და იმას ამოჰყავს...
შეზარხოშებული პარნიუკი ვერ ხვდება, საით მიჰყავს მაესტროს თავისი იგავი, მაგრამ მისი მორალი წინასწარ მოსწონს, მოსწონს არა – უყვარს ყველაფერი, რასაც ამ ღვთისგან დალოცვილ ქალაქში ეს ზღაპრული კონიაკის დამსხმელი, აღმოსავლურად ხელგაშლილი ქარიზმატული კაცი ეტყვის. რეჟისორი კი სიგარეტს სრესს საფერფლეში.
– სასტიკია ჩემი ალეგორია, მაგრამ, ვფიქრობ, ზუსტი, – ჩვენ ისევ მონურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ხან რუსეთს ვემონებით, ხან – ამერიკას, იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, იმისთვის, რომ თავისუფალ ერად ვიქცეთ, ახალგაზრდების სისხლია საჭირო, რომელიც, იმ თუთის ახალგაზრდა ნაყოფის მსგავსად, მონობის ლაქებს ჩამოგვრეცხავს.
მე კიდევ ჩემი ინგლისურის მასწავლებლის ღიმილიანი სახე და მისი ნათქვამი "დურაკ" მახსენდება.”

“– დედაშენმა დაიბარა, კუბოში ქვემო პალეოლითიდან ჩამაყოლეთ რამე, როდისმე არქეოლოგები თუ გამთხრიან, მაგრად რო იმტვრიონ თავიო...
– მაინც გეკითხებით, შვილი ხარ მაინც და გეკითხებით, ჩავაყოლოთ?
დასტურის ნიშნად მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე, სიტყვა ვეღარ ამომივიდა პირიდან იმიტომ, რომ ავტირდი და ვეღარ გავჩერდი. წლები იყო, არ მეტირა და ავტირდი. ერთადერთი რამე მატირებდა, რომ თურმე დედას ჰქონია იუმორი! იმ სამს – არა და დედას კი ჰქონია... ამ აღმოჩენამ ლამის გულზე გამხეთქა. იუმორი ჰქონდა და მთელ სამყაროს უმალავდა, საკუთარ შვილსაც კი. იუმორით ხომ სულ სხვანაირად შეგვეძლო გვეცხოვრა...”

“თითქმის ერთი წელია თბილისის წყალდიდობის მერე გასული. კატასტროფის მეორე დილით ძაღლთან ერთად მოვედი აქ, ზუსტად ის გზა გამოვიარეთ, რაც დღეს. ოღონდ მაშინ დაბლაც ჩავყევით მოკირწყლულ გზას, რომ ჩვენი თვალით გვენახა ყველაფერი. უკვე ვიცოდი, რომ ხალხი დაიღუპა, ოღონდ არ ვიცოდი – რამდენი, ვიცოდი, რომ ადრე დილით ბეჰემოთი დაიარებოდა გმირთა მოედანზე, რომ საგანგებო ნაწილის ჯარისკაცები მთელი ღამე ხოცავდნენ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს... ის მებრძოლებიც ვნახე, პატარა ჯგუფებად იდგნენ თავიდან ფეხებამდე იარაღში ჩამსხდრები, სახეებზე ჩატარებული სამუშაოთი მოგვრილი კმაყოფილება და სამოქალაქო პირებისადმი ზიზღნარევი ქედმაღლობა ეწერათ. შეიძლება, მომეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ მახსოვს, გავიფიქრე, რომ არაფერია იმაზე უარესი, როცა შენი ქალაქი თუნდაც შენივე ქვეყნის სამხედროების ხელში გადადის...
კიდევ ტელევიზორში გაგონილი ფრაზა მიტრიალებდა ტვინში: "მაიმუნებმა ცურვა არ იციან..." მგონი, სულაც ზოოპარკის დირექტორმა თქვა... ხალხი იყო დაღუპული, კიდევ ერთ ადამიანს, რამდენიმე ომის ვეტერანს, ორიოდ დღეში ვეფხვის კლანჭებში ეწერა სიკვდილი. მე კიდევ რატომღაც მომსპო ჩემთვის ახალმა ინფორმაციამ, რომ მაიმუნებმა ცურვა არ იციან. ესე იგი, გადარჩენის სულ ერთი ბეწო შანსიც არა ჰქონიათ...”

“ასე გამოდის, რომ ჩვენ სერიოზულადაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ და მაინც კარგად ვიყოთ. ჩვენ სიჩუმე გვაფრთხობს, როცა ერთ-ერთი ჩვენგანი უეცრად ჩუმდება და მეორის გარეშე იკეტება სადღაც... დიდი ხნით ამის გაძლება შეუძლებელია. მაშინვე მისი თვალების ძებნას ვიწყებ, ვპოულობ, ვეჯღანები, ვაღიმებ. ლოყაზე მეფერება და ღიმილით მეკითხება:
მაინც როგორ გადარჩი? როგორ მოხდა, რომ ცოცხალი ხარ?
ნელის ჰგონია, რომ ვერ გადარჩა. არასოდეს უთქვამს მსგავსი რამ, მაგრამ ჰგონია, რომ მე უფრო გადარჩენილი ვარ, ვიდრე თვითონ. მე საერთოდ არ ვიცი, რა იყო ნელის წარსულში, რა შეემთხვა იმისთანა, რომ კატების ექიმის ცოლობა მოუწია. უსისხლო ვეტერინარი, რომელიც შემიძლია, მუშტის ერთი დარტყმით მოვკლა, მთელ სამყაროში ერთადერთი კაცია, რომელზეც არასოდეს მიეჭვიანია. რატომ ხდება ასე? ყველა დანარჩენი მძულს, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყვნენ. ვინ არიან? იყვნენ კი საერთოდ?
შენ გქონია იარაღი? – მეკითხება ნელი. წარსულზე მეკითხება, იმ წარსულზე, რომლიდანაც, ჰგონია, რომ საღ-სალამათი გამოვედი, რახან მისი სიყვარული შემიძლია, რახან მისი გაცინება შემიძლია, რახან საკუთარი ეჭვების დამალვა შემიძლია, რახან ძალიან ვცდილობ, რომ ისეთს მხედავდეს, როგორიც ვგონივარ – გადარჩენილს და ცოცხალს.”

“ხელობის მასწავლებელი გვეუბნებოდა, რომ ყოველთვის, როცა ფილმს აკეთებ, როცა სცენარის სულ პირველი მონახაზის კეთებას იწყებ, მაშინვე უნდა იცოდე, რა პროფესიისაა შენი პერსონაჟი. საერთოდ ნახსენები რომ არ იყოს მისი პროფესია, სულ რომ არ გჭირდებოდეს მისი სამუშაო გარემოს ჩვენება, საშენოდ უნდა იცოდე, რომ თავად გმირი გახდეს შენთვის გასაგები...”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“„ნეტაი იმას, ვისაც ახალგაზრდას მოკლავს გამვლელი მანქანა, ვინც ახალგაზრდა დაიხრჩობა ზღვაში სხვის გადასარჩენად შესული ან ვისაც კავკასიონის რომელიმე მწვერვალი მოუღებს ბოლოს. მხოლოდ ისინი გადარჩებიან…”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“ქეთოსგან ვიკიპედიის ლინკი მომდის. აი, ინდიგო თაობა! რა მარტივია ყველაფერი! მაშინვე იპოვა. მე რატომ არასოდეს მომსვლია თავში, რომ უბრალოდ ინტერნეტში მომეძებნა და საკუთარი თვალით მენახა ოქროთი შეწებებული იაპონური ტკივილი.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“რატომ ხვდება ტყვია მუდამ ჩემ გვერდით მყოფს?!”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“რაღაცას მივხვდი – მართალია, კინოს აღარასოდეს გადავიღებ, მაგრამ სამყაროს კინოდ აღქმა აღარ უნდა დავუშალო საკუთარ თავს. რაღაცა უნდა დაიტოვო ადამიანმა. რით არ არის კადრი?! ჩაცუცქული ჯგუფური კომპოზიციის ცენტრად ლეოს შავი ლაქა მშვენიერია და თვითონ ლეო არის მშვენიერი. You are amazing! You are amazing! – "ქმრებში" ეუბნება პიტერ ფალკი ჯონ კასავეტესს – კაცს, რომელმაც კინოში რეალური დრო შემოიტანა და ახლა, ამ ჩემს რეალურ დროში ლეო გასაოცარია, ოღონდ ამას ვერასოდეს ვეტყვი, მაგრამ ვუცქერ და მოხიბლული ვარ.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“– არ არის ცუდი კაცი, – აი, ზუსტად ეს სიტყვები მითხრა ნელიმ ქმარზე და გამეწურა ისედაც გაწურული გული.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“*spoiler*
დღესვე იქ მივალ, ავალ და მორჩილად დავდგები უსაშველოდ დაბალი ჭერის ქვეშ, ოღონდ ახლა, ამწუთას, ამწამს, მინდა მაცადონ, მინდა, ქეთომ სულ ცოტა ხანი არ გაიღვიძოს, არც ტუალეტის კარს დაუწყოს ვინმემ ჯაჯგური, მაცადონ! ცუდს აღარაფერს ვაპირებ. უბრალოდ, მინდა, რომ ქეთოს პარკურისტის გვერდით "მაცი ხვიტიას" გადაღების დროს დაღუპული მეგრელი ბიჭიც მოაგელვებდეს თავის ლურჯას. დოუ, დოუ, დოუ, ნანა! – ეგეც საუნდტრეკი! მარულა და ჭენება მაგათი მოგონილია – ამ რბოლას რატომ უნდა გამორჩეს?! დოუ, დოუ, დოუ, ნანა! მინდა, თაზომ იცოდეს, ვიცი, გაეხარდება, რომ ის ბიჭიც ამათთანაა... მიწისქვეშეთში მოკლული ლევანი, ალბათ, პირველად ზის ცხენზე, მაგრამ გაღიმებულია და გალაღებული... ვინ იცის, კიდევ რამდენნი არიან ამ თავდავიწყებულ რბოლაში და ყველანი – ახალგაზრდები, ლამაზები... არ ვიცი, საით მიქრიან ამ აყვავებულ ველზე, მაგრამ უკლებლივ ყველა მიაღწევს მიზანს, გზაში არაფერი დაემართებათ... თაზოც ასე იფიქრებდა, რომ ხედავდეს, თეთრ ბედაურზე ამხედრებული, ვინ მიუძღვით წინ. განიერ ბეჭებზე მოგდებული მშვილდი და ისრებით სავსე კაპარჭი შვენის, მზე მის ფერად ბუმბულებს ეთამაშება, ის კი სულ წინ მიქრის ქვეყნად ყველაზე ლამაზი რაზმის სათავეში ჩამდგარი. მე ის მაშინვე ვიცანი და თაზოც ერთი თვალის შევლებით მიხვდებოდა, ვინც არის – სუსტების ქომაგი და დამცველი გოიკო მიტიჩი, ჩვენი ბავშვობის მამაცი ინდიელი.”

“– როგორ უნდა იცხოვრო ამის მერე? – ცრემლების ყლაპვით მეკითხება ერთ დღეში გაზდრილი ქეთო და ეს არ არის არც განაჩენი და არც ნიშნის მოგება. ბავშვური პირდაპირობით მეკითხება იმას, რაც მართლა აწუხებს. ჩემი შვილი კარგი ადამიანია.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“ერთხელ თაზოს მამას ჩრდილოკავკასიელი სტუმარი ჰყავდა სახლში – თავისი კოლეგა არქეოლოგი და საღამოთი მე და თაზოც მივუსხედით მათ სუფრას. მგონი, სკოლას ვამთავრებდით უკვე, ან ბევრიც არაფერი გვიკლდა. პატარა სამზარეულოში გაშლილ სუფრასთან ინგუში სტუმარი სტალინის მიერ თავისი ხალხის გასახლებაზე გვიამბობდა. ასეთ რამეებზე ლაპარაკი სულ ახალი დაწყებული იყო და ამიტომ – ორმაგად საინტერესო. ინგუშს ჭაღარა ფაფარივით თმა და ჩაწითლებული თვალები ჰქონდა. ჰყვებოდა იმას, რაც ბავშვმა ნახა და იგრძნო სატვირთო ვაგონში, რომელშიც მთელი მისი ხალხი საქონელივით შერეკეს და შორ გზას გაუყენეს. იმ საღამოს ბევრი რამ ითქვა, მე კი ერთადერთი, ყველაზე მკაფიო სურათი დამამახსოვრდა.
მატარებელი უცხო მხარის ტრამალებში მიქრის. სატვირთო ვაგონებში დასაჯდომი ადგილიც კი არ არის. დიდიან-პატარიანად ფეხზე დგანან და ფეხდგომელა სძინავთ, ვერც დაწვები, ვერც წაიქცევი. ერთ ქალს ძუძუთა ბავში ჰყავს, მაგრამ რძე აქვს გამშრალი. ბავშვი შიმშილისგან იტანჯება, იმის ტირილით დატანჯულია გარშემო ყველა.
დეპორტირებულებით დატვირთული ეშელონი ცოტა ხნით რაღაც სადგურზე ჩერდება მხოლოდ იმისთვის, რომ შემხვედრმა მატარებლმა აუქციოს გვერდი. ბავშვის მამა ერთ-ერთ ბადრაგს ეხვეწება, რომ რამდენიმე წუთით დაბლა ჩაუშვას, ეგება ჩვილისთვის რძე იშოვოს. ემუდარება, არწმუნებს, რომ არსად გაიქცევა, აბა, ცოლ-შვილს ხომ არ მიატოვებს?! ბადრაგი უშვებს, თან აფრთხილებს, რომ დაგვიანება გაქცევად ჩაეთვლება. კაცი დაბლა ხტება და სადგურის შენობაში უჩინარდება. გადის საათების მსგავსი წუთები... ბადრაგს მოუსვენრობა ეტყობა. ყველა სადგურის შენობასაა მიშტერებული. კივილით უახლოვდებათ შემხვედრი ეშელონი, გვერდით ჩაუვლით, ნელა მოდის, გრძელია, მაგრამ მასაც აქვს სასრული... სხვებთან ერთად ღელავს პატარა ბიჭიც, რომელმაც, წლების მერე უკვე ჭაღარამ, ჭიქა ღვინოსთან უნდა მოგვიყვეს ეს სურათი... ბიძგი, ჭრიალი... მათი მატარებელი იძვრება, კაცი კი არ ჩანს, მატარებელი სიჩქარეს კრეფს და რძიანი ქვაბით ხელში ჩვილის მამაც გამოჩნდება ბაქანზე. მატარებელი სიჩქარეს უმატებს და კაციც მოსდევს, წინ გაშვერილ ხელებში მაგრად ბღუჯავს ძვირფას ტვირთს. მორბის და რძე აქეთ-იქით ეღვრება. რაღაც მომენტში თითქმის ეწევა უკანასკნელ ვაგონს, სადაც საკუთარი ცოლ-შვილი ეგულება, საიდანაც სხვებთან ერთად პატარა ბიჭიც გადიდებული თვალებით უცქერს მის განწირულ რბოლას. ვაგონის ღია კარიდან ბადრაგი ხელსაც კი უწვდის მოსახმარებლად, ამ ხელს თუ ჩაეჭიდა, გადარჩენილია. ოღონდ კაცს ხელები დაკავებული აქვს, ქვაბს არაფრით იშორებს. მატარებლის სიჩქარე მატულობს, კაცი ჩამორჩენას იწყებს და, როდესაც ცხადი ხდება, რომ უკვე ვეღარაფრით დაეწევა ვაგონს, სწორედ ის ბადრაგი, რომელმაც სიკეთე გამოიჩინა და გაუშვა, რომელიც, ვაგონიდან გადაკიდებული, მის შიგნით შეთრევას ცდილობდა, მხრიდან შაშხანას იხსნის და უმიზნებს. ცოცხალ სამიზნედ ქცეული ადამიანი კი ისევ ჯიუტად მისდევს მატარებელს, ისევ ბღუჯავს ხელში რძიან ჭურჭელს, მორბის, მორბის... გასროლა და ქვაბში დარჩენილი რძე და სისხლი ერთად იღვრება მოწყვეტით წაქცეული ადამიანის წინ...
თაზოს მამა ტიროდა, ინგუში მგლურად აკვესებდა თვალებს.
იმ ბადრაგზე მე ბევრი მიფიქრია.
როდესაც სტალინზე ან რომელიმე სხვა დიქტატორზე ლაპარაკობენ, ყოველთვის რძესთან ერთად დაღვრილი სისხლი მიდგება თვალწინ.”

ის გიჟმაჟი და გავლენიანი რაიკომის მდივანი საეტაპო ქალია მის ბიოგრაფიაში, ბევრი საქმე გააკეთებინა და როცა მობეზრდა, ადგა და ყველაზე საშინელი რამ მიახალა: თქვენი პარტიის, კომუნიზმის და რაღაც-რაღაცეების არა მჯერა მეო! ჯობდა, ეთქვა, სხვა ქალი მყავსო – არც ეგ იქნებოდა ტყუილი. მაგრამ ედემმა ათიანში გაარტყა. ქალს თითქოს მეხი დაეცა. ერთ დღეში დაბერდა. ედემი გაუშვა, რადგან ურწმუნოსთან და ერეტიკოსთან ვეღარ იცხოვრებდა. არის რაღაცეები, რაც სიყვარულზე, ვნებაზე მაღლა დგას... გაუშვა, მაგრამ მანამდე ჰქონდათ უკანასკნელი რანდევუ შამპანურით და ხიზილალით, ვნებით და სევდით... ედემიც ძალიან ეცადა, რომ კარგად დამახსოვრებოდა გულგატეხილ საყვარელს, ოდნავ ეცოდებოდა კიდეც. სიბერეშეპარულ ქალსაც ებრალებოდა საკუთარი თავი. ედემისთანა ქარაშოტს ვეღარსად იშოვიდა, ჰოდა, უაღრესი სიახლოვის წამს ვნებისაგან გათანგულმა რკინის პარტიულმა მუშაკმა ის წასჩურჩულა ედემს, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა: Хоть в Ленина ты веришь? ლენინის მაინც არ გჯერაო?! გაიგე, შენ?! – და ედემი იცინის, და როცა იცინის, მაშინ კიდევ უფრო ეტყობა ასაკი, მოხუცივით იცინის, თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს და არც ეს ამბავი და არც მისი მთელი უსირცხვილო თავგადასავალი არაფრით ებმის ედემის ლამაზ იერს, შავ პერანგს, რომელსაც ცოლის სიკვიდლის შემდეგ მხოლოდ მდინარეში ჩასასვლელად იხდის და იმავე პერანგზე დაბნეულ ცოლის ფაშფაშა და სათნო პორტრეტს.”

“კარგი, შვილზე ერთს გეტყვი... ედემმა რომ გაგანია საბჭოთა კავშირის დროს პირველი თეთრი მერსედესი ჩამოიყვანა სოფელში, მე ბავშვი ვიყავი ჯერ, მაგრამ მახსოვს. ეს, იცი, რა იყო?! სიგიჟე! თან ედემს მანქანა არ ენანებოდა და ყველა ნათესავს ათხოვებდა ქორწილისა და ნიშნობისთვის, მაგრამ ვინც ერთხელ მაინც ჯდებოდა მერსედესის საჭესთან, მერე საშინელი მელანქოლია იპყრობდა, თითქოს ჯადო გაეკეთებინოთ. ეს კი ჯადოების და ჯადოქრების მიწაა, ოღონდ ყველაზე ძლიერი ჯადო თეთრი მერსედესი გამოდგა, რომელიც ფეტიშის საგნად იქცა. ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ ედემი თვითონ მიყვებოდა და მჯერა, რომ ღამღამობით სოფლის გოგო-ბიჭები შუა ქუჩაში ყველას დასანახად დაყენებულ მერსედესთან მიდიოდნენ და საიდუმლო რიტუალებს ატარებდნენ. ანთებული მაშხალებით გარს უვლიდნენ და სიმღერებს უმღეროდნენ. წარმოგიდგენია?! მე კიდევ – მჯერა. ედემი ამბობდა, ისეთ პატივს სცემენ ჩემს მანქანას, როგორსაც ჩვენი წინაპრები ეთაყვანებოდნენ ჭყონდიდის მუხასო. უშვილო ქალებიც მოდიან სათხოვარით და დილაობით მანქანის კაპოტზე დაწყობილი იმათი გამომცხვარი ქადები და კვერები მხვდებაო. ამას ჰყვებოდა და იცინოდა, დღემდე ჰყვება...”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“ზოგჯერ ძნელია, თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამბის დასაწყისი გაიხსენო.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“ჩემი ტელეფონი კი კიდევ ერთი ახალი ნომრით მდიდრდება. "ავეჯი არტურ"-ის და "გიო თაზოსი"-ის კვალდაკვალ "ბულინგ სოსო" – უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ჩემს შექმნილ სახელს დავცქერი და ვხარხარებ. ამ ბიჭს ალბათ გიჟი ვგონივარ და თუ ვინმემ უთხრა, რომ დალაგებული ვარ, ძალიანაც შემცდარა.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“*Spoiler*
– ეგრე სად არი?! შენც ადექი და წაშალე რა...
ეგ არ უნდა მეთქვა. გიო უარის ნიშნად მტკიცედ აქნევს თავს და ზუსტად ამ წამს მიყვარდება. არის კონკრეტული მომენტები, როცა ადამიანი გიყვარდება, შენი ხდება. შეიძლება საჯაროდ ლექსის თქმაზე ამბობდეს მტკიცე უარს ან ასეთივე სიჯიუტით საკუთარი პროფაილიდან რაღაც სულელური ფოტოს წაშლას უარობდეს. პათეტიკის რომ არ მეშინოდეს, გიოს ვეტყოდი, რომ ახლა, ამ წამს, მშვენიერია, კარგია და ძალიან ჩემიანია.”

“ბიჭი კი სულ მარტოა, როგორც მარტოდმარტოა ყველა, ვინც აქ [ფეისბუქზე] პირადულს ამზეურებს.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“მე სამყაროს გარშემო ვიმოგზაურე და უკან დავბრუნდი. ფიქრი? აზრი? რა აზრი მომეკითხებოდა, როცა გადარჩენა-არგადარჩენაზე იყო საქმე... ორივე გადავრჩით და ნელი ისევ ნელია, თავისი დედისა და მამის შვილი, ისინი კიდევ თავიანთი დედების და მამების შვილები არიან და რამდენი მათი ლამაზი წინაპარი უნდა გადარჩენილიყო ომებს, ჟამიანობას, თარეშს, ტყვეთა სყიდვას, რეპრესიებს, რომ ჩამავალი მზის შუქზე ჩვენ ერთმანეთი გვყვარებოდა. არა, ის, რასაც მხოლოდ მე ვხედავ და რაც, ცოტაც და, ჭკუიდან შემშლის, ის, რასაც ჩემთან ერთად მზის უკანასკნელი სხივები ეფერება, უფრო ძველი და პირველყოფილია, ვიდრე ისტორია და მითიც კი, უფრო ძველია, ვიდრე მატრიარქატი, კიკლადური დიდძუძუებიანი ქალის ფიგურები ან სხვა რომელიმე არქეოლოგიური არტეფაქტი. ბუნებრივი გადარჩევა – აი, რა არის ეს. ველური გადარჩევა, რომელსაც არა აქვს წესები. რამდენი მისი წინაპარი უნდა გადარჩენილიყო და გადარჩეულიყო, უნაშიეროდ არ მომკვდარიყო, იმისთვის, რომ ნელი არსებობდეს... იმ გადარჩეულების ნაცვლად ვიღაც სხვებისთვის უნდა ეჩეჩქვათ თავი ხელცულით, მათ ნაცვლად სხვებისთვის უნდა გამოეგლიჯათ პირიდან ხორცის ლუკმა... და მხოლოდ მისი წინაპრები არა, ჩემი წინაპრების უწყვეტი ხაზიც ამისკენ მოდიოდა... ამისთვის გაისარჯნენ, რომ აქ და ახლა მე შევრწყმოდი ევოლუციის ყველაზე ლამაზ შედეგს... ჰო, ჩემებიც – ჩემი კოჭლი დედის და არტელშიკი მამის წინაპრები და მათი წინაპრების წინაპრებიც კარგად გაისარჯნენ... ნადირობაში და შემგროვებლობაში იყოჩაღეს, გამოქვაბულში კოცონი არ ჩაუქრიათ, ყინვიან ზამთარში და თაკარა მზეში თავი გაიტანეს, მტაცებელ მხეცებს დაემალნენ, გაშმაგებულ სამხრეთულ სპილოს ტრიალ მინდორზე ამოსულ ერთადერთ ხეზე აასწრეს, წესების გარეშე იბრძოლეს, თვითონ წაართვეს სხვას პირიდან ლუკმა და ხელცულებით სხვებს უჩეჩქვეს თავები... კბენდნენ და გლეჯდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ აქ და ახლა ჩვენ ორს ერთმანეთი გვყვარებოდა უნაზესად და კბილების ღრჭიალით და ხორცისა და ტანსაცმლის გლეჯით, მილიონობით წლიანი ევოლუციისთვის ხაზის გადასმით და სადღაც უშორეს და სახიფათო წარსულში დაბრუნებით...”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო
“პლეხანოვის მთელ დასაწყისს მწვანე, ნახევრად გამჭვირვალე პირბადე აქვს ჩამოფარებული. საქორწილო კაბების მაღაზიები ხარაჩოების შიგნით მოქცეულა, ხარაჩოები – მწვანე ბადის შიგნით. კედლებზე მუშები დაძვრებიან და ფასადებს უკაკუნებენ. ყველაფერი მწვანეშია შეფუთული – ჩაფხუტიანი მუშებიც, ხარაჩოებიც, ფუშფუშა თეთრი კაბებიც მტვრიან ვიტრინებს მიღმა. არის რაღაც გულისამაჩუყებელი ამ იაფ და უგემოვნო საქორწილო კაბებში. როცა რესტავრაცია დამთავრდება, მათ ნაცვლად აქ უფრო ძვირიანი რამერუმეები გაიყიდება და პროსპექტზე მომუშავე მწვანეჟილეტიანი მუშების საცოლეებს სხვაგან მოუწევთ თავიანთი ბედნიერი დღისთვის სამოსის ძებნა.”
― სამხრეთული სპილო
― სამხრეთული სპილო