(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Archil Kikodze

“მე სამყაროს გარშემო ვიმოგზაურე და უკან დავბრუნდი. ფიქრი? აზრი? რა აზრი მომეკითხებოდა, როცა გადარჩენა-არგადარჩენაზე იყო საქმე... ორივე გადავრჩით და ნელი ისევ ნელია, თავისი დედისა და მამის შვილი, ისინი კიდევ თავიანთი დედების და მამების შვილები არიან და რამდენი მათი ლამაზი წინაპარი უნდა გადარჩენილიყო ომებს, ჟამიანობას, თარეშს, ტყვეთა სყიდვას, რეპრესიებს, რომ ჩამავალი მზის შუქზე ჩვენ ერთმანეთი გვყვარებოდა. არა, ის, რასაც მხოლოდ მე ვხედავ და რაც, ცოტაც და, ჭკუიდან შემშლის, ის, რასაც ჩემთან ერთად მზის უკანასკნელი სხივები ეფერება, უფრო ძველი და პირველყოფილია, ვიდრე ისტორია და მითიც კი, უფრო ძველია, ვიდრე მატრიარქატი, კიკლადური დიდძუძუებიანი ქალის ფიგურები ან სხვა რომელიმე არქეოლოგიური არტეფაქტი. ბუნებრივი გადარჩევა – აი, რა არის ეს. ველური გადარჩევა, რომელსაც არა აქვს წესები. რამდენი მისი წინაპარი უნდა გადარჩენილიყო და გადარჩეულიყო, უნაშიეროდ არ მომკვდარიყო, იმისთვის, რომ ნელი არსებობდეს... იმ გადარჩეულების ნაცვლად ვიღაც სხვებისთვის უნდა ეჩეჩქვათ თავი ხელცულით, მათ ნაცვლად სხვებისთვის უნდა გამოეგლიჯათ პირიდან ხორცის ლუკმა... და მხოლოდ მისი წინაპრები არა, ჩემი წინაპრების უწყვეტი ხაზიც ამისკენ მოდიოდა... ამისთვის გაისარჯნენ, რომ აქ და ახლა მე შევრწყმოდი ევოლუციის ყველაზე ლამაზ შედეგს... ჰო, ჩემებიც – ჩემი კოჭლი დედის და არტელშიკი მამის წინაპრები და მათი წინაპრების წინაპრებიც კარგად გაისარჯნენ... ნადირობაში და შემგროვებლობაში იყოჩაღეს, გამოქვაბულში კოცონი არ ჩაუქრიათ, ყინვიან ზამთარში და თაკარა მზეში თავი გაიტანეს, მტაცებელ მხეცებს დაემალნენ, გაშმაგებულ სამხრეთულ სპილოს ტრიალ მინდორზე ამოსულ ერთადერთ ხეზე აასწრეს, წესების გარეშე იბრძოლეს, თვითონ წაართვეს სხვას პირიდან ლუკმა და ხელცულებით სხვებს უჩეჩქვეს თავები... კბენდნენ და გლეჯდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ აქ და ახლა ჩვენ ორს ერთმანეთი გვყვარებოდა უნაზესად და კბილების ღრჭიალით და ხორცისა და ტანსაცმლის გლეჯით, მილიონობით წლიანი ევოლუციისთვის ხაზის გადასმით და სადღაც უშორეს და სახიფათო წარსულში დაბრუნებით...”

არჩილ ქიქოძე, სამხრეთული სპილო
Read more quotes from Archil Kikodze


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From

სამხრეთული სპილო სამხრეთული სპილო by Archil Kikodze
763 ratings, average rating, 121 reviews

Browse By Tag