(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Archil Kikodze

“მაესტრომ ამოიოხრა, მორიგ სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრდა. მომეჩვენა, რომ ეს ჩაფიქრებაც წინასწარ იყო ჩაფიქრებული და ტირადაც, რომელიც შემდეგ მოაყოლა, ადრეც ჰქონდა ნათქვამი, თან – არაერთხელ – მით უარესი.
– ვშიშობ, რომ არა, – პაუზა და ღრმა ნაფაზი, – მაგაზე ერთი რამ მახსენდება... – პაუზა და ისევ ნაფაზი, – მე ძველ თბილისში, კოლორიტულ ეზოში გავიზარდე, წმინდა მთაზე, – ხელის უდარდელი გაქნევა კაბინეტის უზარმაზარი ფანჯრისკენ, რომელშიც მართლა მოჩანს მამა-დავითი და ფუნიკულიორი, – ჩვენს ეზოში უზარმაზარი თუთის ხე იდგა, ბავშვები სულ ზედ ვისხედით. ძალიან გემრიელ თუთას ისხამდა ის ხე. შეიძლება, მე ვიყავი პატარა და იმიტომ მომწონდა ასე ძალიან, – ჯიბიდან მეც ვაცოცებ სიგარეტს და სანთებელას ვეძებ, – ბავშვობის გემოები ხომ მერე აღარ გვიბრუნდება. აი, თქვენთან, ჩრდილოეთში, არ არის თუთა, აქ თბილისში კი თუთის შემოსვლა ნამდვილი დღესასწაულია ბავშვებისთვის – ჩვენთვის ასე იყო და ხიდან საერთოდ არ ჩამოვდიოდით. ხელები კიდევ სულ მწიფე თუთისგან გვქონდა გაშავებული და შეიძლება არ იცით, მაგრამ ეს სიშავე საპონსაც არ ამოჰყავს და ერთადერთი საშუალება ამ ლაქის მოსაცილებლად, იცით, რა არის? მკუხე ნაყოფი უნდა გაჭყლიტო, დიდხანს სრისო ხელებით და იმას ამოჰყავს...
შეზარხოშებული პარნიუკი ვერ ხვდება, საით მიჰყავს მაესტროს თავისი იგავი, მაგრამ მისი მორალი წინასწარ მოსწონს, მოსწონს არა – უყვარს ყველაფერი, რასაც ამ ღვთისგან დალოცვილ ქალაქში ეს ზღაპრული კონიაკის დამსხმელი, აღმოსავლურად ხელგაშლილი ქარიზმატული კაცი ეტყვის. რეჟისორი კი სიგარეტს სრესს საფერფლეში.
– სასტიკია ჩემი ალეგორია, მაგრამ, ვფიქრობ, ზუსტი, – ჩვენ ისევ მონურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ხან რუსეთს ვემონებით, ხან – ამერიკას, იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, იმისთვის, რომ თავისუფალ ერად ვიქცეთ, ახალგაზრდების სისხლია საჭირო, რომელიც, იმ თუთის ახალგაზრდა ნაყოფის მსგავსად, მონობის ლაქებს ჩამოგვრეცხავს.
მე კიდევ ჩემი ინგლისურის მასწავლებლის ღიმილიანი სახე და მისი ნათქვამი "დურაკ" მახსენდება.”

არჩილ ქიქოძე, სამხრეთული სპილო
Read more quotes from Archil Kikodze


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

1 like
All Members Who Liked This Quote



This Quote Is From

სამხრეთული სპილო სამხრეთული სპილო by Archil Kikodze
763 ratings, average rating, 121 reviews

Browse By Tag