გადამწვარი ხიდები Quotes

Rate this book
Clear rating
გადამწვარი ხიდები გადამწვარი ხიდები by ნათია ჯაგოდნიშვილი
309 ratings, 4.07 average rating, 39 reviews
გადამწვარი ხიდები Quotes Showing 1-17 of 17
“საერთოდ, მისი ცხოვრება თითქოს დერეფნამდე და დერეფნის შემდეგ ეტაპებად იყოფოდა, მაგრამ ეს სულ არ ჰგავდა იმას, რაც ასე ძალიან უყვარდა და გულს უჩქარებდა. ის სულ სხვა იყო – სხვა შეგრძნება, სხვა პასუხისმგებლობა, სხვა აზარტი... იქ მართლა თავიდან იბადებოდა ყოველ ჯერზე და თითოეული უჯრედით გრძნობდა პულსაციას, საფეთქლებში მიწოლილ ენერგიასა და გამარჯვების სურვილს. იქ... დერეფნის ბოლოსაც სხვა რაღაც ელოდა, სხვა და არა პატარა, ჩამყაყებული ოთახი.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“მაინც ვერ იჯერებდა.
ნუთუ აქ, მასთან იყო ის გოგო, ვინც ამოუხსნელად, თავდავიწყებით, მთელი არსებით უყვარდა?.. ვინც ყველაზე არასწორ და თან სწორ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში...
ვისთან მისასვლელ გზებსაც საკუთარივე ხელით წვავდა და ყოველ ჯერზე სწორედ მასთან ერთად აღმოჩნდებოდა ხოლმე ამ ცეცხლში...”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“შემდეგ მართლა ყველაფერი ერთმანეთში აირია და იგრძნო, რომ ერთდროულად იყო ცეცხლიც და ქარიშხალიც.
ერთიანად წვავდა ყველაფერს და სულის შებერვით, ჩაქრობის ნაცვლად, კიდევ უფრო ამძვინვარებდა და აღვივებდა ამ ნაპერწკლებს.
იწვოდა თავადაც და ეს იყო ცეცხლი, რომლის ჩაქრობაც არასოდეს ენდომებოდა.
არასოდეს მობეზრდებოდა.
არასოდეს შეეშინდებოდა.
არასოდეს გაექცეოდა.
ეს იყო ცეცხლი, რომელიც სიკვდილის ნაცვლად, პირიქით, აცოცხლებდა და მის გულს გაასმაგებული ძალით ფეთქვას აიძულებდა.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“იმ ღამეს მთვარე იყო ძალიან ლამაზი და ანა – კიდევ უფრო.
თბილისი უჩვეულოდ მშვიდი და გეგა – მასზე მეტად.
ერთმანეთისთვის ჩაეჭიდა ხელი ორ, თითქმის უცნობ ადამიანს და ვერცერთი ვერ ხვდებოდა, რომ იმ მომენტში დადებული პირობა ორივეს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.
ზღვა ყველაზე მშვიდი ხომ ქარიშხლის წინ არის...
თითქოს გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს და ემზადება...
და ის ღამე იყო ზუსტად ისეთივე მშვიდი, როგორიც არც მანამდე და არც მას შემდეგ, მეტად აღარ განმეორდებოდა...”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“ახლა ყველაფერზე მეტად უნდოდა ანასთან მისვლა, მის გვერდით ყოფნა... უნდოდა არ მოეტყუებინა, საკუთარი ღირსებისთვის არ გადაებიჯებინა და დარჩენილიყო ისეთი, როგორიც იყო კიდეც სინამდვილეში. საკუთარ წარმოდგენაში არსებული გეგა ცეცხლაძე არ უნდა წაეშალა და თუ თვითონვე წვავდა ყველა ხიდს, მაშინ სწორედ ამ ცეცხლს გაენათებინა მისი გზა და თუ საჭირო გახდებოდა, ფენიქსივით ფერფლიდანაც აღმდგარიყო.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“როგორ შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ ურთიერთობას, რომელსაც თავიდანვე ტყუილით იწყებდა, რაიმე გაგრძელება ჰქონოდა? ჩამპალ საძირკველზე ისე ვერ დააშენებდა ვერაფერს, ბოლოს მაინც რომ არ დანგრეულიყო.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“ზოგჯერ წერტილი, უბრალოდ, წერტილია და დასასრული ნიშნავს დასასრულს, ასეთ დროს კი ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეგიძლია გააკეთო, არის საკუთარი თავის დაიმედება და ფუჭი ოცნებებით ცხოვრება, რადგან საბოლოოდ, როცა ყველა ზღვა დაწყნარდება და ყველა სიმართლე ნაპირზე გამოირიყება, ერთადერთი წაგებული ისევ შენ დარჩები, ხოლო იმის შეგრძნება, რომ ადამიანში შეცდი, ერთიანად დაგშლის და გაგანადგურებს.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“და ზოგჯერ როგორი ყოვლისშემძლეა შეგრძნება, როცა იცი, რომ ვიღაცას სჭირდები და გელოდება.
– დე, მოხვედი? – გაიგონა ეს სიტყვები და წამებში დადუმდა მისი ყველა დემონი.
ყველა ქარი ჩადგა.
ყველა ზღვა დამშვიდდა.
ყველა ყინული დადნა.
ყველა სიმძიმე გაქრა.
დარჩნენ მხოლოდ ორნი და ბავშვობის დროინდელი შეგრძნება, რომ დედას გამო მთების გადადგმასაც კი შეძლებდა.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“პირველი, რაც დაინახა და რამაც ყველაზე მეტად ატკინა გული, ნაკრების მაისური იყო ზურგზე დატანებული 9-იანითა და წარწერით TSETSKHLADZE. თეთრ მაისურს ღრმად ჩასჯდომოდა მოედნის ჭუჭყი, თავად ბრძოლის კვალს რომ ეძახდა და დაფიქრებაც არ დასჭირვებია, მარტივად ამოეცნო პირველი სანაკრებო თამაშის ფორმა. როცა ეს მაისური მოირგო, მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო და მაშინ გადაწყვიტა, რომ ეროვნული ნაკრების სადებიუტო მაისურს არავის არაფრის ფასად არ დაუთმობდა, ამ მაისურში გამოწყობილს ნამდვილად ეგონა, რომ ფრენა შეეძლო.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“ერთადერთი, რასაც ვერ მოერია, ფეხბურთის სიყვარული იყო და ვერ შეეგუა ფეხბურთის გარეშე დარჩენას.
ოცნების გარეშე...
ზუსტად იცოდა, ვერც მოერეოდა, რადგან ის თავისი ნებით არ დაუთმია და ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ სრულიად ჩაბნელებულ მოედანს რომ უახლოვდებოდა, გული ისე გამალებით უცემდა, ეგონა გაუსკდებოდა.
ყურებში კი თითქოს მუდმივად ედგა აქაური ხმაური: გაუჩერებელი, დაუღალავი შეძახილები, მაყურებლის ემოცია, ერთად ნამღერი ჰიმნი, გამარჯვების სიხარული და დამარცხების სევდა.
„დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება".
ჟრუანტელი უვლიდა. თვალები დახუჭა, როგორმე რომ გაეჩერებინა აუტანელი ტკივილი გულის არეში. ეგონა, ისევ იქ იყო, ისევ ესმოდა საკუთარი პულსაცია, ისევ აჩქარებული ნაბიჯებით გადიოდა დერეფანს, ისევ ეხებოდა მწვანე მინდორს, ისევ სკანდირებდნენ მის სახელსა და გვარს:
„გე-გა ცეც-ხლა-ძე! გეგა ცეცხლაძე!”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“დრო იყო, თავისუფლად ესუნთქა.
დრო იყო, წასულიყო, თუნდაც არ სცოდნოდა, სად და რა მიმართულებით.
და მაინც, როგორიც არ უნდა ყოფილიყო სინამდვილე, არსებობდა გზა, რომელმაც დაუფიქრებლად, გაუაზრებლად და დაუკითხავად მიიყვანა გეგა ნამდვილ სახლში.
დიდ კარიბჭესთან იდგა და ახლაღა აცნობიერებდა, რომ ეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის შესასვლელი იყო – ადგილი, სადაც თავს ყოველთვის ყველაზე ბედნიერად, ყოვლისშემძლედ და თავისუფლად გრძნობდა.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“მაქსიმალურად ცდილობდა გეგა, ის დემონი, რომელიც ასეთ დროს სულში უსახლდებოდა, გარეთ არ გამოეშვა.
მაქსიმალურად ცდილობდა, შეენარჩუნებინა საღი აზრი.
მაქსიმალურად ცდილობდა, საკუთარი თავისთვის შეეხსენებინა, ვინ იყო სინამდვილეში და რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას ამბობდნენ მასზე.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“საოცარია, როგორი ერთგულება იციან ძაღლებმა და რა სამწუხაროა, რომ ოდნავადაც არ ვგავართ მათ.
როგორ შეძლო ამდენი წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა ამხელა სიყვარული, როცა არც კი იცოდა, პატრონმა მიატოვა თუ რაიმე სხვა მიზეზით აღარ მიდიოდა მასთან. სულ არ ადარდებდა ახლა არაფერი, უპირობოდ მიიღო მონატრებული პატრონი და ამას ლოკვით, კუდის ქიცინით, წკმუტუნით გამოხატავდა რონი, ყველა მოძრაობით აგრძნობინებდა, როგორ ელოდებოდა და როგორ ენატრებოდა.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“წარმოუდგენელ ძალას გრძნობდა, როცა ბურთს ეხებოდა _ ეგონა მთების გადადგმას შეძლებდა.
ისე მარტივად და თან ელეგანტურად გამოსდიოდა მოწინააღმდეგეებს შორის გაძრომა და ბურთის შენარჩუნება... ცენტრიდან საჯარიმოში გადანაცვლება და შემდეგ მსუბუქი, გააზრებული მოძრაობით გატანილი გოლით არნახული სიხარულის მოტანა როგორც მისთვის, ისე თანაგუნდელებისა და გულშემატკივრებისთვის. თითქოს ყველაფერი შეეძლო, ყველაფერი გამოსდიოდა. და მაშინ, როცა ჰიმნის დროს ცრემლებამდე ამაყს, ჟრუანტელი უვლიდა და სისხლი უდუღდა, როგორ უნდა წასულიყო რუსეთში უკეთესი ანაზღაურების გამო?”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“მიუხედავად იმისა, რომ ასე ეცადა და მოინდომა, ვერ შეძლო - გიორგი ნიჟარაძეს მაინც დაეხუჭა თვალები და ამ თვალებმა ბოლოს ვინც დაინახა, სწორედ გეგა ცეცხლაძე იყო.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“გიორგი ნიჟარაძე ის კაცი არ იყო, ვინმე გასაჭირში მიეტოვებინა და ახლა ცეცხლაძეს როგორ მიატოვებდა და მერე რა, თუ საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს?”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები
“კიდევ ერთხელ მოსჭრა თვალი ვერცხლისფერი საგნის ბზინვარებამ და იმავე წამს დაინახა მათკენ მომავალი გეგა ცეცხლაძეც. უცნაური განცდა დაეუფლა: უნდოდა აქაურობას გასცლოდა, მაგრამ იმავდროულად ფეხს ვერ იცვლიდა ადგილიდან.”
ნათია ჯაგოდნიშვილი, გადამწვარი ხიდები