ამბავი ლილე იროელისა Quotes
ამბავი ლილე იროელისა
by
Natalie Davitashvili170 ratings, 4.33 average rating, 19 reviews
ამბავი ლილე იროელისა Quotes
Showing 1-30 of 39
“კაცისძწნიც და დევებიც მზის ქვეშ ცხოვრობდნენ, პური ერთნაირად მოჰყავდათ, ნახირს ერთნაირად მწყემსავდნენ, სანადიროდ ერთ ტყეში დადიოდნენ, ერთი მდინარიდან სვამდნენ წყალს, მაგრამ კაცისძენი მორიგე ცის გამგებელს უნთებდნენ სანთელს და მისთვის ლოცულობდნენ, სინათლისა და ბნელის ჭიდილში ნათელის მხარეს იდგნენ, დევები კი ბნელეთის მაუფის ერთგულნი იყვნენ და, მისი ბრძანებით, კაცისძეთა და ღვთისშვილთა მიწიდან განდევნას ცდილობდნენ. ტანით ბუმბერაზნი და ბალნიანნი იყვნენ. ტიკივით გაბერილებს, კასრივით ედგათ თავი ან თავები: ხან - ორი, ხან - სამი, ხან - ცხრა, ხანაც - თორმეტი, მაგრამ ერთთავიანები მაინც მეტნი ყვნენ, თანაც დანარჩენთაგან განსხვავებით, უფრო გონიერნი. თვალიც ყველას ორი არ ჰქონდა, ზოგიერთს ერთი დიდი თვალი აჯდა შუბლზე. აი, რქები კი ყველას ამშვენებდა: ზოგს - მოზრდილები, ზოგს კი - ისეთი პაწაწინა, თითქმის არც უჩანდათ. ცოტა ბრიყვებიც იყვნენ. იქნებ, ამიტომაც აღარ ახსოვდათ, რომ კაცისძეთ ყოველთვის არ მტრობდნენ. მხოლოდ მას მერე, რაც ქვესკნელის მეუფემ მოსთხოვათ, კაცისძეთა განდევნაში დამეხმარეთ და, სანაცვლოდ, მათ მიწებს თქვენ მოგცემთო, დევებმაც ცდუნებას ვერ გაუძლეს და დასთანხმდნენ. ამ ფიცმა ხომ სულ დაუბნელათ გონება. ნელ-ნელა გაავდნენ დ გამხეცდნენ.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“მოდი, ბარბალეზე მოგიყვებით ჯერ. ბარბალე დედობის, შვილობისა და ფურობის სიმრავლისა და სიუხვის მფარველია. ბარბალე გვიცავს ტკივილებისაგან, ავადმყოფობისაგან, ბატონებისაგან.
ახლა კვირიაზე მოგითხრობთ. კვირია მორიგეს მთელი ხმელეთის მართვაში ეხმარება და მზისქვეშეთში სამართლიანობას განაგებს. ამიტომაც უწოდებენ ხმელთმოურავს. მისი კარავი ოქროს ტახტის ახლოს დგას და შიგ სამწერლო აქვს გამართული, მის ცოდვა-მადლის წიგნში ჩვენ მიერ ჩადენილი სკეთე და ბოროტება წვრილად იწერება. ვაი მას, ვინც კვირია ხმელთმოურავს განარისხებს. მისი ცეცხლოვანი მათრახით უცილობლად დაისჯება.
ელიას კი ცა და ღრუბლები აბარია. იგი კოკისპირულ წვიმას და გვალვას განაგებს. უსინათლოა, ამიტომ მისი გამოგზავნილი სეტყვა ხან სად დაჰკრავს და ხან სად.”

“ცის სამეფოშია მორიგე გამგებლის სამყოფელი. ერთ ძალიან მაღალ მთაზე, მის მწვერვალებს ღრუბლებიც რომ ვერ სწვდებიან, ციხე დგას; სწორედ იქ არის ღვთის კარი, მის იქით ოქროს ტახტზე მორიგე ღმერთია დაბრძანებული და ოქროს ბაგეებით იძლევა ბრძანებებს. მის სამლობელოში მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ შეიძლება მისვლა. ოქროს ტახტის გვერდით ქვესკნელში ფესვებგადგმული ალვის ხე დგას, რომლის წვერში ოქროს ცხრაკეცი ჯაჭვია. ალვის ტოტებზე თეთრმხრიანი ღვთისშვილები ჰყავდა, სანამ ჩვენთან გამოგზავნიდა. ალვის ხის ფესვებში უკვდავების წყარო - ვეშაწყარო - მოსჩქეფს, რომელსაც გულმოდგინედ იცავს ღვთაებრივი ვეშაპი. ციხიდან ამ წყარომდე არხია გაყვანილი, სწორედ ამ არხით დაჰქრიან ღვთისშვილები.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“მულახმა ოთხი მოსამსახურე მიუჩინა ღვთისშვილებს, ოთხივე - ქალი: მაღლები და ტანადები, ხოლო მათი ფართო ბეჭები ვაჟკაცს უფრო დაამშვენებდა. ჩაცმულობაც ხალიბი მეომრისა ჰქონდათ. ნაბდის პერანგები მუხლამდე სწვდებოდათ, საკინძის ზედა სამი ღილი შეკრული არ ჰქონდათ და შიგნიდან სელისსარჩულიანი რკინის უმტკიცესი ძაფისგან ნაქსოვი პერანგი მოუჩნდათ. წელზე ვერცხლის განიერი ქამრები ეკეთათ, მარჯვნივ ხმალი ეკიდათ, მარცხნივ - საქვეყნოდ ცნობილი კოლხური ცული.
- ეს რა ჯანიანი ქალები ჰყოლიათ, - უთხრა იახსარმა პირქუშს, როცა მარტო დარჩნენ.
- ამ ქალებს, დღეს რომ გვემსახურებიან და თავს დაგვტრიალებენ, მცველებს ეძახიან. უბადლო მეომრებად არიან გაზრდილნი, ხალიბ დალებსაც უწოდებენ. აქაურ უხუცეს სწავლულთა და საიდუმლო გრაგნილთა დაცვა-განადგურებაც მათ ევალებათ.
- განადგურება? - გაიკვირვა იახსარმა.
- ჰო, განადგურება. ხალიბი უხუცესნი და სწავლულები ტყვედ არ ვარდებიან, - მიუგო პირქუშმა.”

“სწორედ ამ ადგილებში გადიოდა ის ერთადერთი გზა, რომელსაც მითრა და კოპალა ციხესიმაგრე ოკშში მიჰყავდა, ჯერ კიდევ ღვთისშვილების დაბადებამდე დალებმა - მეომარ ქალთა ტომმა - ზღვაზე გადმოკიდებულ კლდეში რომ გამოკვეთეს ქაჯებისგან თავის დასაცავად.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“უცნაური ტყუპები ჰყავდა მთავარ ბაკურს: კაისა და თუთა - მამის ყველაზე დიდი სიხარული და ტკივილი. დედის სიკვდილის შემდეგ კაისამ ბინა ჩრდილოეთის მთებში დაიდო, კლდეში ამოკვეთილ ოკშის ციხესიმაგრეში. უდედოდ ვერ გაჩერდა ფასისში. დედოფალი არია კაისასთვის დედაც იყო, მეგობარიც და მასწავლებელიც. როცა არია მიხვდა, რომ კაისა ღმერთმა მასავით უცხოთა ფიქრების წაკითხვის უნარის ზებუნებრივი ნიჭით დააჯილდოვა, ამ ძალის სრულიად გამოყენების შესწავლა დააწყებინა. დედოფალი გაოცებული იყო შვილის ნიჭით. გრძნობდა, კაისა ბევრად აღემატებოდა მას, მაგრამ შვილის განსწავლა არ დასცალდა. თხუთმეტი წლისანი იყვნენ გოგონები, როცა დაობლდნენ. კაისამ ზღვის თავზე, კლდეში ამოკვეთილ ოშკის მიუვალ ციხესიმაგრეში აიტანა დედის ნაჩუქარი წიგნები და მარტოდმარტო ეუფლებოდა მათში დაფარულ სიბრძნეს. თუ კაისა სულ დედის გვერდით იყო, თუთა მამას არ შორდებოდა. ბაკურმა იგი ნამდვილ მეომრად აღზარდა.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“მთიელების ყურადღება ერთ-ერთმა მებრძოლმა მიიპყრო, მას სხვებისგან განსხვავებით მოკლე ჯაჭვის პერანგი ეცვა, სახეს კი მუზარადი უფარავდა. ორივე ხელში ორლესული ცულები ეჭირა და ისე სწრაფად და ოსტატურად ატრიალებდა, თითქოს ცეკვავსო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელების მოძრაობას თავის მოქნევასაც ამატებდა. ამ დროს მისი გრძელი რკინის ეკლებჩაწნული შავი ნაწნავი ჰაერში მათრახივით გაიელვებდა და ქაჯს მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. ბოლო ცოცხლად დარჩენილი ქაჟიც რომ ძირს დასცა, მუზარადი მოიხადა. მთიელები სახტად დარჩნენ. ვაჟკაცი მეომრის ნაცვლად, მათ წინშე ოციოდე წლის ძალიან ლამაზი ქალიშვილი წარსდგა. ...
... ღვთისშვილები ჯერ კიდევ გაოგნებულები შესცქეროდნენ ქალიშვილს. იარაღიანი ქალი როგორ არ ენახათ. ისინი მათ მხარეშიც, თუ საჭირო იყო, კაცებს გვერდში ედგნენ, მაგრამ მებრძოლი მთიელი ქალი მეომარში არ შეგეშლებოდა. თუთა სხვა იყო, ყოველ მის მოძრაობას ეტობოდა, საბრძოლო ხელოვნებაში დიდად იყო განსწავლული.”

“პირქუში ნამდვილ პატრონად მოევლინა ბაცალიგოს. შესახედავად ახოვანი და მეტად ტანადი იყო, მუდამ შეჭმუხნული წარბები მის სახეს მკაცრ იერს აძლევდა. კოჭლი კი იყო, მაგრამ ამას ვერც ამჩნევდნენ მისი ვაჟკაცობითა და სილამაზით მონუსხული ქალები. ბნელეთის ძალებს შეუპოვრად ებრძოდა, სადაც დაჩაგრული იყო, უმალვე იქ გაჩნდებოდა, თანაც მაშინ, როცა არავინ ელოდა. არც შორ მგზავრობას ერიდებოდა, ოღონდ ავსულებისაგან შეჭირვებულისათვის დახმარების ხელი გაეჭვდინა. მისი განუყრელი იარაღი მოვერცხლილი, ყაწიმით ჩამოკიდებული ხმალი იყო. სამხარიღლივო ღვედებიც ვერცხლის ბალთებით ჰქონდა შემკული. ბრძოლებისგან თავისუფალ დროს სამჭედლოში ატარებდა და რას არ ჭედდა კაცისძეთათვის: სახნისებს, ცულებს, წალდებს - ყველაფერს, რაც მეურნეობაშ გამოიყენებოდა. იარაღის გამოჭედვაშიც ერთობ დაოსტატებული იყო. ოქროსა და ვერცხლისგან გამოჭედილ მის სამკაულებზე ხომ ბევრ ქალს რჩებოდა თვალი.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“- კიდევაც მეამბორები, მართა ქალო? ხუთი ვაჟკაცის დედა ვერ დაგიფარე ცრემლისა და ვაებისაგან.
- დიდებულო ბარბალე, რაც მზისქვეშეთი და მთელი ქვეყანა ვსულებითა და ბოროტების გესლით აივსო, ჩვენი შვილები სულ ბრძოლაში არიან, მათგან მხოლოდ ხუთის დედა ვიყავი და ვერ დავიფარე. შენ კი ყველას დედა ხარ. ჩემი ტკივილი რა არის შენს ტკივილთან, - ათრთოლებული ხმით მიუგო მართამ.”

“ბეჩოს ძველი დიდებიდან აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი: ახალი მთვარის შუქზედაც კარგად ჩანდა დევებისგან აოხრებული და ჩამოქცეული კოშკები. არადა, იყო დრო, როცა ლამპრობას - ახალი წლის პირველ ახალმთვარობას, ყოველთვის აქ ხვდებოდა თავის რჩეულ გვარებს - რატიანებსა და მჭედლიანებს სტუმრობდა, მათთან ერთად უნთებდა ლამპარს მორიგე ცის გამგებელს და ევედრებოდა კაცისძეთათვეის აეცილებინა ავადმყოფობანი, უხვად ჰყოლოდათ საქონელი და ავდარს არ შეეწუხებინა ისინი. ყველა ოჯახიდან იმდენი ლამპარი გადიოდა, რამდენი ვაჟკაციც ცხოვრობდა, შესაწირი საკლავის - მოზვრის, ვერძისა თუ კერატის - გასუქებას შემოდგომიდანვე იწყებდნენ. დღეს კი აქ თითო-ოროლა სამოსახლო თუ იყო დარჩენილი, რომელნიც დევების ყმები არ გამხდარიყვნენ. თანაც იქ მხოლოდ მოხუცებიღა ცხოვრობდნენ.
ბერმა ცხენი მირონ რატიანის კოშკთან შეაჩერა. შარშან, ამ დროს, მირონის ოჯახიდან ექვსი ლამპარი გაიტანეს. ბერს კარგდ ახსოვდა, რა ამაყად მიუძღოდა წინ ოჯახის უფროსი თავის ხუთ ვაჟკაცს. დღეს კი, დარდისგან ადრიანად დაბერებული და გათეთრებული მირონი მარტოდმარტო ცხოვრობდა ლოგინს მიჯაჭვულ ცოლთან, მართასთან ერთად. იმ დღის შემდეგ ჩავარდა ლოგინად უბედური ქალი, როცა მწირმა ამბავი მოუტანა - აღარც ერთი ვაჟი არ დაგიბრუნდება, ყველამ დევებს შეაკლა თავიო.”

“ისე, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, ყველა მოვლენის მიღმა ბევრად მნიშვნელოვანი მიზეზია დაფარული, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეს მიზეზები კი ჯაჭვივითაა ერთმანეთზე გადაბმული. არავის ძალუძს, ყველა რგოლს მიადევნოს თვალი, ანდა განჭვრიტოს, სადაა ჯაჭვის თავი და ბოლო დამალული.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“ყველას თავისი სიმართლე აქვს.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“პირობის თქმის დროს ის კი არ არის მთავარი, ჰაერში რა სიტყვებს გადაყრი, არამედ - გულში რაც დაგრჩება.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“დიდო დედაო, ცაო მშვენიერო,
მომცველო ყოველივესი,
შემქმნელო და დამბადებელო,
უსასრულო სამყაროში დაუტეველო,
უმცირესში ჩაეტულო.
უწონ-უმანძილო, ცარიელო და სავსევ.
უჟამო, უძრავო, წყვდიადო ცაო,
სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთო და ერთთა ერთობაო,
მომეც უფლება უფლებათა,
დავრჩე მართალი ჩემს თავუფალთან,
და სამართლიან სხვათა მიმართ,
რათა დავიცვა ცის სიწმინდე
და ვიყო თავისუფალი, ვითარცა შენ,
ცაო თავნებაო.”
― ამბავი ლილე იროელისა
მომცველო ყოველივესი,
შემქმნელო და დამბადებელო,
უსასრულო სამყაროში დაუტეველო,
უმცირესში ჩაეტულო.
უწონ-უმანძილო, ცარიელო და სავსევ.
უჟამო, უძრავო, წყვდიადო ცაო,
სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთო და ერთთა ერთობაო,
მომეც უფლება უფლებათა,
დავრჩე მართალი ჩემს თავუფალთან,
და სამართლიან სხვათა მიმართ,
რათა დავიცვა ცის სიწმინდე
და ვიყო თავისუფალი, ვითარცა შენ,
ცაო თავნებაო.”
― ამბავი ლილე იროელისა
“მშობლიურ კერად თუ მიწას ჩათვლი, მაშინ შენი სახლი იქ არის, სადაც დღისით მზე ანათებს, ღამით კი - მთვარე და ვარსკვლავები... მოკლედ, ყველგან შენი მშობლიური სახლია, სადაც...
- ზამთარში თოვლი მოდის, არა?”
― ამბავი ლილე იროელისა
- ზამთარში თოვლი მოდის, არა?”
― ამბავი ლილე იროელისა
“გმირი კოპალა ცხენზე ზის,
ცხენი მიდის და გოგდება,
მის სამტროდ დევნი აშლილან,
ყველა დიდ მთაზე გროვდება.
გმირი კოპალა ცხენზე ზის,
მიდის და მიუხარია,
მხარზე ჰკიდია მათრახი,
სამოცდასამი მხარია.
გმირი კოპალას შიშითა
დევებს ვერ გაუხარიათ,
მისი მარჯვენა მძლავრია,
მისი დაკრული მწარეა.”
― ამბავი ლილე იროელისა
ცხენი მიდის და გოგდება,
მის სამტროდ დევნი აშლილან,
ყველა დიდ მთაზე გროვდება.
გმირი კოპალა ცხენზე ზის,
მიდის და მიუხარია,
მხარზე ჰკიდია მათრახი,
სამოცდასამი მხარია.
გმირი კოპალას შიშითა
დევებს ვერ გაუხარიათ,
მისი მარჯვენა მძლავრია,
მისი დაკრული მწარეა.”
― ამბავი ლილე იროელისა
“დალების ამბავი კამარას კედლებს არ სცილდებოდა. უცხოტომელებს გულს არასდროს გადაუშლიდნენ. ლაპარაკსაც თავად არასოდეს წამოიწყებდნენ. ცხოვრობდნენ ასე გულჩაკეტილები და კარჩარაზულები. ერთი დიდი დაუწერელი კანონი ჰქონდათ დალებს: მათ ქალაქში მხოლოდ ქალებს შეეძლოთ ცხოვრება. ყველა მამაკაცს, რომელიც მათ მიწებზე მოხვდებოდა, მტრად თვლიდნენ და სიცოცხლეს ასალმებდნენ. მართალია, დიდი სიხარულით არც უცხოელ ქალებს ხვდებოდნენ, მაგრამ მათ სიცოცხლეს არ ხელყოფდნენ მაინც. დალი მხოლოდ დალს ენდობოდა.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მორიგე ცის გამგებელს ღვთისშვილი ბარი ბუქნაი ბაადური სულ ახალი მოვლენილი ჰყავდა მზისქვეშეთში, ათი უძლიერესი ავსული მართავდა ქვესკნელსა და მზისქვეშეთის ავსულებს. სამსალაც ერთი ათთაგანი იყო. ძალითა და გრძნეულებით ბეევრი მჯობნი ჰყავდა, მაგრამ მოხერხებულობითა და ცბიერებით ყველასგან გამორჩეული იყო და ყოველთვის პირველობა სწადდა.
ერთხელ ბერ ბაადურთან მივიდა და შესთავაზა, ყველას თვალის ასახვევად შევებათ და თავი დამარცხებულად სცანიო. სამაგიეროდ, როცა ბნელთმეუფე გავხდები, დანარჩენ ცხრავე მმართველ ავსულს შენ ჩაგაბარებო. ბერი გააბრაზა სამსალას სიტყვებმა და ცეცხლოვანი მათრახი გადაუჭირა და ავსულს თვალისჩინი დააკარგვინა. დაბრმავებული სამსალა კი ცოცხალი გაუშვა, რომ ყველასთვის გადაეცა, ღვთისშვილები ავსულებთან გარიგებაზე არ მიდიანო. სამსალამ თავისი გრძნეულება გამოიყენა და გონების თვალით დაიწყო ჭვრეტა, მაგრამ მისი ძალები უსაზღვრო არ არის, ახელილი გონების თვალით მხოლოდ ქვესკნელში ხედავს, მიწაზე კი კვლავინდებურად უსინათლოა.”

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ უბრალო მჭედელი მომიყვებოდა სამსალას ბნელთმეუფედ გახდომის ამბავს. ვინ იცის, კიდევ რამდენ რამეს ფარავს ქვესკნელი, ჩვენ კი ბაიბურშიც არა ვართ.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“ერთ კეთილ კაცს ბაღში გემრიელი და სურნელოვანი ვაშლის ხე ედგა. ხე თავადაც ლამაზი იყო და ნაყოფიც გემრიელი ჰქონდა. მებაღე მოვლა-პატრონობას არ აკლებდა მას - სხლავდა, ნიადაგს უფხვიერებდა. ვაშლის ხეც უხვი მოსავლით ასაჩუქრებდა პატრონს.
ამ კაცის ბაღში კიდევ ერთი პანტის ხე იდგა. არც ამ ხეს აკლებდა კაცი მოვლას, მაგრამ სიყვარულით მხოლოდ ვაშლის ხის ტოტებს გადაუსვამდა ხოლმე ხელს. გულღრძო პანტას ყოველთვის შურდა ვაშლის ხისა და სულ მის გახმობას ნატრობდა. ერთხელაც ბოღმამ ისე აავსო, მთელი ბაღის ჭია-ღუებს სთხოვა: ოღონდ ეგ ვაშლის ხე მომაშორეთ და ჩემს ნაყოფს მხოლოდ თქვენ ჩამოგიყრითო. მავნეებსაც მეტი რა უნდოდათ, დაესივნენ საწყალ ვაშლის ხეს და ფესვიან-ნაყოფიანად დაღრღნეს. ამის შემხედვარე კაცს ლამის გული გაუსკდა, რა არ იღონა, მაგრამ ვაშლის ხე ვერ გადაარჩინა. მაშინ გაზაფხულზე მოიტანა ახალი ნერგი, ბაღში დარგო და ძველი ვაშლის ხის ყლორტი ზედ დაამყნო. ვაშლის ხიდან ჭია-ღუამ პანტასაც მიაკითხა. მასაც დაულპა ნაყოფი. ბაღი დამიბერდაო, იფიქრა კაცმა, ძველი ხეები, მათ შორის პანტაც, შეშად მოჭრა და ახალი ბაღი გააშენა, რომელშიც ძველმა ვაშლის ხის ნამყნობმა სიცოცხლე კვლავაც გააგრძელა. პანტის ხის ხსენება კი აღარსად იყო.
ესე არაკი შეისმინოს ყველამ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც გზის გასაყარი დაუფიქრებლად გაიარა.”

“დიდება შენდა, ღმერთო მაღალო,
ცათა სწორო, ხმელეთის ბადალო
მორიგეო, ღმერთო, დასწერე ჯვარი
ანთებულ სანთელსა, დაჭვრეთილ სეფს,
დადგმულ ჭიქა-ბარძიმსა.
ძალი და ბრძანება თქვენია,
თორემ ხორციელნი ხმელეთზევით
სახელსა ვერა გკადრებდით.
რადგან ღმერთმა ხმელეთი დააარსა,
ცა-რგვალი დახურა,
მზე და მთვარე დაფინა,
გაკურთხნათ ღვთისშვილნი ღვთისშვილნადა,
ჩაგაბამთ ხორციელნი საპატრონოდა.
ჩვენც კი გაბარებთ თავსა,
გაბრალებთ, გეხვეწებით შენს საყმოთა,
საყმოში ალალ-მართალთა,
აგებულ-წამებულთა.
შენი კარის და გორის მლოცავთა,
წესრიგის დამყენებელო,
თუ რამე ეხედვებოდეს,
ხვეწნა-მუდარა სასიხარულოდ გაუხადე!
თუ რამე ეხედვებოდეს
ცუდი, მავნე-ხიფათი საქმე,
ხვეწნა-მუდარა ამაოდ გაუხადე.
ბევრი გაგიჩნდა მგმობიარ-მოღალატე,
კეთილი გზის დასანახად თვალი აუხილე.
ღმერთო მაღალო,
დიდი დედა შემოგავედრებ ხალიბთა ტომს,
მიეცი მადლი და ბარაქა ხალიბთა ოჯახებს,
გაჭირვებულს ხელი გაუმართე,
სნეული მოარჩინე და ჯანზე დააყენე!
მგზავრსა და გზად მიმავალს ხელი მოუმართე,
მაცილსა და კაოტს
ნუ დაადევნებ.
ჩემს მჭედლებს მარჯვენა დაულოცე,
მათ ნახელავს ბნელი აკვეთინე.
ამას გევედრები, ცის გამგებელო,
დიდი დედა, დედა ყველასი და ყოვლისა.”

“ბაკური გაოცებული უსმენდა ქალიშვილს. ბავშვობიდანვე შეამჩნია მასში მებრძოლი სული, და ამიტომაც მეომრად აღზარდა. მაგრამ ახლა თუთა მხოლოდ კარგი მეომარი აღარ იყო. მისი ფიქრები მხოლოდ ბრძოლის ველს აღარ დასტრიალებდა, უფრო ღრმა იყო და შორსმჭვრეტელური.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“კოლხეთში სტუმარს არ ეკითხებიან, როგორ გიმასპინძლოთ პატივი რითი გცეთო. მაგრამ, ვიცი, დიდი საქმისთვის რომ გამოიარეთ ამხელა გზა და ამიტომაც თავს უფლებას მივცემ და დაგეკითხებით, გთხოვთ, თვითონ მიბრძანოთ, რითი გემსახუროთ, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“რამდენიმე წუთში ჯეგე მისარიონის გარშემო ოციოდე ბავშვმა მოიყარა თავი. გახამებული, თეთრი ტილოს გრძელი პერანგები და შარვლები ეცვათ, დამწყალობებისათვის საგანგებოდ გამოეწყოთ მშობლებს. მფარველი ღვთისშვილის მშვილდში გამძვრალ და მის მიერ დალოცვილ პატარას სახადი და ციებ-ცხელების მავნე სენი ვერას დააკლებდა, მაგრამ ყველაზე მეტად პატარებს ის ახარებდათ, დამწყალობების შემდეგ დედები თაფლიკვერებს რომ გამოუცხობდნენ, თანაც იმდენს, ცოტა რომ გამოეზოგათ, ოთხ-ხუთ დღესაც იმყოფინებდნენ. ამიტომაც დიდი ჟრიამულით სათითაოდ ძვრებოდნენ მშვილდში. მითრა გაღიმებული დაჰურებდა პატარებს და ლოცავდა მათ. ისე გაერთო ბავშვების ცქერით, ვერც კი შეამჩნია, ღვთისშვილები როგორ წამოადგნენ თავს.
- ყოველთვის მომწონდა მითრას დამწყალობების წესი, ამდენი ბავშვი ასეთი ბედნიერი იშვიათი სანახავია, - აღტაცებას ვერ მალავდა კოპალა.”
― ამბავი ლილე იროელისა
- ყოველთვის მომწონდა მითრას დამწყალობების წესი, ამდენი ბავშვი ასეთი ბედნიერი იშვიათი სანახავია, - აღტაცებას ვერ მალავდა კოპალა.”
― ამბავი ლილე იროელისა
“ღვთისშვილების დანახვაზე ყველა ფეხზე წამოდგა. ერთ-ერთი სუფრიდან ყველაზე მხცოვანმა ხელში ლუდით სავშე ბარძიმი მაღლა ასწია და ომახიანი ხმით თქვა:
- ა ემ ჭიქა ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა, შენ გადიდოს, გაგიმარჯოს, პირქუშო ცეცხლის ალიანო!
ყოველ მაგიდასთან მათი ჩავლისას იგივე მეორდებოდა. ყველაზე მხცოვანი ადღეგრძელებდა პირქუშს.
-ა ემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ გადიდოს, გაგიმარჯოს, პირქუშო, ალვის ტანისად მყოლო ანგელოზო!
-ა ემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ გადიდოს, გაგიმარჯოს, პირქუშო, მედერბასეო ანგელოზო!”

“ბნელეთს შავი ბურუსის განსაკვეთად, მორიგეს მადლდანათლული ყრმა ლილე-ბიჭი უკვე სამი წელია, მოევლინა ქვეყანას. ახლა ხომ ყველა მიხვდით, პირველი ჭიქა-ბარძიმით რატომაც ვადიდე მზე. მზის პირველ სხივთან ერთად დაიბადა, ამიტომაც მისი უძველესი სახელი - ლილე - დავარქვი. სახელის გარდა, ნათლიაც დიდებული ჰყავს: თავად დიდმა ბარბალემ მონათლა.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა
“ოი, ლილე, შენი დიდებითა სავსე. ოი, ლილე!
ოი, ლილე, დიდება, დიდება მზისმყოლთ ანგელოზთა. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შევშთხოვთ შეწევნას. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შეგვეწიოს მისი ძლიერება. ოი, ლილე!
ოი, ლილე, სალოცავი გქონიათ შესაწირავი. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ხარები გყავდათ დათქმული. ოი, ლილე!
ოი, ლილე, რქები ედგათ ოქროსი. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ვერძები გყავდათ შესაწირავი. ოი, ლიე!
ოი, ლილე, რქები ედგათ დაგრეხილი. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ბუღრაობდნენ ქედიდან ქედამდე. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შენს საძირკველთან ირმები იწვნენ. ოი, ლილე!
ოი, ლილე, შენს ქონგურებს შევარდენი არტყია. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ზღუდე გარტყია ოქროსი, ოი, ლილე!
ოი, ლილე, სახლი გედგა უზადოდ აგებული. ოი, ლილე!
ოი, ლილე, ღმერთმა დაგლოცოთ ყველა აქ მყოფნი. ოი, ლილე!”

“დიდება ღმერთსა, დღეს დღესინდელსა,
მზესა, მზისმყოლ ანგელოზთა!
დიდება დიდ კვირიასა, მაღლით ღვთის მიკარებასა!
ღვთისაგან გამარჯვება შენდა, შენის გამჩენისაგან!
საღვთო ბერო ბაადურო,
წინა ჭიქა-ბარძიმზედა
შენ გადიდოს, შენ გაგიმარჯოს!”

“აი, ასეთ, კელაპტრებით გაჩახჩახებულ ოთახში დევებით გარშემორტყმულმა დაიწყო ჩვილი დევის ნათლობა.
ბერმა კაცის მუშტისოდენა მთვარის შავი ქვა წყლიან ვარცლში ჩადო, რომელშიც კელაპტრების შუქი ათინათებად თამაშობდა. ქვამ ყველა სხივი თითქოს ერთდროულად შთანთქა. მასზე გარკვევით გამოჩნდა ოქროსერი ნათება, რომელსაც ჯვრის ფორმა ჰქონდა. ჯვარი ნელ-ნელა დიდდებოდა და მალე მთელი ვარცლი შეავსო. ბერმა პატარას საფენები შემოხსნა და წყალში ჩასვა, ახლა მასზე გამოისახა ჯვარი. ბერმა რამდენჯერმე ამოავლო წყალში ბუბა, მერე მაღლა ასწია და თქვა:
- ასეთ სუფთასა და მართალს ევლოს თავისი დღე და მოსწრება, ტოლ-სწორში პირველს, უშიშარსა და სამართლიანს გულში არ გაევლოს სხვისი დაჩაგვრა. მორიგე ცის გამგებელო, დაე, იყოს ნება შენი. დაე, ბუბა ჯაჭვის ის რგოლი გახდეს, რომელიც საშვილიშვილოდ უნდა შეედუღაბოს მეორეს - კაცისძეთა რგოლს, გააერთიანოს და გაამრთელოს. მიეცი ამის ჭკუა-გონება.
ბავშვს შუბლზე აკოცა და ატირებული დედას გადასცა.”

“ბერმა ბაადურმა დევთ დედა პირველად პირიმზესთან ნახა. აქ რატომ აჩერებო? - ჰკითხა კიდევაც, რაზეც პირიმზემ მიუგო: მტერი რომ მოყვარედ ვაქციოო. და დაუმატა, ხომ არ დაგავიწყდა, მეც ქაჯავეთში რომ ვარ დაბადებულიო. ღვთისშვილმა გიორგი ნაღვარმშვენიერმა წამომიყვანა იქიდან. ვინ იცის, თქვენ რომ არ გაგეზარდეთ, ახლა როგორი მტრები ვიქნებოდითო.”
― ამბავი ლილე იროელისა
― ამბავი ლილე იროელისა