(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Natalie Davitashvili

“აი, ასეთ, კელაპტრებით გაჩახჩახებულ ოთახში დევებით გარშემორტყმულმა დაიწყო ჩვილი დევის ნათლობა.
ბერმა კაცის მუშტისოდენა მთვარის შავი ქვა წყლიან ვარცლში ჩადო, რომელშიც კელაპტრების შუქი ათინათებად თამაშობდა. ქვამ ყველა სხივი თითქოს ერთდროულად შთანთქა. მასზე გარკვევით გამოჩნდა ოქროსერი ნათება, რომელსაც ჯვრის ფორმა ჰქონდა. ჯვარი ნელ-ნელა დიდდებოდა და მალე მთელი ვარცლი შეავსო. ბერმა პატარას საფენები შემოხსნა და წყალში ჩასვა, ახლა მასზე გამოისახა ჯვარი. ბერმა რამდენჯერმე ამოავლო წყალში ბუბა, მერე მაღლა ასწია და თქვა:
- ასეთ სუფთასა და მართალს ევლოს თავისი დღე და მოსწრება, ტოლ-სწორში პირველს, უშიშარსა და სამართლიანს გულში არ გაევლოს სხვისი დაჩაგვრა. მორიგე ცის გამგებელო, დაე, იყოს ნება შენი. დაე, ბუბა ჯაჭვის ის რგოლი გახდეს, რომელიც საშვილიშვილოდ უნდა შეედუღაბოს მეორეს - კაცისძეთა რგოლს, გააერთიანოს და გაამრთელოს. მიეცი ამის ჭკუა-გონება.
ბავშვს შუბლზე აკოცა და ატირებული დედას გადასცა.”

ნატო დავითაშვილი, ამბავი ლილე იროელისა
Read more quotes from Natalie Davitashvili


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From


Browse By Tag