“ერთ კეთილ კაცს ბაღში გემრიელი და სურნელოვანი ვაშლის ხე ედგა. ხე თავადაც ლამაზი იყო და ნაყოფიც გემრიელი ჰქონდა. მებაღე მოვლა-პატრონობას არ აკლებდა მას - სხლავდა, ნიადაგს უფხვიერებდა. ვაშლის ხეც უხვი მოსავლით ასაჩუქრებდა პატრონს.
ამ კაცის ბაღში კიდევ ერთი პანტის ხე იდგა. არც ამ ხეს აკლებდა კაცი მოვლას, მაგრამ სიყვარულით მხოლოდ ვაშლის ხის ტოტებს გადაუსვამდა ხოლმე ხელს. გულღრძო პანტას ყოველთვის შურდა ვაშლის ხისა და სულ მის გახმობას ნატრობდა. ერთხელაც ბოღმამ ისე აავსო, მთელი ბაღის ჭია-ღუებს სთხოვა: ოღონდ ეგ ვაშლის ხე მომაშორეთ და ჩემს ნაყოფს მხოლოდ თქვენ ჩამოგიყრითო. მავნეებსაც მეტი რა უნდოდათ, დაესივნენ საწყალ ვაშლის ხეს და ფესვიან-ნაყოფიანად დაღრღნეს. ამის შემხედვარე კაცს ლამის გული გაუსკდა, რა არ იღონა, მაგრამ ვაშლის ხე ვერ გადაარჩინა. მაშინ გაზაფხულზე მოიტანა ახალი ნერგი, ბაღში დარგო და ძველი ვაშლის ხის ყლორტი ზედ დაამყნო. ვაშლის ხიდან ჭია-ღუამ პანტასაც მიაკითხა. მასაც დაულპა ნაყოფი. ბაღი დამიბერდაო, იფიქრა კაცმა, ძველი ხეები, მათ შორის პანტაც, შეშად მოჭრა და ახალი ბაღი გააშენა, რომელშიც ძველმა ვაშლის ხის ნამყნობმა სიცოცხლე კვლავაც გააგრძელა. პანტის ხის ხსენება კი აღარსად იყო.
ესე არაკი შეისმინოს ყველამ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც გზის გასაყარი დაუფიქრებლად გაიარა.”
―
ამბავი ლილე იროელისა
Share this quote:
Friends Who Liked This Quote
To see what your friends thought of this quote, please sign up!
0 likes
All Members Who Liked This Quote
None yet!
This Quote Is From
Browse By Tag
- love (101800)
- life (79820)
- inspirational (76233)
- humor (44489)
- philosophy (31162)
- inspirational-quotes (29029)
- god (26982)
- truth (24830)
- wisdom (24772)
- romance (24464)
- poetry (23424)
- life-lessons (22743)
- quotes (21221)
- death (20623)
- happiness (19112)
- hope (18647)
- faith (18512)
- travel (17871)
- inspiration (17485)
- spirituality (15806)
- relationships (15740)
- life-quotes (15661)
- motivational (15466)
- love-quotes (15435)
- religion (15435)
- writing (14982)
- success (14226)
- motivation (13371)
- time (12906)
- motivational-quotes (12664)

