(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Natalie Davitashvili

“ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მორიგე ცის გამგებელს ღვთისშვილი ბარი ბუქნაი ბაადური სულ ახალი მოვლენილი ჰყავდა მზისქვეშეთში, ათი უძლიერესი ავსული მართავდა ქვესკნელსა და მზისქვეშეთის ავსულებს. სამსალაც ერთი ათთაგანი იყო. ძალითა და გრძნეულებით ბეევრი მჯობნი ჰყავდა, მაგრამ მოხერხებულობითა და ცბიერებით ყველასგან გამორჩეული იყო და ყოველთვის პირველობა სწადდა.
ერთხელ ბერ ბაადურთან მივიდა და შესთავაზა, ყველას თვალის ასახვევად შევებათ და თავი დამარცხებულად სცანიო. სამაგიეროდ, როცა ბნელთმეუფე გავხდები, დანარჩენ ცხრავე მმართველ ავსულს შენ ჩაგაბარებო. ბერი გააბრაზა სამსალას სიტყვებმა და ცეცხლოვანი მათრახი გადაუჭირა და ავსულს თვალისჩინი დააკარგვინა. დაბრმავებული სამსალა კი ცოცხალი გაუშვა, რომ ყველასთვის გადაეცა, ღვთისშვილები ავსულებთან გარიგებაზე არ მიდიანო. სამსალამ თავისი გრძნეულება გამოიყენა და გონების თვალით დაიწყო ჭვრეტა, მაგრამ მისი ძალები უსაზღვრო არ არის, ახელილი გონების თვალით მხოლოდ ქვესკნელში ხედავს, მიწაზე კი კვლავინდებურად უსინათლოა.”

ნატო დავითაშვილი, ამბავი ლილე იროელისა
Read more quotes from Natalie Davitashvili


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From


Browse By Tag