ჩემი XX საუკუნე ტომი I Quotes

Rate this book
Clear rating
ჩემი XX საუკუნე ტომი I ჩემი XX საუკუნე ტომი I by Revaz Gachechiladze
15 ratings, 4.73 average rating, 3 reviews
ჩემი XX საუკუნე ტომი I Quotes Showing 1-24 of 24
“მიახლოებითი შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართველები არც ერთ ხალხზე არც უარესები და არც უკეთესები არა ვართ. ობიექტური კრიტერუმები ასეთ შედარებას არც შეიძლება ჰქონდეს. ყველა ხალხს ჰყოლია თითო-ოროლა გენიოსი მაინც. სულელები ყველგან მრავლადაა. ხოლო სხვა ქვეყნების მთავრობები, ხალხის არჩეულიც კი, ჩვენს მთავრობებზე არანაკლებ შეცდომებს უშვებდნენ, უშვებენ და დაუშვებენ.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ზოგი, ალბათ, არ დაეთანხმება ამ "კრამოლურ აზრს": ისტორიის სახელმძღვანელებმა ჩაუნერგეს მათ, რომ ქართველი ერი XII საუკუნეშიც არსებობდა. სინამდვილეში, ასე დიდი ხნის წინ არ არსებობდნენ არც ფრანგი, არც ინგლისელი, არც გერმანელი, არც იტალიელი, არც რუსი, არც თურქი, არც ქართველი, არც სომეხი და არც სხვა ერები (ნაციები) თანამედროვე გაგებით, თუმცა, გარკვეული პირობითობით, მათ ასეც იხსენიებენ ხოლმე. თანამედროვე ევროპულმა ერებმა (ნაციებმა) ბევრად უფრო გვიან დაიწყეს წარმოქმნა - XIV-XVIII საუკუნეებიდან და ეს მრავალსაუკუნოვანი და მტკივნეული პროცესი იყო.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“სომხების მკაფიო გამიჯვნა 'სხვებისაგან' საკმაოდ ადრე დაიწყო. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ სომხები ქრისტიანობის ექკლუზიურ მიმართულებას მისდევენ.
დასავლეთ ევროპისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ეთნოსების სულებზე დიდხანს ბატონობდა ზეეროვნული კათოლიკური ეკლესია, ცენტრით რომში. დღემდე არგენტინელ, ფილიპინელ თუ ავსტრიელ კათოლიკეს საერთო ტაძარში შეუძლია ილოცოს.
კათოლიციზმს გამოყოფილი პროტესტანტული ეკლესიები ასევე ზეეროვნულია. ასე მაგალითად, ბაპტისტი ან ანგლიკანი ინგლისელიც შეიძლება იყოს, ამერიკელიც, ზამბიელიც და ავსტრალიელიც; ლუთერანობა გერმანიის გარეთ (სადაც ის წარმოიშვა) გავრცელებულია სკანდინავიელებს, ესტონელებს, ფინელებს, ლიტველებს შორისაც.
ბიზანტიის (აღმოსავლეთ რომის) ძველი კულტურული გავლენის სფეროში ზეეროვნული მართლმადიდებლობა ბატონობს. რუს თუ ბერძენ, რუმინელ თუ უკრაინელ, ბულგარელ თუ ალბანელ, სერბ თუ ქართველ მართლმადიდებელს ერთ ტაძარში, თუნდაც სხვადასხვა ენაზე, შეუძლია ილოცოს. ქართველები ექსკლუზიურ ქრისტიანულ მიმართულებას არ მივდევთ, თუნდაც ზოგიერთი ასეთად მართლმადიდებლობას მიიჩნევდეს. თბილისში ზის "სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი" და მისი სამწყსო ქართველებთან ერთად მოიცავს საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელ რუსს, ოსს, აფხაზს, ბერძენს და სხვას.
სომხების სულიერი მოძღვარი კი იყო და დღემდე არის სომხური სამოციქულო ეკლესია, რომლის მეთაურია ეჩმიაწინში მყოფი "ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი". ეს ეკლესია მხოლოდ ერთ ერს ემსაკურება და რელიგიურზე არანაკლებ ეროვნული იდეით კვებავს მრევლის სულს. ამ ეკლესიის ნაციონალური ხასიათი ჩანს იქიდანაც, რომ კათოლიკოსის არჩევაში სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობენ საერო პირებიც (მხოლოდ გრიგორიანობის მიმდევარ სომხები): ამ მიზნით დელეგატებს სომხური თემები მთელ მსოფლიოში ირჩევენ.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“XX საუკუნის დამდეგს საქართველოში ჯერ ცოცხლები არიან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა.
XX საუკუნის დამდეგს სადღაც თბილისის, ბათუმისა თუ ბაქოს ქუჩებში დადის თბილისის სასულიერო სემინარიიდან უსახსრობის გამო გარიცხული და მთელ მსოფლიოზე მომწყრალი 21 წლის ახალგაზრდა, სახელად სოსო ჯუღაშვილი. ის მზადაა ხელისუფლბაზე მისნაირად განაწყენებულ ნახევრად კრიმინალურ ელემენტთან ერთად (ზოგი მათგანი თავს ცნობილი გერმანელი ეკონომისტის, კარლ მარქსის მიმდევრად თვლის) შური იძიოს რეჟიმზე, რომელმაც ის დაჩაგრა. ვის შეუძლია 1901 წელს თქვას, როომ მეოთხედი საუკუნის შემდეგ ეს ადამიანი რეინკარნირებული რუსეთის იმპერიის სათავეში აღმოჩნდება, ხოლო ნახევარი საუკუნის შემდეგ კონტროლს დაუწესებს ევრაზიის ნახევარზე მეტს?
XX საუკუნის დამდეგს სადღაც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ქალაქ ლინცის ქუჩებში დადის 11 წლის ბიჭი, ადოლფ ჰიტლერი (ეს გვარი აღადგინა მამამისმა, რომელიც დიდხანს ატარებდა დედის, ანუ ადოლფის ბებიის გვარს - შიკლგრუბერს-ს). ბიჭს მხატვრობა იზიდავს. ვის შეუძლია 1901 წელს თქვას, რომ ორმოცი წლის შემდეგ ეს ადამიანი დაუპირისპირდება ზემოხსენებულ იოსებ ჯუღაშვილს, რომელსაც იმ დროისაღვის უკვე რუსუი გვარი ექნება - სტალინი, გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაითრევს მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოებს, რომლებიც მისი დამარცხების შემდეგ ახალ მსოფლიო წესრიგს ჩამოაყალიბებენ?”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“რასაკვირველია, ეს ძმათაშორისი ურთიერთჟლეტა არც პირველი იყო და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი. შუა საუკუნეების ევროპის რელიგიურ ომებს, 1860-იან წლებში - ჩრდილოეთ ამერიკის, 1930-იან წლებში - ესპანეთის, 1940-იან წლებში - ჩინეთის სამოქალაქო ომებს, 1950-იან წლებში - კორეის ომს (რომელიც არსებითად სამოქალაქო ომი იყო, თუმცა მასში აშშ, ჩინეთი და საბჭოთა კავშირიც ჩაერივნენ), 1970-იან წლებში - კამბოჯაში "წითელი ქჰმერების" ტერორს, 1990-იან წლებში რუანდაში ეთნიკურ ნიადაგზე ურთიერთჟლეთას შესაბამისი ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად არანაკლები, შეიძლება მეტი ადამიანიც კი ემსხვერპლა, ვიდრე რუსეთში. მაგალითად, კამბოჯელმა "წითელმა ქჰმერებმა" მოსპეს თავისივე ეროვნების 1,7 მილიონი ადამიანი, ანუ საკუთარი გენოფონდის 21 პროცენტი. ყველა ზემოჩამოთვლილთან შედარებით, XVIII საუკუნის ბოლოს საფრანგეთის რევოლუციის დროინდელმა საშინელმა გამოგონებამ - გილიოტინამ - გაცილებით ნაკლები ხალხი იმსხვერპლა. ადამიანების ენერგია ხანდახან სრულებით ირაციონალურ გამოხატულებას ჰპოვებს ხოლმე...”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“1917 წლის ბოლოს ლენინის უშუალო დავალებით ძერჟინსკიმ შექმნა "ჩეკა" (ВЧК - Всероссийская Комиссия по борьбе с контрреволюцией, саботажем и спекуляцией, "კონტრრევოლუციასთან, ცაბოტაჟთან და სპეკულაციასთან ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია"), რომლის სისასტიკემ ყველა გააოგნა.
ფელიქს ედმუნდოვიჩ ძერჟინსკი ეთნიკური პოლონელი იყო, თანაც შლიახტიჩი (აზნაურიშვილი).
"ჩეკა"-ს 1922 წლის 6 თებერვლიდან ჩაენაცვლა "გეპეუ" (Государственное политическое управление, 1924 წლიდან ОГПУ - Обьединенное государственное политическое упровление: "გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო"), რომელიც შინაგან საქმეთა სახელმწიფო კომისარიატს ექვედემბარებოდა და მას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სახალხო კოისარი ან მისი მოადგილე. 1934 წელს "ოგეპეუ"-ს ფუნქცია პირდაპირ დაეკისრა "ენკავედე"-ს (НКВД - Народный комисариат внутренних дел, "შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი"), რომელსაც, თავის მხრივ, გამოეყო "ენკაგებე" НКГБ - Народный комиссариат государственной безопасности, "სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი"). ამ უკანასკნელის მემკვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა "ემგებე" (МГБ - Министерство государственной безопасности, "სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო"), ხოლო 1954 წლიდან და საბჭოთა კავშირის აღსასრულამდე - "კაგებე" (КГБ - Комитет государственной безопасности, "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი"). 1980-იანი წლების ბოლოდან დამკვიდრდა საქართველოს ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი იმავე ორგანიზაციის სახელის ქართული აბრევიატურა "სუკ"-ი: ის უფრო დამამცირებლად ჟღერდა!”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“საქმე ისაა, რომ ნებისმიერი წარმოშობის, თუნდაც არაგაბატონებული ერის, არისტოკრატია იმპერიაში პრივილეგირებულ კლასს წარმოადგენს, ეთნიკურ დისკრიმინაციას ის ჩვეულებრივ ვერ გრძნობს ხოლმე: არისტოკრატიისთვის ბატონი არის არა სხვა ეთნოსი, არამედ უშუალოდ ხელმწიფე, რომლის ეთნიკურ წარმოშობას მნიშვნელობა არა აქვს. ასე იყო რუსეთის იმპერიაში. იგივე ითქმის ავსტრია-უნგრეთზეც, სადაც პოლონური თუ ჩეხური არისტოკრატია ჰაბსბურგთა დინასტიის ერთგულ დასაყრდენს წარმოადგენდა. ასეთი "ელიტარული ინტერნაციონალური ლოიალობა" ყველა იმპერიის მდგრადობისათვის ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია.
სამაგიეროდ, ეთნიკურ დისკრიმინაციას ნათლად გრძნობენ რიგითი ადამიანები, რომლებიც არ განეკუთვნებიან გაბატონებულ ეთნოსს/ეთნოსებს.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“XX საუკუნის ბოლოს და, განსაკუთრებით, XXI საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთიდან წამოსროლილი დაყვედრება ქართველების (აგრეთვე უკრაინელების, აზერბაჯანელებისა და სხვების) მიმართ - "ჩვენ გადაგარჩინეთ, ჩვენ გაგაერთიანეთ, თთქვე უმადურებო, თქვენ კი სხვა მხარეს იწევთ!" - სრულებით უსამართლოა. გამოდის, თითქოს იმპერიას საკუთარი ტერიტორიის გაფართოებისას მხოლოდ ალტრუიზმი ამოძრავებდა.
იმპერიის ექსპანსიისას პეტერბურგს საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გეგმები ჰქონდა. მისი მიზანი სულაც არ იყო ქართველების ან რომელიმე სხვა ეთნიკური უმცირესობის ეროვნული კონსოლიდაცია და მისი მომზადება დამოუკიდებლობისათვის. იმპერია საკუთარი თავისთვის ზრუნავდა, მაგრამ შედეგად სულ სხვა რამ მიიღო.
არც სხვა იმპერიები გეგმავდნენ მექსიკელი, ინდოელი, ინდონეზიელი, ალჟირელი და სხვა ერების (ნაციების) შექმნას. ეს ნაციები კი, და მრავალი სხვაც, სწორედ იმპერიების წიაღში ჩამოყალიბდა, რაც ისტორიული გარდაუვლობა იყო. ასეთი შედეგი ევროპელმა კოლონიზატორებმა თავისდა უნებურად მიიღეს ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში და სხვაგან.
რაც შეგვეხება ქართველებს, ჩვენ, ალბათ, არ უნდა დაგვენანოს მადლიერების გამოხატვა აწ არარსებული რუსეთის იმპერიის მიმართ იმის გამო, რომ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მან ხელი შეუწყო ჩვენს ეროვნულ-ტერიტორიულ კონსოლიდაციას.
ამიტომაც, დიდი მადლობა და მშვიდობით!
იმპერიის სამართალმემკვიდრისაგან კი ჩვენ არ გვჭირდება რაიმე მადლობა იმ წვლილისათვის, რაც რუსეთის/საბჭოთა იმპერიის მშენებლობაში შეიტანეს ეთნიკურმა ქართველებმა, რადგან მათი უმეტესობა უსამართლო საქმეს ემსახურა!
ინდოელებმა, ალჟირელებმა, სომხებმა, უკრაინელებმა, აზერბაიჯანელებმა და სხვებმა თვითონ გადაწვიტონ, თუ რას ეტყვიან შესაბამის იმპერიებს.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ორი ათასი წლის წინ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და დასავლეთ ევროპისათვის პოლიტიკური ცენტრი პირველი (და ერთადერთი ნამდვილი) რომი იყო. შეგახსენებთ, რომ "მეორე" და "მესამე რომად" თავს აცხადებდნენ კონსტანტინოპოლი და მოსკოვი. XX საუკუნის ბოლო ათწლეულში კი მსოფლიოს გაუჩნდა "მეოთხე რომი", იგივე Washington D.C., რომელსაც მსოფლიოს პრობლემების თავის ტკივილიც ერგო წილად: მსოფლიო ლიდერობა ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა!”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ამიტომაც, ერთ ადგილას მომხდარმა ლოკალურმა პოლიტიკურმა თუ ეკონმიკურმა მოვლენამ მალე შეიძლება მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინოს. XX საუკუნემ ეს ნათლად დაამტკიცა და წიგნში რამდენიმე ასეთი მაგალითია მოყვანილი. მაგალითად, 1914 წელს ტერორისტის მიერ სარაევოში ნასროლმა რამდენიმე ტყვიამ საბოლოოდ ოთხი იმპერია შეიწირა; 1929 წელს ნიუ-იორკის ბირჟაზე მომხდარი ფინანსური კრახის ერთგვარი გამოძახილი იყო გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის აღზევება; 1973 წელს ეგვიპტის ტანკების მიერ სუეცის არხის ფორსირებამ დაარღვია ნავთობის ფასების საუკუნოვანი სტაბილობა და მომდევნო ენერგოკრიზისების წინამორბედი გახდა; 1979 წელს თეირანში მომხდარმა რევოლუციამ არაპირდაპირ განაპირობა, რომ მეოთხედი საუკუნის შემდეგ საქართველო ნახშირწყალბადოვანი რესურსების სატრანზიტო ქვეყანად იქცა, რამაც მის ევროატლანტიკურ მისწრაფებას მეტი რეალობა შესძინა და ა.შ.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ურბანიზაციის ერთ-ერთი შედეგია, რომ XIX საუკუნის ბოლო მესამედიდან თბილისი თანამედროვე ქართველი ერის "სადნობ ქვაბად" გვევლინება და იქ თანდათან ყალიბდება თანამედროვე საერთო-ქართული ეროვნული მენტალიტეტი, რაშიც დასავლეთ-ქართულმა ელემენტმაც შეიტანა დიდი წვლილი.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“დასავლეთ საქართველოდან თბილისში მოსახლეობის მიგრაციას ქართველი ერის კონსოლიდაციისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მიგრანტები ყოველთვის გამოირჩევიან ენერგიულობითა და, თუ გნებავთ, ამბიციურობით, ანუ იმ თვისებებით, რომლებიც დასავლეთ-ქართულ ელემენტს არ აკლდა.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან იმპერიის აღსასრულამდე რუსეთის ნამდვილ სიმდიდრეს წარმოადგენდა ინტელიგენცია, რომელიც საერთოდაც რუსულ ფენომენად შეიძლება მივიჩნიოთ (ინგლისურადაც კი მას რუსული ტერმინით იცნობენ, როგორც intelligentsia-ს). რუსი ინტელიგენტის განმასხვავებელ ნიშნად, განსაკუთრებით ვაჭრისა და გლეხისაგან, ითვლებოდა სინდისიერი ქცევა და გულმოწყალება. ინტელიგენციის მორალური გავლენა რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ბევრად აღემატებოდა მის ხვედრით წონას მოსახლეობაში. ის საყოველთაოდ მისაბაძ მაგალითს იძლეოდა და ხალხის პატივისცემით სარგებლობდა.
რუსული ინტელიგენციის პოლიტიკური ფუნქცია კი ის იყო, რომ იგი თავიდან ფარულ, ხოლო 1905 წლის შემდეგ კი დაუფარავ ოპოზიციას უქმნიდა თვითმპყრობელობას.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“თბილისის მოსახლეობის 70 პროცენტს შეადგენდნენ ქართველები, რუსები, პოლონელები, გერმანელები, სპარსელები და სხვები, რომელთაც სომხებზე არანაკლები წვლილი მიუძღვით თბილისის აღმშენებლობაში. სომეხი მილიონრები კი საგანგებოდ იმიტომ ვახსენე, რომ მაშინდელ თბილისში ფინანსურად ისინი დომინირებდნენ და ბევრს აშენებდნენ კიდეც. ამას აღვნიშნავ, თორემ დღევანდელ სომხებს სწყინთ, როდესაც თბილისში მათი თანამემამულეების სამშენებლო ღვაწლს "არავინ ახსენებს".”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ისტორიკოსის უპირატესობაა, რომ განვლილი დროის აღწერისას მან იცის, თუ "რა მოხდება მომდევნო წელს", რადგან ის წარსულში მომხდარი მოვლენეის შედეგებს ითვალისწინებს. ამიტომაც ის უფრო "ბრძენი" გამოდის, ვიდრე ადრე მცხოვრები ადამიანები, რომელთაც გადაწყვეტილების მიღება უხდებოდათ მოსალოდნელი შედეგების ბუნდოვანი ვარაუდით.
წარსულის ცოდნის გათვალისწინებით მეცნიერს შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს მოვლენათა განვითარება. მან არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა მოელის მსოფლიოს, მის ქვეყანას და პირადად მას მომავალ წელს და, მით უმეტეს, ოციოდე წლის შემდეგ.
XX საუკუნის დამდეგის ადამიანები ცოცხლობდნენ თავიანთი დღევანდელობით. მათ შორის იყვნენ ბედნიერები და უბედურები, მდიდრები და ღატაკები, მომავლის იმედით აღსავსენი და უიმედოები.
როგორც ყოველთვის ხდება ნებისმიერ საზოგადოებაში, ამ ანტიპოდებში მეორეები მკვეთრად სჭარბობდნენ პირველებს.
მაგრამ იმ დროს ბედნიერებმა, მდიდრებმა და იმედიანებმაც არ იციან, თუ რა მოელით ახლო მომავალში.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ის სოციალური ფსიქოლოგია და პოლიტიკური კულტურა, რომლიც ე.წ. "საბჭოთა ხალხებს" ჩამოუყალიბდათ, მნიშვნელოვანწილად 1920-30-იან წლებში შეიქმნა. ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების არც უფლება ჰქონდათ და არც პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების შესრულებაზე. ყველაფერს "პარტია და მთავრობა" წყვეტდა და აკეთებდა. საბჭოთა სოციალიზმმა შექმნა ისეთი სოციალური ფსიქოლოგია, როდესაც ადამიანები ყველაფრის მოგვარებას სახელმწიფოსაგან (მთავრობისაგან) ელიან. ამას ისტორიული მემკვიდრეობაც უწყობდა ხელს: ბატონყმობა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციამდე სულ სამოციოდე წლით ადრე გადავარდა. "საბჭოთა ადამიანისათვის" პიროვნული თავისუფლება ბევრს არაფერს ნიშნავდა, ის არ იყო მიჩვეული საკუთარ მომავალზე სრული პასუხისმგებლობის აღებას. პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი ფსიქოლოგია კიდევ დიდხანს გასტანს, მის აღმოფხვრას თაობების შეცვლა დასჭირდება.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“იქნებ ოდესმე ჰიტლერიც მხოლოდ ავტობანებისა და "ფოლკსვაგენის" შექმნის, ხოლო სტალინი - მხოლოდ ბელომორკანალისა და მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატის მშენებლობის ინიციატორად გაიხსენონ?
საქმე ასე "პარალელურად" არ იქნება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჰიტლერს არასოდეს დაუვიწყებენ ჰოლოკოსტს, და მეორე მიზეზის გამოც: სტალინი და თემურ-ლენგი გამარჯვებულები წავიდნენ ამ ქვეყნიდან, ჰიტლერი და მუსოლინი კი - დამარცხებულები. ხალხს უყვარს გამარჯვებული ლიდერი, თუნდაც ის მისივე [ხალხის] ძვლებით მოკირწყლული გზით მიდიოდეს გამარჯვებამდე. ერთადერთი დამარცხებული, მაგრამ გმირად დარჩენილი, ვინც მახსენდება, ნაპოლეონია: მან მართლაც შეაზანზარა ისტორია. გარდა ამისა, ის ისეთმა სულიერმა ჯუჯებმა ჩაანაცვლეს, რომ მათ ფონზე ფრანგი ხალხის თვალში ბუმბერაზად დარჩა.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“აქვე უნდა ვახსენოთ ჰოლოკოსტის არაპირდაპირი შედეგი დედამიწის სულ სვა რეგიონში. ევროპელი ებრაელების საშინელმა კატასტროფამ მსოფლიო საზოგადოებრიობას, მათ შორის დასავლეთის დემოკრატიებში, ფაქტობრივად თვალი დაახუჭვინა სხვა უსამართლობის მიმართ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 1948 წელს მოხდა.
პალესტინის ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოს - ისრაელის - შექმნისას განიდევნა და ლტოლვილად იქცა, სხვადასხვა მონაცემებით, 550 ათასიდან 750 ათასამდე ადგილობრივი არაბი, რომელთაც ჰოლოკოსტის განხორციელებაში არავითარი ბრალი არ მიუძღოდათ, ხოლო მათი ნასოფლარები და ნასახლარები ებრაულ ქალაქებად და კიბუცებად გადაიქცა.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: უკიდურესი ბოროტება - ნაციზმი - დასავლეთის დემოკრატიებს უნდა დაემარცხებინათ მეორე უკიდურეს ბოროტებასთან - კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმთან - თანამშრომლობით.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავიდან ბოლომდე იბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ, იყო დიდი ბრიტანეთი, რომელსაც 1940 წლის 10 მაისიდან ომში გამარჯვებამდე სათავეში ედგა პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი. გერმანიამ ის ვერ დაამარცხა.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“აიზენჰაუერს ჟუკოვისთვის უთქვამს, რომ ვერმახტის მიერ დანაღმული ველები მოკავშირეთა არმიას ყველაზე დიდ სირთულეს უქმნიდა და აფერხებდა შეტევას, რადგან განაღმისთვის საჭირო იყო სპეციალური ტექნიკური საშუალებების მოზიდვა. დაუნდობლობით ცნობილმა მარშალმა ჟუკოვმა კი პოპულარულად აუხსნა გამოუცდელ ამერიკელს დანაღმულ ველზე შეტევის განხორციელების საბჭოთა მეთოდი: "როდესაც ჩვენ მივადგებით დანაღმულ ველს, ჩვენი ქვეითი ჯარი ზუსტად ისე უტევს, როგორც ნაღმებისაგან თავისუფალ ადგილზე. ნაღმებით მიყენებულ დანაკარგს ჩვენ ვუთანაბრებთ იმ დანაკარგს, რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო, თუკი გერმანელები ტყვიამფრქვევებითა და არტილერიით დაიცავდნენ იმავე ადგილს".
ერთი სიტყვით, საბჭოთა ჯარისკაცებს საკუთარი ფეხით უშვებდნენ ნაღმზე ასაფეთქებლად. როგორც წესი, ამ მიზნით "საჯარიმო ბატალიონებსა და ასეულებს" (штрафные батальоны и роты) იყენებდნენ, სადაც ხანდახან უმცირესი დანაშაულისათვის იხდიდნენ სასჯელს საბჭოთა ოფიცრები და ჯარისკაცები. საჯარიმო ბატალიონებში და ასეულებში ომის დროს გაიარა 490 ათასმა საბჭოთა სამხედრო მოსამსახურემ. მათი უმეტესობა დაიღუპა. ცოცხალი ძალის დანაკარგი "штрафбат"-ებში ხუთ-ექვსჯერ სჭარბობდა ჯარის სხვა ნაწილების დანაკარგს.
ვერმახტსაც ჰქონდა ასეთივე საჯარიმო ნაწილები, სადაც ომის დროს 34 ათას გერმანელ ოფიცერსა და ჯარისკაცს მოუხდა, მაგრამ მათ არ ექცეოდნენ ისე ველურად, როგორც წითელ არმიაში.
აიზენჰაუერი იქვე ასკვნის "მე ნათლად წარმოვიდგინე, თუ რა რა დაემართებოდა რომელიმე ამერიკელ ან ბრიტანელ მეთაურს, თუკი იგი ასეთი ტაქტიკის გამოყენებას შეეცდებოდა! ...ამერიკელები ომის ფასს ადამიანთა დანაკარგით ვითვლით, რუსები - სახელმწიფოს მთლიანი დანაკარგით".”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“პატარა ქვეყნების ბედი, რომელთაც დიდი სახელმწიფოები ისევე ადვილად ცვლიდნენ ერთმანეთში, როგორც 1860-ოან წლებამდე რუსი მემამულეები ყმებს - მწევრებში, დღესაც დამაფიქრებელი უნდა იყოს. მართალია, ისეთი აგრესიული დიქტატორები, როგორებიც იყვნენ სტალინი და ჰიტლერი, ახლა არ ჩანან, მაგრამ გეოპოლიტიკის არსი არ შეცვლილა.”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“საერთოდაც, იმპერიის მეთაურები ემსახურებიან არა რომელიმე ეთნოსის, არამედ მთელი იმპერიის ინტერესებს. სტალინი მხოლოდ წარმოშობით იყო ქართველი, რაც იმპერიისათვის არაფერს ნიშნავდა. ასევე არაფერს ნიშნავდა ის, რომ იმპერატრიცა ეკატერინა II წარმოშობით გერმანელი იყო. როგორც ეკატერინას, ისე სტალინის მიზანი რუსეთის განდიდება იყო. "ყოფილ სამშობლოზე" - გერმანიაზე და საქართველოზე - არც ერთი მათგანი არ ზრუნავდა.
რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს ნიკოლაი რომანოვს თითქმის არ ჰქონდა რუსული სისხლი: წინა ორი საუკუნის განმავლობაში მისი უკლებლივ ყველა წინაპარი გერმანელი ან სკანდინავიელი იყო. მაგრამ, განა ვინმე იტყვის, რომ ნიკოლაი II რუსეთის პატრიოტი არ იყო და რუსეთს არ შეეწირა მთელ თავის ოჯახთან ერთად?”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I
“გავიხსენოთ XII-XIII საუკუნეების საქართველოს მონარქების ტიტულატურა: "მეფე აფხაზთა და ქართველთა, კახთა, რანთა და სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა... "რანნი" რანში ცხოვრობდნენ, შარვანშა კი შირვანის შაჰი იყო (მიიჩნევენ, რომ "შარვანშა"-დან მოდის შარვაშიძეთა/შერვაშიძეთა გვარი).
მეზობლების საყურადღებოდ: ამ ისტორიული ფაქტების მოტანა სულაც არ ნიშნავს რაღაც ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებას. შუა საუკუნეები კარგა ხანია დამთავრდა!”
რევაზ გაჩეჩილაძე, ჩემი XX საუკუნე ტომი I