ჩემი XX საუკუნე ტომი II Quotes

Rate this book
Clear rating
ჩემი XX საუკუნე ტომი II ჩემი XX საუკუნე ტომი II by Revaz Gachechiladze
8 ratings, 4.75 average rating, 0 reviews
ჩემი XX საუკუნე ტომი II Quotes Showing 1-19 of 19
“როდესაც 19 წლის ქართველმა გოგონამ ნონა გაფრინდაშვილმა 1962 წელს ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა, ამან ქალთა ჭადრაკის საოცარი ბუმი გამოიწვია საქართველოში. მომდევნო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჭადრაკში ყველა მსოფლიო ჩემპიონი ქალი ქართველი იყო”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ხალხის მასა ხომ ტოტალიტარიზმის პირობებში აღიზარდა და მისი [მონური?] ფსიქოლოგია მოითხოვს, რომ "ქვეყანას პატრონი ჰყავდეს". ეს "პატრონი" ერთი კაცი უნდა იყოს. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყველა პირველი მდივანი ხომ "ერის მამა" იყო? ტოტალიტარულმა აზროვნებამ შექმნა კვარცხლბეკი ასეთი "ერის მამისათვის", ხოლო კომუნისტების ჩამოცილებამ ხელისუფლებისაგან ეს კვარცხლბეკი ცარიელი დატოვა.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“განსხვავებით ზომიერი (რაციონალური, ლიბერალური, სამოქალაქო-ტერიტორიული, რეფორმისტული... ტერმინები მრავალგვარია) ნაციონალიზმისაგან, რომელსაც მხოლოდ უარყოფითი შეფასება არ ეკუთვნის, ულტრანაციონალიზმი (მასაც აქვს სხვა სახელები, მაგალითად, ინტეგრალური ნაციონალიზმი) გამოირჩევა აგრესიული არატოლერანტობით, ქსენოფობიით, საკუთარი ერის "სულიერი მისიის" წინწამოწევით. თუ ასეთი განწყობა მოსათმენია ჩაგრულ ერში, მას შემდეგ, რაც ერი ჩაგრული აღარ არის (მაგალითად, დმოუკიდებლობას მიაღწევს), ასეთი განწყობა წარსულს უნდა ჩაბარდეს.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ერთმა თეირანელმა ჰოჯათოლესლამმა (მაღალგანათლებულმა სასულიერო პირმა) მოხდენილად დაუკავშირა ერთმანეთს მოდა, მორალი და ერთი სამეცნიერო დარგი - გეოფიზიკა, რომელიც სწავლობს დედამიწის სიღრმეში მიმდინარე პროცესებს და აფასებს სეისმურ უშიშროებას. თავისი ქადაგებისას ჰოჯათოლესლამმა გაკიცხა ირანელი სუსტი სესის წარმომადგენლების ნაწილი იმისათვის, რომ ისინი სრულად არ იბურავენ სხეულს და მცირე, მაგრამ ყოვლისმომცველი, თეორია ააგო ამ გაკიცხვაზე. კერძოდ, მან თქვა: "[ირანელი] ქალების ერთი ნაწილი გამომწვევად იცვამს. ეს ახალგაზრდა მამაკაცების შეცდენას იწვევს, რაც ადიულტერის მიზეზია და შედეგად ამას მიწისძვრები მოჰყვება."
მიწისძვრები ირანში მართლაც დამანგრეველი იცის ხოლმე. მათგან არც ერთი სარწმუნოების ხალხი არაა დაცული. კარგია, თუ სეისმური უშიშროების შეფასება და ამ საშიშროებისაგან თავის დაცვა ასე მარტივად შეიძლება - ქალების ჩაცმულობაზე, ანუ მოდაზე ზემოქმედებით. იქნებ ისლანდიელმა ქალებმაც აიღონ მაგალითი თავიანთი ირანელი დებისაგან, მოდა შეიცვალონ, ისლანდიელი ახალგაზრდა მამაკაცების შეცდენა შეწყვიტონ და ამით წერტილი დაუსვან თავის კუნძულზე ვულკანების ამოფრქვევას, რაც ასე აწუხებს არა მარტო მათ, არამედ მსოფლიოსაც?
ზემოთხსენებული ქადაგება ბნელ შუა საუკუნეებში კი არ შედგა, არამედ 2010 წელს.
მოდასთან დაკავშირებული ასეთი ძლიერი ლოგიკა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ მუსლიმი კლერიკოსებისათვის.
ორთოდოქსი იუდეველები ასევე მოითხოვენ თავიანთი ქალების მიერ ტანის შებურვას, ოღონდ ჩადრის ნაცვლად თავზე XIX საუკუნის მოდის შაპოკლიაკის დახურვას მოითხოვენ. ისინი მაშიახის (მესიის) მოსვლას ელოდებიან, რაც, ალბათ, ასევე გეოფიზიკური მოვლენა იქნება.
სხვადასხვა დენომინაციის ქრისტიანი მოძღვრებიც თითქმის ანალოგიურ ლოგიკას ავითარებენ. ზოგიერთ ეკლესიაში მღვდელი ჯინსში ან შორტებში გაოწყობილ გოგონებს არ უშებს. ალბათ იქაც მორალისა და გეოფიზიკის სახიფათო ნაზავისა ეშინიათ?”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“უილსონის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ხანდახან ერთი ადამიანის, არა აუცულებლად სახელმწიფოს მეთაურის, ძალისხმევასაც შეუძლია შეცვალოს ისტორიის მსვლელობა.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“მინდა გამოვთქვა, შესაძლოა, წინააღმდეგობრივი აზრი: თავისუფალი აზრი უფრო მეტად ფასობს მძიმე შეზღუდვების პირობებში. ასეთ დროს მწერალს და ხელოვანს რაღაც სტიმული უჩნდება, წარმოაჩინოს საპროტესტო თუ არა, არაკონფორმისტული შეხედულება მაინც, რომელსაც გამგები გაიგებს. თენგიზ აბულაძის ფილმი "მონანიება" 1980-იან წლებში ბევრად უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე, ვიდრე ახლა ახდენს. ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"-ში აღწერილი სეთური, სტალინს რომ გვაგონებს, სწორედ მაშინ იყო ფასეული.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ყველა რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოში, არსებობდა უფასო სამედიცინო მომსახურება (მის გეოგრაფიულად განსხვავებულ ხელისაწვდომობაზე და არათანაბარ ხარისხზე აქ არაფერს ვიტყვი), უფასო უმაღლესი განათლება (მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებულ კუორუფციაზე ვეღარაფერს დავუმატებ), ქალაქში უფასო საცხობრებლის მიღების შესაძლებლობა (მშენებლობის დაბალ ხარისხზე და საცხოვრებელი ფართის განაწილებაში არსებულ კორუფციაზე უკვე ითქვა), საპენსიო უზრუნველყოფა (მის მცირე მოცულობაზე და პენსიების გაცემასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ლაპარაკიც ზედმეტია), სამუშაოთი უზრუნველყოფის საშუალება (არსებობდა რეალური უმუშევრობაც, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მქონეთა შორის), სტაბილური სამომხმარებლო ფასები და ტარიფები (მათი სტაბილობას ინარჩუნებდნენ დოტაციით, რაც ბუნებრივი რესურსების განიავების ფასად მიღებული მოგებით იფარებოდა; სამომხმარებლო საქონლის მუდმივ დეფიციტზე კი ზემოთ ვისაუბრე). 1959-იანი წლების შუაგულიდან არსებობდა სოციალური დაცვის ინსტიტუტები. მაგალითად, სამსახურიდან ადამიანის უმიზეზოდ დათხოვნა ძნელი იყო. ახალი მინისტრის დანიშვნა სულაც არ ნიშნავდა მისი მოადგილეებისა და მთელი აპარატის შეცვლას.
იმ არცთუ ისე შორეულ, მაგრამ ძირითადად მივიწყებულ და, ამიტომ, ახლა ვარდისფრად გამომზირალ წარსულში, ერთი იმდროინდელი გამონათქვამი რომ გავიხსენოთ, "ხალხი თვალთმაქცობს - თითქოს მუშაობს, მთავრობა კი თვალთმაქცობს - თითქოს ხელფასს უხდის!”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“აქვე მინდა შევნიშნო, რომ ქართული სუფრის წესები ერთგვარ საკავშირო ნორმად იქცა. ქართული კერძები და მოსკოვის ქართული რესტორანი "არაგვი" - ფაქტობრივ საკავშირო ეტალონს წარმოადგენდა. ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დამკვიდრდა თამადის ინსტიტუტი, გრძელი და მჭერმეტყველური სადღეგრძელოებითურთ. ეს უდავოდ არის ქართული კულტურის გავლენის შედეგი. ასე რომ, საერთაშორისო მასშტაბის რაღაც კვალი ჩვენც დაგვიტოვებია!”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ის, რომ ადამიანებს არ ჩამოუყალიბდათ პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოებრივი საქმის მიმართ, კომუნისტურ პირობებში ცხოვრების შედეგია.
"ეს მე არ მეხება", "ეს მთავრობამ უნდა გაგვიკეთოს" - ასეთი რამ დღემდე გვესმის.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ქართულ ჩაიში ბალახსა და ტოტებს ურევდნენ და მას ცოცხის დაუვიწყარი სურნელი ჰქონდა, ქართულ ღვინოში - შაქარს, წყალს და კიდევ რაღაცას ამატებდნენ, რის გამოც ერთხელ თვითმფრინავით მგზავრობისას ხელჩანთაში "ქინძმარაული" - ასე ეწერა თბილიში ჩამოსხმული ღვინის ბოთლის ეტიკეტს - ამიფეთქდა (მაშნ ბორტზე სითხის შეტანა ჯერ აკრძალული არ იყო).”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ბეჭდური სიტყვის, უპირველესად წიგნის, კითხვა - აქტიური შრომაა და, ბუნებრივია, უმრავლესობას ის არ უყვარს. როგორც რუსთაველი გვმოძღვრავს, "გონიერთა მწვრთნელი უყვარს, უმეცართა გულსა ჰგმრიდეს". წიგნი მწვრთნელია! ინტერნეტით ინფორმაციის ძიებაც წვრთნის დონეს უახლოვდება, სხვადასხვა ბმულები განსხვავებულ ინტერპრეტაციასაც გაწვდიან. მაგრამ წიგნის დონეს ინტერნეტი ვერ შეწვდება.
სულ სხვაა ტელევიზია - ეკრანის ცქერა პასიური შრომაა, ტვინის ჭყლეტა აქ საჭირო არაა, ჟურნალისტები ყველაფერს კარგად პრეპარირებულს, გადაღეჭილს ჩაგიდებენ თავში, თანაც ისე, რომ მათ დაუჯერებ კიდეც. ყველაზე გაუნათლებელ ადამიანსაც კი ტელევიზია "სწორ გეზს" მიუთითებს.
უმრავლესობას ურჩევნია, უყუროს ტელევიზიას, რომელიც თავისი სერიალებით, შოუებით და ტენდენციურად მიწოდებული ახალი ამბებით ტვინის მასობივად გამორეცხვის საუკეთესო საშუალებად იქცა.
ის, ვინც ფლობს ტელევიზიას, აკონტროლებს ადამიანთა გონებასაც და მათ პოლიტიკურ ქცევასაც მართავს.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ასე ცხოვრბა ადვილიც იყო და საამურიც!
იმდროინდელ გაზეთებს თუ წაიკითხავთ, საბჭოთა კავშირში, ყოველ შემთხვევაში 1980-იან წლების შუაგულამდე, ძალიან იშვიათი იყო დანაშაული ან ავტოავარიები, საერთოდ არ ხდებოდა სტიქიური უბედრებები. მაგალითად, ის, რომ 1948 წელს მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია ქალაქი აშხაბადი, მხოლოდ მიწისძვრას გადარჩენილმა თურქმენებმა იცოდნენ, მაგრამ ამას არავის უყვებოდნენ, რადგან ციმბირში გადასახლებას ისევ მიწისძვრა ერჩივნათ. ყველანაირი ტორნადო, ტაიფუნი, ვულკანის ამოფრქვევა, წყალდიდობა, ტყის ხანძარი, კატასტროფა რკინიგზაზე ან მაღაროში მხოლოდ კაპიტალისტურ ქვეყანაში შეიძლება მომხდარიყო. საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა არც ტექნოლოგიური კატასტროფები. მას შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ მიღწევები ეკონომიკაში, ხალხის მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებაში, სპორტში!”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“სპორტი, უპირველესად ფეხბურთი, აგრეთვე კრივი, ჩოგბურთი, კალათბურთი, გოლფი, ავტორბოლა და ა.შ. დიდ ბიზნესად გადაიქცა. მეოცე საუკუნის მიწურულიდან, როდესაც წარმატებული ფეხბურთელების (მისი როგორც ინგლისური, ისე ამერიკული ნაირსახეობის), მოკრივეების, ჩოგბურთელების, ჰოკეისტების და სხვათა ჰონორარებმა ასტრონომიულ მაჩვენებლებს მიაღწია, უხერხულიც კია მათ "თანამედროვე გლადიატორები" უწოდო, მაგრამ ხანდახან ეს კონტექსტში კარგად ჯდება.
"თანამედროვე გლადიატორებს" აღარ კრეფენ მონათა რიცხვიდან. თავისუფალი ადამიანები საკუთარი სურვილით მიდიან მოედანზე ან რინგზე, იციან, რომ თუ სათანადო ნიჭი გამოაჩნდათ და მონდომებაც ექნათ, დიდ ფულს მიიღებენ.
სასიამოვნო სანახავია, როდესაც მილანიდან, მადრიდიდან, მანჩესტერიდან ან მიუნხენიდან ჩამოსული 22 მულტიმილიონერი ღარიბი ხალხის გულის გასახარად მწვანე მიდორზე დასდევს ბურთს და მზადაა დასისხლიანებამდე იბრძოლოს!”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“კორუფცია ყოველთვის ზევიდან მოდის და, ბოლოს და ბოლოს, მთელ საზოგადოებას გაუჯდება ხოლმე სხეულში.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“არჩევა" მარტივად ხდებოდა, რადგან ყველა საარჩევნო ბიულეტინში ერთადერთი კანდიდატის გვარი იყო მითითებული.
ამომრჩევლებს ევალებოდათ "მოეხადათ თავიანთი სამოქალაქო ვალი" - მისულიყვნენ საარჩევნო უბანში და ხმა მიეცათ პარტიულ კომიტეტებში წინდაწინ შერჩეული "ხალხის რჩეულისათვის". არჩევნებში მონაწილეობისათვის თავის არიდება საშიში იყო: ეს სამუშაო ადგილზე სერიოზული გარჩევის საგანი გახდებოდა. ამიტომაც არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის 99,99 პროცენტი: გაუგებარია, ვინ იყო ის მამაცი 0,01 პროცენტი, რომელიც რატომღაც არ მოდიოდა საარჩევნო ურნასთან! როგორც ჩანს, ამ ციფრს იგონებდნენ - 100 პროცენტი მაინც რაღაც უხერხულობას ქმნიდა. მხოლოდ ესტონეთს სსრ-ში იყო ხოლმე არჩევნებზე გამოუცხადებელთა მაჩვენებელი მაღალი: ის 0,02 პროცენტს აღწევდა!
ამომრჩეველთა 99,99 პროცენტი ხმას აძლევდა საარჩევნო ბიულეტინში ჩაწერილ ერთადერთ კანდიდატს. მამაცი 0,01 პროცენტი ბიულეტინს აფუჭებდა: პროტესტის სხვა ფორმა არ არსებობდა.
ყველამ იცდა, რომ არჩევნები ფიქცია იყო. მაგრამ ვერავინ ბედავდა ამის თქმას.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“სტალინი რუსეთის განდიდებას ემსახურებოდა. უნდ ითქვას, რომ ასევე იქცეოდნენ სხვა მცირე ერის წარმომადგენლები, თუკი მათ ხელში ჩაუვარდებოდათ დიდი ქვეყანა: ჯეიმზ I სტუარტი ლონდონში გამეფების შემდეგ ზრუნავდა არა მშობლიურ ღატაკ შოტლანდიაზე, არამედ მდიდარ, დიდ ინგლისზე; ნაპოლეონე ბუონაპარტე ზრუნავდა არა მშობლიურ კორსიკაზე, არამედ დიდ საფრანგეთზე; სოფი ფრედერიკე აუგუსტე ფონ ანჰალტ-ცერბსტ-დორნბურგი, უფრო ცნობილი, როგორც იმპერატრიცა ეკატერინა II, ზრუნავდა არა მშობლიურ ქალაქ შტეტინზე, პომერანიაში, არამედ დიდ რუსეთზე.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“იმ დროისათვის სულ 10 წელი იყო გასული ნიურნბერგის პროცესიდან, რომელმაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის უმაღლეს ნაცისტ ლიდერებს ჩამოხრჩობა მიუსაჯა, თუმცა განსასჯელებმა საკმაოდ დამაჯერებლად აჩვენეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ასრულებდნენ ჰიტლერის ბრძანებებს.
ნიურნბერგის მოსამართლეთა ლოგიკას თუ გამოვიყენებთ, კრემლის მთელი პოლიტბიურო იყო დასასჯელი! მისმა ყველა წევრმა იცოდა, რომ დანაშაულს ჩადიოდა, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ სტალინის ბრძანებების შესასრულებლად.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“ის, რომ ნებისმიერი ერი იზრდება არა მარტო საკუთარი ეთნოსის გენოფონდის ხარჯზე, არამედ სხვა ერებიდან შემომატების გზითაც, უტყუარი ფაქტია. ასიმილაცია ნორმალური პროცესია, როდესაც ის ძალადობრივად არ ხდება.
ზოგიერთ პატრიოტს, რომელიც სასმისით ხელში პათეტიკურად ახსენებს "ქართულ გენს", "ქართულ სისხლს", "ქართულ ჯიშსა და ჯილაგს" და იყენებს სხვა რასისტულ ტერმინოლოგიას, მინდა შევახსენო, რომ "გენეტიკურად წმინდა სისხლისა" შეიძლება იყოს მხოლოდ ჯიშიანი ცხენი და კარგი მწევარი ძაღლი!
ერი სოციალურ-პოლიტიკური კატეგორიაა და არა ბიოლოგიური. ქართველია ყველა, ვინც ქართული კულტურა გაითავისა და თავს ქართველად მიიჩნევს.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
“სამწუხარო რეალობა ისაა, რომ პატრიოტობა პროფესია არ არის და ის არც კომპეტენტურობას უდრის.”
Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II