(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Revaz Gachechiladze

“ერთმა თეირანელმა ჰოჯათოლესლამმა (მაღალგანათლებულმა სასულიერო პირმა) მოხდენილად დაუკავშირა ერთმანეთს მოდა, მორალი და ერთი სამეცნიერო დარგი - გეოფიზიკა, რომელიც სწავლობს დედამიწის სიღრმეში მიმდინარე პროცესებს და აფასებს სეისმურ უშიშროებას. თავისი ქადაგებისას ჰოჯათოლესლამმა გაკიცხა ირანელი სუსტი სესის წარმომადგენლების ნაწილი იმისათვის, რომ ისინი სრულად არ იბურავენ სხეულს და მცირე, მაგრამ ყოვლისმომცველი, თეორია ააგო ამ გაკიცხვაზე. კერძოდ, მან თქვა: "[ირანელი] ქალების ერთი ნაწილი გამომწვევად იცვამს. ეს ახალგაზრდა მამაკაცების შეცდენას იწვევს, რაც ადიულტერის მიზეზია და შედეგად ამას მიწისძვრები მოჰყვება."
მიწისძვრები ირანში მართლაც დამანგრეველი იცის ხოლმე. მათგან არც ერთი სარწმუნოების ხალხი არაა დაცული. კარგია, თუ სეისმური უშიშროების შეფასება და ამ საშიშროებისაგან თავის დაცვა ასე მარტივად შეიძლება - ქალების ჩაცმულობაზე, ანუ მოდაზე ზემოქმედებით. იქნებ ისლანდიელმა ქალებმაც აიღონ მაგალითი თავიანთი ირანელი დებისაგან, მოდა შეიცვალონ, ისლანდიელი ახალგაზრდა მამაკაცების შეცდენა შეწყვიტონ და ამით წერტილი დაუსვან თავის კუნძულზე ვულკანების ამოფრქვევას, რაც ასე აწუხებს არა მარტო მათ, არამედ მსოფლიოსაც?
ზემოთხსენებული ქადაგება ბნელ შუა საუკუნეებში კი არ შედგა, არამედ 2010 წელს.
მოდასთან დაკავშირებული ასეთი ძლიერი ლოგიკა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ მუსლიმი კლერიკოსებისათვის.
ორთოდოქსი იუდეველები ასევე მოითხოვენ თავიანთი ქალების მიერ ტანის შებურვას, ოღონდ ჩადრის ნაცვლად თავზე XIX საუკუნის მოდის შაპოკლიაკის დახურვას მოითხოვენ. ისინი მაშიახის (მესიის) მოსვლას ელოდებიან, რაც, ალბათ, ასევე გეოფიზიკური მოვლენა იქნება.
სხვადასხვა დენომინაციის ქრისტიანი მოძღვრებიც თითქმის ანალოგიურ ლოგიკას ავითარებენ. ზოგიერთ ეკლესიაში მღვდელი ჯინსში ან შორტებში გაოწყობილ გოგონებს არ უშებს. ალბათ იქაც მორალისა და გეოფიზიკის სახიფათო ნაზავისა ეშინიათ?”

Revaz Gachechiladze, ჩემი XX საუკუნე ტომი II
Read more quotes from Revaz Gachechiladze


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From


Browse By Tag