Fatu-Hiva Quotes
Fatu-Hiva: Back to Nature
by
Thor Heyerdahl1,067 ratings, 4.16 average rating, 104 reviews
Fatu-Hiva Quotes
Showing 1-6 of 6
“საკმარისი მორების ტივით ან პაპირუსის ნავით გაცურო ერთი კონტინენტიდან და რამდენიმე კვირის შემდეგ მიადგე მეორეს, რათა გონებით მიწვდე იმას, რაც კოსმოსიდან დაინახეს ასტრონავტებმა: ოკეანე მხოლოდ და მხოლოდ ტბაა, მისი უკიდეგანობა - მხედველობითი ცთომილება.”
― Fatu-Hiva: Back to Nature
― Fatu-Hiva: Back to Nature
“ჩვენ გვინდა პროვრესი წარმოვიდგინოთ როგორც თანამედროვე ადამიანის ბრძოლა იმისათვის, რათა უმრავლესობამ მიიღოს კარგი საჭმელი, თბილი ჩასაცმელი, ფართო ბინა, რათა გავაუმჯობესოთ ავადმყოფობის სამედიცინო მომსახურება, ავიცილოთ ომის საშიშროება, შევამციროთ დანაშაულებები და კორუფცია, ახალგაზრდებს და მოხუცებს შევუქმნათ უფრო ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ პროგრესს კიდევ ბევრ სხვა რაიმეს უწოდებენ... იხვეწება იარაღი, რათა უფრო მეტი ადამიანი მოკლას უფრო დიდ მანძილზე, - პროგრესია. პატარა კაცუნა გოლიათად იწცევა, საკმარისია მანდ ღილაკს თითი დააჭიროს, რომ დედამიწა ნაკუწ0ნაკუწ დაიშალოს, - პროგრესია. რიგითი ადამიანი გადაეჩვია ფიქრს იმიტომ, რომ სხვები აჩვენებენ, რა მოხდება თუკი ის გაატკაცუნებს რუმბლერს ან გადაატრიალებს მქნევარას, - პროგრესია. სპეციალიზაციამ ისეთ ხარისხს მიაღწია, რომ ერთმა ადამიანმა იცის თითქმის ყველაფერი თითქმის არაფერზე, - პროგრესია. ადამიანები თავს იმტვრევენ თავისუფალი დროის პრობლემაზე, - პროგრესია. სიანმდვილე იმდენად მოსაწყენი ხდება, რომ მისგან თავის დასახსნელად ვსხედვართ და თვალებდაჭყეტილი ვუყურებთ გასართობს, რომელსაც ანთებული ყუთი გვაწვდის, - პროგრესია. ვიგონებთ აბებს, რათა განვკურნოთ სხვა აბებით გამოწვეული დაავადებები, - ესეც პროგრესია. და როდესაც საავადმყოფოები სოკოებივით იზრდება, ეს იმიტომ რომ ჩვენი თავები გადატვირთულია, ხოლო სხეული განუვითარებელი, იმიტომ, რომ გულები დაცარიელებული გვაქვს და ნაწლავები სავსე იმითი, რაც რეკლამამ მოგვაწოდა. და როდესაც გლეხი ზურგს აქცევს თოხს, მეთევზე კი ბადეს, რომ ერთმანეთს კოვეიერთან შეხვდნენ, ეს იმიტომ , რომ მინდვრის ადგილზე შენდება საწარმო. რომელიც მდინარეს კლოაკად აქცევს; და როდესაც ქალაქები ფართოვდება, ხოლო ტყეები და ველები ხმება სიე, რომ სულ უფრო მეტი ადამიენი სულ უფრო მეტ დროს ატარებს მეტროსა და საავტომობილო საცობებში, დღისით კი ნეონის ლამპების ანთება გვიხდება იმიტომ, რომ სახლები ცას ებჯინება, მამაკაცები და ქალები კი მომწყვდეული არიან ქვის ვიწრობებში, ხმარუსა და ტრუსის სუნში; და როდესაც ბავშვს ტროტუარი ველს უცვლის, როდესაც ყვავილების სურნელებას და შორეული მთების პანორამას კონდიციონერი და მეზობელი სახლის ფასადი ცვლის; იჭრება ასწლოვანი მუხა, რათა საგზაო ნიშანი დაიდგას - პროგრესია...”
― Fatu-Hiva: Back to Nature
― Fatu-Hiva: Back to Nature
“ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩამოიტანეს ტაიტიზე პირველი ავტომობილები, ვნახეთ მანქანა ტაკაპოტოს პალმებს შორის. ისინი თეთრი ადმაიანის ერთ-ერთ სავყარელ თეორიას განასახიერებენ. ყველაფერი, რაც ჩვენ კუნთოვან ძალას ზოგავს - კეთილდღეობისთვისაა. და რათა არ დავიძაბოთ ველოსიპედებს, ნავებს, გაზონების საკრეჭებს, საპარსებსა და კბილის ჯაგრისებს მოტორებს ვუკეთებს. რომ შევიძინოთ ყველა ეს ნივთი, სამუშაო საათების გარდა კიდევ ვმუშაობთ, შემდეგ გავრბივართ ექიმთან, იმიტომ რომ გადავიღალეთ, უზომოდ ვჭამეთ და სტრესი შევიძინეთ. ექიმი გვიწერს ახალ ანგარიშს და გვირჩევს დავიწყოთ ფიზიკური ვარჯიში; უთვლებო ველოსიპედს ან უძირო ნავს ვყიდულობთ, ვდგამთ სარდაფში, ვსხედვართ ერთ ადგილზე და პედლებს ვატრიალებთ, ან ნიჩბებს ვიქნევთ, რათა აღვიდგინოთ ძალა და ჯანმრთელობა, ჩვენს წინაპრებს ძრავის გამოგონებამდე რომ ჰქონდათ.”
― Fatu-Hiva: Back to Nature
― Fatu-Hiva: Back to Nature
“სხვადასხვა ღმერთებისადმი რწმენა იქ წარმოიშობა, სადაც მათ ადამიანების მიერ შექმნილ გამოსახულებებსა და კედლებს შორის მოამწყვდევენ...”
― Fatu-Hiva: Back to Nature
― Fatu-Hiva: Back to Nature
“ადამიანი განუყოფელი, ბუნების ზრუნვის საგანია და არა მასთან მებრძოლი ლტოლვილი. ცივილიზებულმა ადამიანმა ომი გამოუცხადა გარემოს, ბრძოლა გამართა ყველა მატერიკზე და მოიცვა ყველაზე შორეული კუნძულები. ბუნებასთან ბრძოლის დროს ადამიანს შეიძლება იმედი ჰქონოდა, რომ ყოველგვარ ბრძოლაში გაიმარჯვებდა, გარდა უკანასკნელი, გადამწყვეტი ბრძოლისა. იმიტომ, რომ ასეთი გამარჯვება ჩვენ დაღუპვას ნიშნავს: შეუძლებელია იცოცხლოს ნაყოფმა, ჭიპლარს რომ მოიკვეთს. დანარჩენი ცოცხალი ორგანიზმები უადამიანოდაც გაძლებენ, როგორც წინათ ძლებდნენ. მაგრამ ადამიანი მათ გარეშე არ გაჩნდებოდა ამ ქვეყანაზე და ვერც იცოცხლებდა თუ ისინი გაქრებოდნენ. ბუნებაში ცხოვრება ბიოლოგიის ყველა სახელმძღვანელოზე ნათლად გვიჩვენებდა, რომ ყველა ცოცხალი არსება ერთმანეთზეა დამოკიდებული. ქალაქში ნაწილობრივ ვსარგებლობდით გარემოს სიკეთით. ახლა კი გარემოს ნაწილად ვიქეცით და განსაკუთრებით მწვავედ ვიგრძენით, რომ ბუნება დიდი კოლექტივია, რომლის წევრები შეგნებულად ან არაშეგნებულად ერთ მთლიანს ემსახურებიან. მიმდინარეობს მეგობრებისა და მტრების ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უზრუნველყოფს ყველა პარტნიორის არსებობას. თანამშრომლობა ევოლუციის ყველა რგოლს აერთიანებს, მხოლოდ ადამიანი გამოვიდა მარტოხელა მებრძოლის როლში. ყველაფერი, რაც დახოხავს და ყვავის, ყველაფერი, რასაც ჩვენ, ადამიანები ვასხურებთ შხამებს ან ვხურავთ ასფალტით, რათა სისუფთავე იყოს ქუჩებსა და სახლებში, ასე თუ ისე მდუმარედ ემსახურება ჩვენს კეთილდღეობას, ყოველი მათგანი კი საჭიროა, რათა ადამიანის გული სცემდეს, რათა შეგვეძლოს ვისუნთქოთ და ვჭამოთ.”
― Fatu-Hiva: Back to Nature
― Fatu-Hiva: Back to Nature
“თანამედროვე ადამიანები მივეჩვიეთ, რომ ჩვენ უძველესი ადამიანებისაგან დიდად განვსხვავდებით, სინამდვილეში კი არავითარი ამის მსგავსი არაა, თუმცა მართალია, სხვანაირად ვცხოვრობთ, რადგან გვაქვს აღმოჩენები და ვიცვამთ კიდეც განსხვავებულად.”
― Fatu-Hiva: Back to Nature
― Fatu-Hiva: Back to Nature
