(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Thor Heyerdahl

“ადამიანი განუყოფელი, ბუნების ზრუნვის საგანია და არა მასთან მებრძოლი ლტოლვილი. ცივილიზებულმა ადამიანმა ომი გამოუცხადა გარემოს, ბრძოლა გამართა ყველა მატერიკზე და მოიცვა ყველაზე შორეული კუნძულები. ბუნებასთან ბრძოლის დროს ადამიანს შეიძლება იმედი ჰქონოდა, რომ ყოველგვარ ბრძოლაში გაიმარჯვებდა, გარდა უკანასკნელი, გადამწყვეტი ბრძოლისა. იმიტომ, რომ ასეთი გამარჯვება ჩვენ დაღუპვას ნიშნავს: შეუძლებელია იცოცხლოს ნაყოფმა, ჭიპლარს რომ მოიკვეთს. დანარჩენი ცოცხალი ორგანიზმები უადამიანოდაც გაძლებენ, როგორც წინათ ძლებდნენ. მაგრამ ადამიანი მათ გარეშე არ გაჩნდებოდა ამ ქვეყანაზე და ვერც იცოცხლებდა თუ ისინი გაქრებოდნენ. ბუნებაში ცხოვრება ბიოლოგიის ყველა სახელმძღვანელოზე ნათლად გვიჩვენებდა, რომ ყველა ცოცხალი არსება ერთმანეთზეა დამოკიდებული. ქალაქში ნაწილობრივ ვსარგებლობდით გარემოს სიკეთით. ახლა კი გარემოს ნაწილად ვიქეცით და განსაკუთრებით მწვავედ ვიგრძენით, რომ ბუნება დიდი კოლექტივია, რომლის წევრები შეგნებულად ან არაშეგნებულად ერთ მთლიანს ემსახურებიან. მიმდინარეობს მეგობრებისა და მტრების ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უზრუნველყოფს ყველა პარტნიორის არსებობას. თანამშრომლობა ევოლუციის ყველა რგოლს აერთიანებს, მხოლოდ ადამიანი გამოვიდა მარტოხელა მებრძოლის როლში. ყველაფერი, რაც დახოხავს და ყვავის, ყველაფერი, რასაც ჩვენ, ადამიანები ვასხურებთ შხამებს ან ვხურავთ ასფალტით, რათა სისუფთავე იყოს ქუჩებსა და სახლებში, ასე თუ ისე მდუმარედ ემსახურება ჩვენს კეთილდღეობას, ყოველი მათგანი კი საჭიროა, რათა ადამიანის გული სცემდეს, რათა შეგვეძლოს ვისუნთქოთ და ვჭამოთ.”

Thor Heyerdahl, Fatu-Hiva: Back to Nature
Read more quotes from Thor Heyerdahl


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

0 likes
All Members Who Liked This Quote

None yet!


This Quote Is From

Fatu-Hiva: Back to Nature Fatu-Hiva: Back to Nature by Thor Heyerdahl
1,067 ratings, average rating, 104 reviews

Browse By Tag