“ჩვენ გვინდა პროვრესი წარმოვიდგინოთ როგორც თანამედროვე ადამიანის ბრძოლა იმისათვის, რათა უმრავლესობამ მიიღოს კარგი საჭმელი, თბილი ჩასაცმელი, ფართო ბინა, რათა გავაუმჯობესოთ ავადმყოფობის სამედიცინო მომსახურება, ავიცილოთ ომის საშიშროება, შევამციროთ დანაშაულებები და კორუფცია, ახალგაზრდებს და მოხუცებს შევუქმნათ უფრო ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ პროგრესს კიდევ ბევრ სხვა რაიმეს უწოდებენ... იხვეწება იარაღი, რათა უფრო მეტი ადამიანი მოკლას უფრო დიდ მანძილზე, - პროგრესია. პატარა კაცუნა გოლიათად იწცევა, საკმარისია მანდ ღილაკს თითი დააჭიროს, რომ დედამიწა ნაკუწ0ნაკუწ დაიშალოს, - პროგრესია. რიგითი ადამიანი გადაეჩვია ფიქრს იმიტომ, რომ სხვები აჩვენებენ, რა მოხდება თუკი ის გაატკაცუნებს რუმბლერს ან გადაატრიალებს მქნევარას, - პროგრესია. სპეციალიზაციამ ისეთ ხარისხს მიაღწია, რომ ერთმა ადამიანმა იცის თითქმის ყველაფერი თითქმის არაფერზე, - პროგრესია. ადამიანები თავს იმტვრევენ თავისუფალი დროის პრობლემაზე, - პროგრესია. სიანმდვილე იმდენად მოსაწყენი ხდება, რომ მისგან თავის დასახსნელად ვსხედვართ და თვალებდაჭყეტილი ვუყურებთ გასართობს, რომელსაც ანთებული ყუთი გვაწვდის, - პროგრესია. ვიგონებთ აბებს, რათა განვკურნოთ სხვა აბებით გამოწვეული დაავადებები, - ესეც პროგრესია. და როდესაც საავადმყოფოები სოკოებივით იზრდება, ეს იმიტომ რომ ჩვენი თავები გადატვირთულია, ხოლო სხეული განუვითარებელი, იმიტომ, რომ გულები დაცარიელებული გვაქვს და ნაწლავები სავსე იმითი, რაც რეკლამამ მოგვაწოდა. და როდესაც გლეხი ზურგს აქცევს თოხს, მეთევზე კი ბადეს, რომ ერთმანეთს კოვეიერთან შეხვდნენ, ეს იმიტომ , რომ მინდვრის ადგილზე შენდება საწარმო. რომელიც მდინარეს კლოაკად აქცევს; და როდესაც ქალაქები ფართოვდება, ხოლო ტყეები და ველები ხმება სიე, რომ სულ უფრო მეტი ადამიენი სულ უფრო მეტ დროს ატარებს მეტროსა და საავტომობილო საცობებში, დღისით კი ნეონის ლამპების ანთება გვიხდება იმიტომ, რომ სახლები ცას ებჯინება, მამაკაცები და ქალები კი მომწყვდეული არიან ქვის ვიწრობებში, ხმარუსა და ტრუსის სუნში; და როდესაც ბავშვს ტროტუარი ველს უცვლის, როდესაც ყვავილების სურნელებას და შორეული მთების პანორამას კონდიციონერი და მეზობელი სახლის ფასადი ცვლის; იჭრება ასწლოვანი მუხა, რათა საგზაო ნიშანი დაიდგას - პროგრესია...”
―
Fatu-Hiva: Back to Nature
Share this quote:
Friends Who Liked This Quote
To see what your friends thought of this quote, please sign up!
4 likes
All Members Who Liked This Quote
This Quote Is From
Browse By Tag
- love (101793)
- life (79804)
- inspirational (76210)
- humor (44484)
- philosophy (31156)
- inspirational-quotes (29021)
- god (26979)
- truth (24826)
- wisdom (24769)
- romance (24459)
- poetry (23421)
- life-lessons (22741)
- quotes (21217)
- death (20620)
- happiness (19111)
- hope (18645)
- faith (18510)
- travel (18059)
- inspiration (17471)
- spirituality (15804)
- relationships (15739)
- life-quotes (15659)
- motivational (15452)
- religion (15435)
- love-quotes (15433)
- writing (14982)
- success (14223)
- motivation (13353)
- time (12904)
- motivational-quotes (12658)




