ას ერგასის დღე წიგნი II Quotes
ას ერგასის დღე წიგნი II
by
მიხეილ კვესელავა8 ratings, 4.62 average rating, 0 reviews
ას ერგასის დღე წიგნი II Quotes
Showing 1-6 of 6
“ერთხელ მან პატარა ეკლესიაც მიჩვენა და მიჩვენა და მითხრა, ეს თქვენებური კაცის ანთიმ ივერიანუს აგებულიაო. გამიკვირდა, ბესიკის შემდეგ ისევ ქართველი კაცის ნაკვალევს რომ წავაწყდი. საიდან სად ყოფილან გადმოხვეწილნი საქართველოს შვილები! ძველად აქ, დუნაის აუზში, სამი დიდი ქართველი მოღვაწეობდა თურმე. ჯერ გრიგოლ ბაკურიანი - მეთორმეტე საუკუნეში, მერე ეს ანთიმ ივერიანუ, ანუ ანთიმოზ ივერიელი - მეჩვიდმეტე საუკუნის დასასრულსა და მეთვრამეტის დასაწყისში, შემდეგ კი - ბესიკ გაბაშვილიც...
...რუმინეთის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი და განმანათლებელი ანთიმ ივერიანუ წარმოშობით თურმე ქართველი იყო. მისი სამოქალაქო სახელი ანდრო ყოფილა. როგორც ამბობენ, მშობლებს იონა და მარიამი რქმევიათ. თექვსმეტი წლის ანდრო საქართველოდან გაუტაცნიათ და კონსტანტინოპოლში გაუყიდიათ. იქ მიუღია განათლება, უსწავლია ხელობა - წიგნის ბეჭდვის საქმე და იმ პერიოდში ოტომანთა დინასტიის მფლობელობაში მყოფ ვლაქეთში, ანუ ახლანდელ რუმინეთში ჩასულა სამუშაოდ. რუმინეთის საეკლესიო საქმეებსაც მაშინ კონსანტინოპოლი განაგებდა. ანთიმი ჯერ სნაგოვში მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ - რიმნიკსა და ბუქარესტში, სადაც რუმინულ, ბერძნულ და არაბულ ენებზე ბეჭდავდა წიგნებს. ერთ-ერთ იქ დაბეჭდილ წიგნს ასეთი წარწერა აქვს: "მართლმადიდებელთა საჭიროებისათვის დაბეჭდილი იერონომაქ ანთიმის, წარმოშობით ქართველის მიერ".
ანთიმი წიგნებს აბეჭდვინებდა აგრეთვე თბილისსა და ბელგრადში. საქართველოში მან, როგორც ცნობილია, გამოაგზავნა თავისი საუკეთესო მოწაფე, ტრანსილვანიელი იშტვანოვიჩი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ქართველებს პირველი სტამბის მოწყობაში. რუმინელი მეცნიერები წერენ, ანთიმს არასოდეს ავიწყდებოდაო თავისი სამშობლო. იგი თურმე ჩინებულად ლაპარაობდა ქართულად.
ანთიმ ივერიანუ ითვლება ახალი რუმინული სალიტერატურო ენის ფუძემდებლად. პირველად მან გამოიყენა რუმინული ენა საეკლესიო მღვდელმსახურებისათვის. იგი შესანიშნავად თარგმნიდა ძველ ბერძნულ და არაბულ წიგნებს. მისი ორგინალური ქადაგებანი (დიდახები) გამსჭვალულია დიდი ჰუმანიზმით, ხალხის გულწრფელი სიყვარულით. ანთიმის დიდახები ისე ჰგავს სულხან-საბა ორბელიანის ქადაგებებს, რომ გეგონებათ ერთი და იმავე კაცის დაწერილიაო. ორი დიდი ქართველი საბა და ანთიმი ერთ დროს მოღვაწეობდნენ: ერთი - საქართველოში, მეორე - რუმინეთში. ორივე ერთგვარ ისტორიულ და პოლიტიკურ პირობებში იმყოფებოდა, ორივეს მიზანი ერთი იყო: ხალხის განათლება, სოციალური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლიასნობის დცვა, სიკეთისა და სათნოების ქადაგება. ალბათ, ამიტომაც ჰგავს ასე ძლიერ ერთმანეთს სულხან-საბას მიერ დავით გარეჯის მონასტერში შეთხზული ქადაგებანი ანთიმოზ ივერიელის მიერ სნაგოვსა და ბუქარესტში შეთხზულს.”
― ას ერგასის დღე წიგნი II

“სიყვარული აგვამაღლებსო, ბრძანებდა შოთა რუსთაველი. "რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული" (ლეონარდო და ვინჩი), რადგან "სიყვარულია ცხოვრების გვირგვინი", იგი "მოიცავს ყველაფერს" (ბეთჰოვენი) და ქმნის "უმაღლეს ბედნიერებას" (ბაირონი).
ვაჟაც ხომ ასე ამბობს:
სიცოცხლე სიყვარულითა
და სიყვარული სიცოცხლით,
უერთიერთოდ ვერც ერთსა
ვერ ვიცნობთ, ვერც როს ვიცონობდით.
მერე გალაკტიონიც ვაჟას ფანდურის სიმებივით ათრთოლდება და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოისვრის დიდებულ სიტყვებს:
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ!..
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ...
...მუდამ განწირული იყო იმათი ბედი, ვინც სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს თესავდა დედამიწაზე... ისტორიის მართმსაჯულება არ ინდობს ბოროტთა და კაცთმოძულეთ.
მკაცრია ხალხის განაჩენიც...”

“ზოოპარკში ყოფნა ყოველთვის სევდასა მგვრის, მეცოდება გალიაში ჩამწყვდეული ცხოველები და ფრინველები - ლომები, ვეფხვები, არწივები... ასე მგონია, რომ ამაში არის რაღაც დამამცირებელი თვითონ ადამიანისათვის, უაზრობაც... ზოოპარკი ციხესა ჰგავს. ადამიანებმა იციან რატომ სვამენ მათ ციხეშ. ცხოველებმა? ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ ფიქრით მაინც გავყვეთ თავისუფლებით გალაღებულ ლომებსა და ვეფხვებს ჯუნგლებში ან არწივთა ნავარდს შევავლოთ თვალი, კუთხეში მოკუნტული ლომების წირპლიანი თვალებისა და არწივების ჩამოყრილი ფრთების ცქერით ვტკბებით.
რა საინტერესოა ამ საცოდაობის ყურება?!”
― ას ერგასის დღე წიგნი II
რა საინტერესოა ამ საცოდაობის ყურება?!”
― ას ერგასის დღე წიგნი II
“... ერთი წლის შემდეგ ისევ დავბრუნდი იასაში. ომი უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ ვერც მაშინ მივაგენი ბესიკის საფლავს. ადგილობრივმა მცხოვრბლებმა არაფერი იცოდნენ ქართველი პოეტის შესახებ, რომელიც "თურმე მათ ქალაქშია დამარხული". ვისაც არ ვკითხე, ბესიკი კი არა, საქართველოც არ ჰქონდა გაგონილი, მთელ ჩვენს მხარეს კავკასიას ეძახდნენ.
კიდევ ათი წელი რომ გავიდა, მესამედ მომიხდა რუმინეთში ყოფნა, საბჭოთა კავშირის კულტურის მოღვაწეთა დელეგაციის შემადგენლობაში. ამ დროს საძებნელი უკვე არაფერი იყო: აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილს, პოეტ აკადემიკოს გიორგი ლეონიძესა და დოცენტ ოთარ გიგინეიშვილს უკვე ენახათ, რისი ნახვაც შეიძლებოდა,- ბესიკის საფლავზე ოდესღაც დადგმული ძვირასი მარმარილოს ფიქალი, რომელსაც ასეთი ბერძნული წარწერა აქვს: "როგორც საფლავიდან... კაცი ივერიელი, წარმოშობით კეთილშობილი, ბრწყინვალე, შვილი ზაქარიასი, სახელად ბესარიონი, კეთილი, სათნო ბუნებით, გაბაონთა გვარიდან, ჩამოვიდა ელჩობასთან კოლხეთიდან, მაშინ გადაუხადა მან ვალი უფალს, იცოცხლა რა ორმოცი (წელი), გარდაიცვალა წელსა ღვთის შობიდან 1791-ს, იანვარს..."
ფიქალზე არის ქართული წარწერაც: "საფლავსა ამასა შინა მდებარე არს თავადი ბესარიონ ზაქარიას ძე იობიან-გაბაშვილი, რომელიცა წარმოგზავნილი იყო იმერთა მეფისა დავითისაგან დესპანად რუსეთისა დიდებულებისა საიმპერატოროსა კარისადმი და მიიცვალა აქა იასსა წელსა ჩღჟთ, იანვარსა კდ, მხილველთაგან შენდობის მთხოვნელი".
ბესიკის საფლავის ფიქალს ამკობს ქართული ყვავილოვანი ჩუქურთმები. ფიქრობენ, ანა დედოფალმა მიაწვდინაო თავისი მზრუნველი ხელი უცხოეთში გარდახვეწილი პოეტის ნეშტს. ნავარაუდევია მისი დასაფლავების ადგილიც - წმ. პარასკევას ეკლესია, სადაც ამჟამად მოედანია, "ბესიკის მოედანი".
დასანანია, რომ დღემდე თავი არ მოება საქმეს და ამ მოედანს მართლაც არ ეწოდა ბესიკის სახელი. არც ბესიკის ბიუსტი დადგმულა მისი სამუდამო განსასვენებლის ადგილას. მე მხოლოდ სახალხო მხატვარ უჩა ჯაფარიძის მიერ შესრულბული პორტრეტის ორგინალი ჩავიტანე რუმინეთში და საზეიმოდ გადავეცი აკადემიკოს პარხონს "ბესიკის მუზეუმისათვის".
არც ასეთი მუზეუმის შესახებ მსმენია დღემდე რამ. ისე კი გოლიას ტაძარში ახლაც არის ჯედელთან აყუდებული მარმარილოს ფიქალი. "სოფლისაგან შორს გატყორცნილი" ბესიკი ახლაც გულდაწყვეტილი მოუხმოგს ყველა თანამემამულეს. გინც იმ მხარეს მოხვდება:
მკვდარი ბესიკი, მოდი, მნახე,
ჩამიდგი სული!
ბესიკს სულს ვერავინ ჩაუდგამს, მაგრამ ერთ მუჭა ქართულ მიწას მაინც მიაყრის სახელოვანი წინაპრის საფლავს, რომ იმის რამე ნიშანი იყოს. ახლა კი უსახელო მოედანია მხოლოდ და გოლიას ტაძარის კედელთან აყუდებული მარმარილოს თეთი ფიქალი, "მხილველტაგან შენდობის მთხოველი!"..”

“რომ გეკითხათ, ბედნიერება რა არისო, პირზე მომდგარ სიცილს ხელით შეიკავებდა, რაც შეეძლო სერიოზულ გამომეტყველებას მიიღებდა და იტყოდა:
- ჩემთვის - ოთხი კედელი, საწერი მაგიდა და სიჩუმე, სხვებისათვის კი... რა ვიცი, ყველას თავისი ბედნიერება აქვს, თავისი ნატვრა, ზოგჯერ ისეთი რამესიც, რასაც არ ქმნის სამყარო. ერთი ღრუბლის ქულებს აქანდაკებს ცაზე, მეორე ნიავს იჭერს მინდორში. ზოგი სველი ზღვის ნაჭერს ნატრობს, ზოგიც ოცნებობს, ნეტავი მთვარე სულ სავსე იყოს ან ცალი რქა ჰქონდესო. ისეთებიც არიან, ფიქრის გარეშე რომ უნდათ იფიქრონ ან არსებობის გარეშე იარსებონ... რას გაიგებ ვის რა უნდა!..”

“ასეთ დროს ყველაფერს გაზაფხულის შფოთი უდგას სულში და არ ასვენებს. ბუნებაც თითქოს ხაკისფერ სამხედრო მუნდირს იცვამს და საომრად ემზადება.
ასეა. ომის დროს ყველაფერი ბასამხედროებული გგონია კაცს, თვით ბუნებაც კი. არაფერი თავის კალაპოტში არ ეტევა, შფოთავს, ხმაურობს და წარღვნით ემუქრება ქვეყანას, როგორც იმ ას ერგასის დღეს, ოდეს "წყლით რღუნამ" წალეკა მთელი ხმელეთი და "დაფარნა მთანი მაღალნი, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ზედა"...”