“... ერთი წლის შემდეგ ისევ დავბრუნდი იასაში. ომი უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ ვერც მაშინ მივაგენი ბესიკის საფლავს. ადგილობრივმა მცხოვრბლებმა არაფერი იცოდნენ ქართველი პოეტის შესახებ, რომელიც "თურმე მათ ქალაქშია დამარხული". ვისაც არ ვკითხე, ბესიკი კი არა, საქართველოც არ ჰქონდა გაგონილი, მთელ ჩვენს მხარეს კავკასიას ეძახდნენ.
კიდევ ათი წელი რომ გავიდა, მესამედ მომიხდა რუმინეთში ყოფნა, საბჭოთა კავშირის კულტურის მოღვაწეთა დელეგაციის შემადგენლობაში. ამ დროს საძებნელი უკვე არაფერი იყო: აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილს, პოეტ აკადემიკოს გიორგი ლეონიძესა და დოცენტ ოთარ გიგინეიშვილს უკვე ენახათ, რისი ნახვაც შეიძლებოდა,- ბესიკის საფლავზე ოდესღაც დადგმული ძვირასი მარმარილოს ფიქალი, რომელსაც ასეთი ბერძნული წარწერა აქვს: "როგორც საფლავიდან... კაცი ივერიელი, წარმოშობით კეთილშობილი, ბრწყინვალე, შვილი ზაქარიასი, სახელად ბესარიონი, კეთილი, სათნო ბუნებით, გაბაონთა გვარიდან, ჩამოვიდა ელჩობასთან კოლხეთიდან, მაშინ გადაუხადა მან ვალი უფალს, იცოცხლა რა ორმოცი (წელი), გარდაიცვალა წელსა ღვთის შობიდან 1791-ს, იანვარს..."
ფიქალზე არის ქართული წარწერაც: "საფლავსა ამასა შინა მდებარე არს თავადი ბესარიონ ზაქარიას ძე იობიან-გაბაშვილი, რომელიცა წარმოგზავნილი იყო იმერთა მეფისა დავითისაგან დესპანად რუსეთისა დიდებულებისა საიმპერატოროსა კარისადმი და მიიცვალა აქა იასსა წელსა ჩღჟთ, იანვარსა კდ, მხილველთაგან შენდობის მთხოვნელი".
ბესიკის საფლავის ფიქალს ამკობს ქართული ყვავილოვანი ჩუქურთმები. ფიქრობენ, ანა დედოფალმა მიაწვდინაო თავისი მზრუნველი ხელი უცხოეთში გარდახვეწილი პოეტის ნეშტს. ნავარაუდევია მისი დასაფლავების ადგილიც - წმ. პარასკევას ეკლესია, სადაც ამჟამად მოედანია, "ბესიკის მოედანი".
დასანანია, რომ დღემდე თავი არ მოება საქმეს და ამ მოედანს მართლაც არ ეწოდა ბესიკის სახელი. არც ბესიკის ბიუსტი დადგმულა მისი სამუდამო განსასვენებლის ადგილას. მე მხოლოდ სახალხო მხატვარ უჩა ჯაფარიძის მიერ შესრულბული პორტრეტის ორგინალი ჩავიტანე რუმინეთში და საზეიმოდ გადავეცი აკადემიკოს პარხონს "ბესიკის მუზეუმისათვის".
არც ასეთი მუზეუმის შესახებ მსმენია დღემდე რამ. ისე კი გოლიას ტაძარში ახლაც არის ჯედელთან აყუდებული მარმარილოს ფიქალი. "სოფლისაგან შორს გატყორცნილი" ბესიკი ახლაც გულდაწყვეტილი მოუხმოგს ყველა თანამემამულეს. გინც იმ მხარეს მოხვდება:
მკვდარი ბესიკი, მოდი, მნახე,
ჩამიდგი სული!
ბესიკს სულს ვერავინ ჩაუდგამს, მაგრამ ერთ მუჭა ქართულ მიწას მაინც მიაყრის სახელოვანი წინაპრის საფლავს, რომ იმის რამე ნიშანი იყოს. ახლა კი უსახელო მოედანია მხოლოდ და გოლიას ტაძარის კედელთან აყუდებული მარმარილოს თეთი ფიქალი, "მხილველტაგან შენდობის მთხოველი!"..”
―
ას ერგასის დღე წიგნი II
Share this quote:
Friends Who Liked This Quote
To see what your friends thought of this quote, please sign up!
1 like
All Members Who Liked This Quote
This Quote Is From
Browse By Tag
- love (101899)
- life (80049)
- inspirational (76435)
- humor (44550)
- philosophy (31227)
- inspirational-quotes (29064)
- god (26994)
- truth (24859)
- wisdom (24819)
- romance (24505)
- poetry (23477)
- life-lessons (22770)
- quotes (21228)
- death (20651)
- happiness (19116)
- hope (18683)
- faith (18530)
- inspiration (17584)
- spirituality (15846)
- relationships (15758)
- life-quotes (15669)
- motivational (15574)
- religion (15453)
- love-quotes (15426)
- writing (14996)
- success (14236)
- motivation (13505)
- travel (13398)
- time (12917)
- motivational-quotes (12675)

