ბოლო ზარი Quotes
ბოლო ზარი
by
Lasha Bugadze286 ratings, 2.97 average rating, 26 reviews
ბოლო ზარი Quotes
Showing 1-4 of 4
“დაიწყებოდა ახალი დღე.
ძველი იქნებოდა მხოლოდ შეკითხვა – ქართველთა მტანჯველი, შხამიანი შეკითხვა:
– ამ საღამოს, რა ვქნათ?”
― ბოლო ზარი
ძველი იქნებოდა მხოლოდ შეკითხვა – ქართველთა მტანჯველი, შხამიანი შეკითხვა:
– ამ საღამოს, რა ვქნათ?”
― ბოლო ზარი
“აკი აწ უკვე კლასიკად ქცეულ ქართულ ფილმებშიც ასე არ არის? განათლებულ, ყოვლად წესიერ, ცხვირზე სათვალედაკოსებულ, ვიოლინოთი ხელდამშვენებულ ყმაწვილს, ტრადიციულად, შეზღუდულ, მშიშარა და ოდნავ, როგორც იტყვიან, მოდებილო ადამიანად წარმოაჩენდნენ, ქუჩაში მოხეტიალე, დედისერთა, ძმაბიჭებთან ერთად მომლხენი ჯეელი კი საბოლოოდ რაიმე გმირობასაც ჩაიდენდა, თავისი სიმამაცით გაითქვამდა სახელს და უკვე ასაკში, თითით საჩვენებელ, საპატიო ქალაქელადაც იქცეოდა. აქედან დასკვნა: ვისაც სათვალე უკეთია – იდიოტია, ხოლო გმირთა გმირია ის, ვისაც ქუჩაში აუდგამს ფეხი.”
― ბოლო ზარი
― ბოლო ზარი
“დამტვრეულ და დაჟანგულ საქანელებზე სასოწარკვეთილი ბალღები ცდილობენ მოლხენას, დედები კი შიშის კანკალით ელიან თავიანთი ვაჟების მეთხუთმეტე დაბადების დღეს – თხუთმეტი წლიდან ხომ სადარბაზოსთან ჩაკუზვის, ფურთხის გუბეთა დაყენების, ცხვირთა ქექვის, შავი ქუდის ნიკაპამდე ჩამოფხატების, ხმაში ხრინწისა და მგლების ხროვასავით, ძმაკაცებთან ერთად, ეზო-ეზო სუნსულის დრო დგება…”
― ბოლო ზარი
― ბოლო ზარი
