For the Love of Wine Quotes

Rate this book
Clear rating
For the Love of Wine: My Odyssey Through the World's Most Ancient Wine Culture For the Love of Wine: My Odyssey Through the World's Most Ancient Wine Culture by Alice Feiring
169 ratings, 3.83 average rating, 33 reviews
Open Preview
For the Love of Wine Quotes Showing 1-6 of 6
“ილია ჭავჭავაძე ქართულ ღვინოზე - ,,ჩვენებური ხალხი ძალიან ჰთაკილობს, ღვინოში ყურძნის წვენის მეტი სხვა რამე ჩაურიოს, და ვისაც ეგ კანტიკუნტად სადმე გაუბედნია, ყოველივე ღონისძიება უხმარია, არავინ შემიტყოსო, ესედონ სირცხვილად და ცოდვად მიაჩნდა ჩვენში ყველას, წმინდა წვენი ბუნებისგან მოცემული ყურძნისა წაეწყმიდა და შეებღალა რითიმე თავისგან ჩამატებულითა და ჩარევით. თუ ჰსურთ, რომ რუსეთის ბაზარში ჩვენმა ღვინომ ადგილი დაიჭიროს და ევროპულ ყალბ ღვინოებს აჯობოს და გზა დააცლევინოს, ეს მარტო იმით შესაძლოა, მოხდეს, რომ გასამკლავებლად ევროპულ ყალბ ღვინოს ჩვენი მართალი ღვინო პირში წავუყენოთ’’.”
Alice Feiring, For the Love of Wine: My Odyssey Through the World's Most Ancient Wine Culture
“ეს ილია ჭავჭავაძის ქვეყანაა, წმინდანად შერაცხილი კაცისა, რომელიც მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში სათავეში ედგა საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებას. ის, როგორც სუფთა, შეურყვნელი ღვინის პატივის დამცველი, წერდა: ,,ყოველივე, რასაც კი ბუნებრივ ღვინოში ჩაუმატებ, სიყალბეა, და სასმელი, ამ სახით შერყვნილი, ღვინო კი აღარ არის, ნაკეთი სასმელია. მოდი,მარტო მართალი ღვინოები გავიტანოთ ბაზარში.”
Alice Feiring, For the Love of Wine: My Odyssey Through the World's Most Ancient Wine Culture
“ვერაფერი შეედრება შეცნობის იმ შოკს, ემოციის მოზღვავებას... თითქოს დენმა დაგარტყა. საქართველოში პირველად უკვე აღარ ვარ, მაგრამ აქ ყოფნის ყოველ წამს ველოლიავები. ვეფერები აქ პირველად ჩამოსვლის წუთებს - ასევე დაგემართებათ თქვენც; ვტკბები აქაური ბოლოკის პირველი ჩაკბეჩით, ალუბლის მარცვლის პირველი გემოთი; სუფრასთან პირველად მოსმენილი ქართული სიმღერით, იმ მომენტით, როცა ღვინო ყანწით პირველად შევსვი. ველოლიავები დროის იმ გაელვებას, როცა პირველად გავაცნობიერე, რომ ეს საქართველოა”
Alice Feiring, For the Love of Wine: My Odyssey Through the World's Most Ancient Wine Culture
“ქართველები ზიარების ღვინოს ,,ზედაშეს’’ ეძახიან. ისტორიიდან ვიცით, რომ სხვაგან ეკლესიებში საშინელ ღვინოს აყენებდნენ, საქართველოში კი მიიჩნეოდა, რომ ის უსუფთავესი და უმაღლესი ხარისხის უნდა ყოფილიყო. ტრადიციული მარნების უმეტესობაში ყოველთვის იყო ერთი ქვევრი ზიარების ღვინისთვის, რომელსაც ეკლესიას შესწირავდნენ.”
Alice Feiring, For the Love of Wine: My Odyssey Through the World's Most Ancient Wine Culture
“• რა გამძლე აღმოჩნდა ეს ქვეყანა... მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში აოხრებდნენ ოტომანების და ირანელები შაჰ-აბას I და შას-აბას II, რომლებმაც დაუნდობლად აჩეხეს აქ ვენახები, ვფიქრობ, ქართველებს ძალას სწორედ ვაზი აძლევდა. ისინი იყვნენ რუსების უღელქვეშ, გამოიარეს კომუნიზმის საშინელებები. მთელი ამ დროის განმავლობაში არასოდეს დაუკარგავთ მეღვიანეობის ტრადიციები. ისინი გრძნობით იყვნენ მიჯაჭვულნი თავიანთ ღვინოზე, თითქოს მათი სისხლიაო. ასევე სისხლხორცეული კავშირი ჰქონდათ თიხის ჭურჭელთან - ქვევრთან, რომელშიც საოცარი ერთგულებითა და რუდუნებით აყენებდნენ ღვინოს.”
Alice Feiring, For the Love of Wine: My Odyssey Through the World's Most Ancient Wine Culture
“როცა ჩემს ნაცნობებს ვუთხარი, რომ საქართველოში ღვინის გამო ვიმოგზაურე, ყველა ერთხმად გამომეპასუხა: ,,შესანიშნავია!’’ მერე, თითქოს ყურებს არ დაუჯერესო, შეცბუნებულებმა ისევ შემომხედეს და მკითხეს:
-მმმ... რა მანძილზეა ეს ვენახები ატლანტიდან?
-ეს ვაზის ქვეყანაა, - გავუზიარე მათ ჩემი მოსაზრება, თან მინდოდა, ამეხსნა, რომ ეს ,,ჯორჯია’’ შეერთებულ შტატებში არ იყო, - სამხ. კავკასიის მთებში მდებარეობს.
-მართლა? იქ ღვინოს აყენებენ?
იქ ნამდვილად აყენებენ ღვინოს, რომელსაც ვაღმერთებ.”
Alice Feiring, For the Love of Wine: My Odyssey Through the World's Most Ancient Wine Culture