მღვდლის ცოდვა Quotes

Rate this book
Clear rating
მღვდლის ცოდვა მღვდლის ცოდვა by Goderdzi Chokheli
83 ratings, 4.46 average rating, 5 reviews
მღვდლის ცოდვა Quotes Showing 1-5 of 5
“განა ობობა ფიქრობს ცოდვაზე, როცა ყვავილიდან ყვავილისაკენ გადაფრენილი პეპელა გაებმის მის მახეში?”
Goderdzi Chokheli, მღვდლის ცოდვა
“დუმილი ხანდახან ყველაზე ხმამაღლა ჩხავის კაცის სულში.”
Goderdzi Chokheli, მღვდლის ცოდვა
“კვდებოდა წითელი მღვდელი. უნდოდა სიკვდილის წინ ვინმესთვის გადაეშალა გული, უნდოდა აღსარება ეთქვა, მაგრამ ახლომალო კაციშვილი არ ჩანდა.
ღმერთთანაც კარგა ხანია შემომწყრალი იყო.”
Goderdzi Chokheli, მღვდლის ცოდვა
“იშვიათად თუ ვინმე იტყვის, შემთხვევით გავჩნდი ამ ქვეყანაზეო და თუ იტყვის ვინმე, ისიც ან ძალიან გამწარებული თავის სიცოცხლით, ან ისე, სიტყვის გულისათვის, არც ერთ შემთხვევაში არა სჯერათ და არც უნდათ დაიჯერონ თავიანთი სიცოცხლის შემთხვევითობა, იმიტომ რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა სიცოცხლეა, სიკვდილი კი რაღაც სხვა არის, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ადამინთა საკუთრებაა. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, ვინმეს სიკვდილი, უცხო, შემთხვევით სიკვდილად მონათლონ. ამით, თითქოს, სიკვდილს ბრალს სდებენ. სამართალს მოითხოვენ... საზღვარს უწესებენ და სიცოცხლეს აეზებენ მასზე, ნახე, შენს სამფლობელოში ქურდულად შემოიჭრაო.
დროულ სიკვდილს მშვიდად იღებს კაცი. ასეთ დროს სიმშვიდე, სიბრძნე და მდუმარება ახლავს სიკვდილს.
შემთხვევით, უცხო სიკვდილზე საზარელი კი არაფერია. ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ცოცხლებისთვის. სიკვდილის მესაკუთრენი კი, უმეტესწილად, ისეთი მშვიდი სახეებით წვანან, მნიშვნელობა აღა აქვს, ვინ რომელი სიკვდილითაა მკვდარი. ორივე სახეობას ისინი, რაღაცნაირ ჰარმონიაში მოჰყავს და ცოცხლათათვის გაუგებარი, არაამქვეყნიური ნეტარების ბეჭდით უსხივოსნებს სახეებს.”
Goderdzi Chokheli, მღვდლის ცოდვა
“მე შენ გეტყვი და ყვავს თოფის სასროლ მანძილზე მიეპარები,აჩუქა ღმერთმა სამასი წელი და თანაც ასეთი სიცოცხლის მოვლის შნოც მისცა.აბა,ჭიანჭველას კი არ ჰგავს,რომელიც ისეა შრომით გართული,თითქოს ერთი საუკუნე მაინც უნდა იცოცხლოს,მიათრევს თავისზე სამჯერ დიდ ტვირთს და ერთს კი არ დაუფიქრდება კაცს ფეხებში არ ჩაუვარდეო.”
Goderdzi Chokheli, მღვდლის ცოდვა