Goodreads helps you follow your favorite authors. Be the first to learn about new releases!
Start by following Goderdzi Chokheli.

Goderdzi Chokheli Goderdzi Chokheli > Quotes

 

 (?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Showing 1-30 of 30
“_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
_ სიკვდილი?
_ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”
Goderdzi Chokheli
“ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი...”
გოდერძი ჩოხელი/Goderdzi Chokheli, ადამიანთა სევდა
“მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.”
გოდერძი ჩოხელი/Goderdzi Chokheli
“- ვიღაცამ მიტხრა, უკვდავების წყარო არისო
- მერე სად მიგაქვს?
- ერთი თვეა ვასხამ დედიკოს საფლავზე და ...
- შენ არ დალიე?
- არა, ჯერ არა.
- რატომ?
- იქნებ დედიკო არ გააცოცხლოს. მე რომ დავლიო, აღარ მოვკვდები და ჩემს დედიკოს ვეღარასოდეს შევხვდები.”
გოდერძი ჩოხელი / Goderdzi Chokheli, ადამიანთა სევდა
“- რა გადარდებს?
- მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც ეუცხოება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვედი ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი”
Goderdzi Chokheli, ადამიანთა სევდა
“სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.”
გოდერძი ჩოხელი/Goderdzi Chokheli
“განა ობობა ფიქრობს ცოდვაზე, როცა ყვავილიდან ყვავილისაკენ გადაფრენილი პეპელა გაებმის მის მახეში?”
Goderdzi Chokheli, მღვდლის ცოდვა
“დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.”
გოდერძი ჩოხელი/Goderdzi Chokheli
“დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.”
გოდერძი ჩოხელი/Goderdzi Chokheli
“დუმილი ხანდახან ყველაზე ხმამაღლა ჩხავის კაცის სულში.”
Goderdzi Chokheli, მღვდლის ცოდვა
“ისე არაფერზე ვწერ, თუ არ მიყვარს, ხოლო
რაც მიყვარს, იმას სიკვდილის მომენტში წარმოვიდგენ ხოლმე და მერე ვნანობ, რომ
მოვკალი, ჰოდა, ეს სინანული მაიძულებს სიცოცხლეზე ფიქრს”
Goderdzi Chokheli, ადამიანთა სევდა
“კვდებოდა წითელი მღვდელი. უნდოდა სიკვდილის წინ ვინმესთვის გადაეშალა გული, უნდოდა აღსარება ეთქვა, მაგრამ ახლომალო კაციშვილი არ ჩანდა.
ღმერთთანაც კარგა ხანია შემომწყრალი იყო.”
Goderdzi Chokheli, მღვდლის ცოდვა
“იშვიათად თუ ვინმე იტყვის, შემთხვევით გავჩნდი ამ ქვეყანაზეო და თუ იტყვის ვინმე, ისიც ან ძალიან გამწარებული თავის სიცოცხლით, ან ისე, სიტყვის გულისათვის, არც ერთ შემთხვევაში არა სჯერათ და არც უნდათ დაიჯერონ თავიანთი სიცოცხლის შემთხვევითობა, იმიტომ რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა სიცოცხლეა, სიკვდილი კი რაღაც სხვა არის, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ადამინთა საკუთრებაა. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, ვინმეს სიკვდილი, უცხო, შემთხვევით სიკვდილად მონათლონ. ამით, თითქოს, სიკვდილს ბრალს სდებენ. სამართალს მოითხოვენ... საზღვარს უწესებენ და სიცოცხლეს აეზებენ მასზე, ნახე, შენს სამფლობელოში ქურდულად შემოიჭრაო.
დროულ სიკვდილს მშვიდად იღებს კაცი. ასეთ დროს სიმშვიდე, სიბრძნე და მდუმარება ახლავს სიკვდილს.
შემთხვევით, უცხო სიკვდილზე საზარელი კი არაფერია. ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ცოცხლებისთვის. სიკვდილის მესაკუთრენი კი, უმეტესწილად, ისეთი მშვიდი სახეებით წვანან, მნიშვნელობა აღა აქვს, ვინ რომელი სიკვდილითაა მკვდარი. ორივე სახეობას ისინი, რაღაცნაირ ჰარმონიაში მოჰყავს და ცოცხლათათვის გაუგებარი, არაამქვეყნიური ნეტარების ბეჭდით უსხივოსნებს სახეებს.”
Goderdzi Chokheli, მღვდლის ცოდვა
“მაღალო ღმერთო! ეს მოთხრობა აღსარებად ჩამითვალე და ისე ნუ გააფერმკთალებ დედა-შვილობის მადლს, ისე ნუ მოგვაკლებ სიყვარულს, რომ დევებს უფრო ვეცოდებოდეთ ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის, ვიდრე ჩვენ ერთიმეორე”
Goderdzi Chokheli
“მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში.
ალბათ დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად.”
Goderdzi Chokheli, მოთხრობები
“სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა...”
Goderdzi Chokheli
“-სიკვდილზე რას იტყვი. ქვებსა და ხეებს თუ აქვთ მისი განცდა?
– სიკვდილი,რომ გამოიგონა ღმეთმა,იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას არგუნა მისი განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს,რომ დარდისგან სულ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თავიანთი თანამოძმის სიკვდილს და ყველანი იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლებაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს არგუნა. იმათაც ძლიერ განიცად…ეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამოილეწეს და აღარ ივიწყებდნენ სიკვდილს. ხეებსაც აარიდა სიკვდილი და ახლა წყალს არგუნა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. შემდეგ ადგა ღმერთი და ადამიანებს არგუნა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა.. მერე კი დამარხა მკვდარი და ტირილით გამოიგლოვა კიდეც. ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა.”
Goderdzi Chokheli, ადამიანთა სევდა
“მე შენ გეტყვი და ყვავს თოფის სასროლ მანძილზე მიეპარები,აჩუქა ღმერთმა სამასი წელი და თანაც ასეთი სიცოცხლის მოვლის შნოც მისცა.აბა,ჭიანჭველას კი არ ჰგავს,რომელიც ისეა შრომით გართული,თითქოს ერთი საუკუნე მაინც უნდა იცოცხლოს,მიათრევს თავისზე სამჯერ დიდ ტვირთს და ერთს კი არ დაუფიქრდება კაცს ფეხებში არ ჩაუვარდეო.”
Goderdzi Chokheli, მღვდლის ცოდვა
“- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა!
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!”
Goderdzi Chokheli, ადამიანთა სევდა
“თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუ გიყვართ, რატომ იმონებთ ერთიმეორეს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორეს დამონება და დამცირება გიყვართ.”
Goderdzi Chokheli
“ხშირად გარბიან ადამიანები იქიდან, სადაც სიკვდილი ეგულებათ და იქით კი მირბიან, სადაც სინამდვილეში ელოდება ის”
Goderdzi Chokheli, წითელი მგელი
“სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა”
Goderdzi Chokheli
“რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ - ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს”
Goderdzi Chokheli, წითელი მგელი
“დას სხვანაირი სიყვარული აქვს ძმისა, ისეთ ადგილას უზის ძმა გულში, მკვდარიც რომ იყოს და საამქვეყნოდ ძმის მწუხარება გაიგოს, წავა, ღმერთს შეეხვეწება: ღმერთო, დედამიწაზე ჩემი ძმა შეწუხებულია, გამიშვი, გამაცოცხლე. ვნახავ, გულს გავუთბობ და წამოვალ მერე ისევ აქეთ, შენთან ახლოს ყოფნას რა მირჩევნიაო.”
Goderdzi Chokheli, მოთხრობები
“ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ,
როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია
და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო,
იმწუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი.”
Goderdzi Chokheli
“ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ, როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო, იმ წუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი. არ ვიცი, რას მივაწერო, თავდაპირველად მარტო გუდამაყრელები მეჩვენებოდნენ მოთხრობებად, ახლა, ვინც უნდა იყოს, და რა ეროვნებისაც უნდა იყოს, მოთხრობა მგონია. თუ აქამდე მარტო გუდამაყრის ხეობა იყო უცნაური მოთხრობებით სავსე წიგნი, ახლა მგონია, რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით
იწერება და იშლება ეს წიგნი და, ნეტა ვიცოდე, რა მემართება _ ახლა წარმომიდგა,
რომ დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია, ნეტა მაცოდინა, სად არის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი. ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული. ან იქნებ არ ერთი აქვს და არც
მეორე.”
Goderdzi Chokheli, ადამიანთა სევდა
“და ძმისათვის ისეთივე შეუცვლელია, როგორც მზე მთვარისათვის, ძმის უბედურებაზე დის თვალებიდან ჩამოგერებულ ერთი ცრემლის კურცხალშიც კი უკლებლივ ჩანს, რაცკი მის ძმას გადახდენია ბავშვობიდან, გარდაცვალებამდე.”
Goderdzi Chokheli, მოთხრობები
“- შეყვარებული მართლა არა ხარ?
- არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია.
- როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია.
- შენ შეყვარებული ხარ?
- ვიყავი.
- მერე?
- გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა - მეთქი. არაფერი არ მითხრა. მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ხელიდან გამისხლტა და წავიდა. წავიდა და ეგ იყო.. წავიდა.. ადევებულ არაგვში ჩაეხრჩო თავი. იმის მერე დარდებს ვაგროვებ. რაც რამ ქვეყანაზე დარდია, უნდა შევაგროვო და ღმერთთან წავიდე.”
Goderdzi Chokheli, ადამიანთა სევდა
“ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ, როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო, იმ წუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი. არ ვიცი, რას მივაწერო, თავდაპირველად მარტო გუდამაყრელები მეჩვენებოდნენ მოთხრობებად, ახლა, ვინც უნდა იყოს, და რა ეროვნებისაც უნდა იყოს, მოთხრობა მგონია. თუ აქამდე მარტო გუდამაყრის ხეობა იყო უცნაური მოთხრობებით სავსე წიგნი, ახლა მგონია, რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი და, ნეტა ვიცოდე, რა მემართება. ახლა წარმომიდგა, რომ დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია, ნეტა მაცოდინა, სად არის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი. ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული. ან იქნებ არც ერთი აქვს და არც მეორე.”
Goderdzi Chokheli, ადამიანთა სევდა
“- შეყვარებული მართლა არა ხარ?
- არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია.
- როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია.
- შენ შეყვარებული ხარ?
- ვიყავი.
- მერე?
- გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი. არაფერი არ მითხრა. მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ხელიდან გამისხლტა და წავიდა. წავიდა და ეგ იყო.. წავიდა.. ადევებულ არაგვში ჩაეხრჩო თავი. იმის მერე
დარდებს ვაგროვებ. რაც რამ ქვეყანაზე დარდია, უნდა შევაგროვო და ღმერთთან
წავიდე.”
Goderdzi Chokheli, ადამიანთა სევდა

All Quotes | Add A Quote
მგელი მგელი
198 ratings