როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან Quotes
როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
by
Natalie Davitashvili108 ratings, 4.31 average rating, 9 reviews
როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან Quotes
Showing 1-6 of 6
“... თქვენთან შეხვედრამ მთელი ცხოვრება შემიცვალა. გახსენებაც არ მინდა, ერთი უდარდელი ბიჭი ვიყავი... ქვეყანა ჩემი მეგონა...
- ახლა რა, შენი არ არის?
- ახლა?.. არა. - ჩაფიქრდა რუგო.
- ჰოდა, როცა შენს საკუთრებად აღარ თვლი, ვინ ხარ ახლა?
- ...პატრონი ვარ მისი!”
― როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
- ახლა რა, შენი არ არის?
- ახლა?.. არა. - ჩაფიქრდა რუგო.
- ჰოდა, როცა შენს საკუთრებად აღარ თვლი, ვინ ხარ ახლა?
- ...პატრონი ვარ მისი!”
― როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
“ადვილად ნუ მიიღებ ყველა რჩევას, არამედ ერთი ყურით ისმინე, მეორეთი კი საკუთარ გონებასა და გულს დაეკითხე.
მობარებული საქონელი მხოლოდ პატრონს დაუბრუნე. რადგან ნათქვამია - ცუდი შემნახველი ქურდზე უარესიაო.
ქვეყნის ჭეშმარიტი მმართველი დედა ფუტკარს უნდა ჰგავდეს და შხამი არ უნდა ჰქონდეს. შხამი მრისხანებას იწვევს. თუ მმართველი თავდავიწყებამდე მიეცემა მრისხანებას, შეიძლება ყველა ურჩი შვილი დაღუპოს. დედა კი მხოლოდ შვილების გადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს.”

“იცოდე, ცხოვრებაზე უკეთეს მასწავლებელს კი ვერსად იპოვი. მთავარია, ყველაფერი მხოლოდ გულით ან მხოლოდ გონებით კი არა, ორივეთი განსაჯო. ხშირად ერთი უგუნური ისეთ საჭირო რჩევას მოგცემს, ათასი ბრძენი რომ ვერ მოიფიქრებს.”
― როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
― როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
“სინამდვილეს თვალი გაუსწორე, ნუ შეგაშინებს მისი ბასრი წახნაგები.”
― როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
― როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
“ბავშვობიდან მებრძოლად გაზრდილი თეკლა, უშიშარი გულისა და ღონიერი მარჯვენის პატრონი იყო, მაგრამ ახლა ღმერთს მადლობას სწირავდა, რუფია ლილეს რომ არ გაჰყვა და მასთან დარჩა, თორემ ხომ მარტოდმარტო მოუწევდა ლილეს მოძებნა ამ უცნაურ მხარეში, სადაც მიწა მზესავით ცხელი იყო და მტერს კი, თუ ომი არ იყო, ოჯახში მოყვარესავით შეეძლო შემოსვლა.”
― როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
― როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
“საკუთარ ისტორიას მიუკერძოებლად ვერ მოყვები. თხრობისას შეიძლება ემოციებმა შეგვიშალოს ხელი და რაღაც უფრო დავამძიმოთ, რაღაც შევამსუბუქოთ.”
― როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
― როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან