Nick > Nick's Quotes

Showing 1-3 of 3
sort by

  • #1
    Stephen  King
    “ვწევარ და ვიხსენებ ბრუტუსს და დინს, ზოგჯერ უილიამ უორტონის სიტყვებს - მართალს ამბობ, ზანგო, ისეთი ცუდი ვარ, შენ ვერც კი წარმოიდგენო. ვიხსენებ დელაკრუას სიტყვებს - შეხედეთ, ბოს ეჯკუმ, მისტერ ჯინგლსმა ახალი ტრიუკი ისწავლაო. ვფიქრობ ელეინზე, რომელიც სოლარიუმში ბრედ დოლანს უყვირის, პოლს თავი დაანებეო. ზოგჯერ ჩამეძინება და გვირაბის ჩრდილში მდგარი ჯონ კოფი მესიზმრება. არა, ის ღამეული ზმანება სულაც არაა. ვიცი, რომ ნამდვილია. ნამდვილად ის გოლიათი შავკანიანია, მე რომ ვიცნობდი. დგას და მიყურებს. მე საწოლში ვწევარ და ვიცდი. ვიხსენებ ჯენისს, რომელიც იმ წვიმიან დღეს ხელში ჩამაკვდა და ვიცდი. ვიცი, ყველა სიკვდილის შვილები ვართ, სიკვდილის ვერავინ წაუვა, მაგრამ, ღმერთო, ზოგჯერ მ წ ვ ა ნ ე გ ზ ა ს ბოლო არ უჩანს.”
    Stephen King, The Green Mile

  • #2
    Heinrich Böll
    “- ამოიგდეთ თავიდან ეგ სისულელეები, შნირ, რა დაგემართათ ასეთი?
    - კათოლიკეები ნერვებს მიშლიან, - ვუპასუხე მე, - სინდის-ნამუსი არ გააჩნიათ.
    - პროტესტანტები? - მკითხა მან სიცილით.
    - საკუთარ სინდის-ნამუსზე იმდენს მიედ-მოედებიან, დაგაოსებენ.
    - ათეისტები? - იგი ისევ იცინოდა.
    - ათეისტები მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ.
    - თქვენ, თქვენ ვიღა ხართ, შნირ?
    - მე კლოუნი გახლავართ....”
    Heinrich Böll, The Clown

  • #3
    Gilbert Adair
    “- ძვირფასო მეთიუ, - უთხრა იზაბელმა, - თუ საუბრისას ორი ადამიანი ერთმანეთს მუდამ ეთანხმება, მაშინ ერთ-ერთი ზედმეტია.”
    Gilbert Adair, The Dreamers



Rss
All Quotes



Tags From Nick’s Quotes