(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Nino Haratischwili

“ვიგრძენი, როგორ ჩაიხლართა ერთმანეთში ათწლეულები.
დავინახე, როგორ ჩამირბინა ქრისტინემ თავისი პირბადის გარეშე დავინახე, როგორ დამიქნია შორიდან ხელი კოსტიამ, ზვიგენაც კი დავინახე,
ამაყად წმენდდა თავის იარაღს და ომში წასასვლელად ემზადებოდა, ომში, რომელიც ვერავინ მოიგო, ვერასდროს, ვერსად. დავინახე პრაღაში ვენზელის მოედანზე მდგომი კიტი და მისი სიმღერა გავიგონე. დავინახე, როგორ ცეკვავდა ჩემი დიდი ბებია. დაცარიელებულ
ეზოში მდგომი მიროს გადაყვლეფილი მუხლები დავინახე. საკუთარი თავი დავინახე, მწვანე სახლთან დაღმართზე რომ ჩამოვრბოდი. ხალხის ნაკადში თეკლას აბაზანის ხალათმა გაიელვა და სოფიო ერისთავის ნაბიჯების ხმა გაისმა ჩემ უკან. აღრიალებული ხალხის შუაგულში კი,
ჩემგან ცოტა მოშორებით, რამაზი იდგა ნამდვილად, გიორგი ალანიაც იქ იყო სადღაც. ალბათ, იდაც და, რაღა თქმა უნდა, მარიამიც, ცხელი შოკოლადის სურნელი ვიგრძენი თითქოს, მაგრამ ამჯერად ვიცოდი, რომ
ვეღარ იქონიებდა თავის ვითომდა ასეთ სახიფათო ზემოქმედებას. იმიტომ რომ მე ვიპოვე ფორმულა მისი ჯადოს წინააღმდეგ: შენ გიპოვე, ბრილკა, და დარწმუნებული ვიყავი, რომ შენც იპოვიდი საკუთარ
ფორმულას, რომელიც ყველა წყევლას დააკარგვინებდა ძალას.
მომეჩვენა, რომ ანდრო ერისთავის გამოთლილ ანგელოზს შევავლე ხელი პალტოს ჯიბეში. მესმოდა, როგორ მისდევდა მიქა ერისთავი ხალხის ნაკადს. ჰო, დარწმუნებული ვიყავი, რომ დარიაც იქ იყო. იქვე, ჩემ შორიახლოს.”

Nino Haratischwili, The Eighth Life
Read more quotes from Nino Haratischwili


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!


This Quote Is From

The Eighth Life The Eighth Life by Nino Haratischwili
32,721 ratings, average rating, 4,099 reviews
Open Preview

Browse By Tag