მე ოქსიმორონი Quotes

Rate this book
Clear rating
მე ოქსიმორონი მე ოქსიმორონი by Dato Samniashvili
29 ratings, 3.93 average rating, 10 reviews
მე ოქსიმორონი Quotes Showing 1-8 of 8
“-სამეცნიერო ფანტასტიკას დააკვირდით. ყველგან და ყოველთვის რობოტები იჩემებდნენ, თითქოს ისინი მექანიკურები არ იყვნენ, ჰქონდათ თავისუფალი ნება და შეეძლოთ დამოუკიდებელად გადაწყვეტილების მიღება... და რატომ და საიდან ამხელა სევდა? რატომ დახარჯეს ადმაინებმა ამხელა დრო რაღაცა ტოსტერების სიუჟეტებზე? მარტივია, ჩვენ გულის სიღრმეში თავს ყოველთვის რობოტებთან ვაკავშირებდით. ისინი კი არ უნდა გამხდარიყვნენ ჩვენნაირები, ჩვენ ვართ მათნაირები. რობოტების ცნობიერების ემპანსიპაციით ადამიანი ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს, რომ თავად არ არის მექანიკური, დაპროგრამებული და თავს აჯერებს, რომ შეიძლება იყოს თავისუფალი.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“ადამიანები კუნძულები არიან, ოკეანე კი ილუზია, როგორც კი ეს ილუზია ამოშრება, კუნძულები მიხვდებიან, რომ ისინი სინამდვილეში ერთი მთლიანობა იყვნენ და არიან”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“წყალზე გავლა, ბრმებისთვის თვალის ახელა, წყლის ღვინოდ ქცევა. ეს ყველაფერი ისაა რაც ამ პროგრამაში შეუძლებელია, ეს იგივეა, ფიფას თამაშობდე და უცებ შენმა ფეხბურთელმა ბურთის ხელით კენწლა დაიწყოს, ან მარიომ პრინცესა კალაშნიკოვით დაიხსნას. ესეთი რაღაცები ჩვენ, რიგით გეიმერებს არ შეგვიძლია, მესიებს კი ყველაფერი შეუძლიათ.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“სამოთხისგან განსხვავებით, დედამიწაზე ვაშლს ევას სთავაზობენ.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“ყველაფერი, რაც ფანტაზიისთვის აკრძალული არაა, აუცილებლად მოხდება, ესეც სამყაროს კანონია.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“ბუნებამ ადამიანი გაყიდვისთვის მოიგონა, მილიარდობით წელი ბუნება ქმნიდა, მაგრამ მისი შრომის დამფასებელი არავინ იყო. ადგა ბუნება და ადამიანი შექმნა, მერე ადამიანის ტვინმა სიტყვა წარმოქმნა, რადგან მას ხელები ჰქონდა, ხელებს კი წარმოება შეეძლოთ. ასე ბუნებამ ჩვენი ხელით და სიტყვით საკუთარი წარმოების გაყიდვა დაიწყო.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“ოდესღაც ღმერთის მარჯვენა ხელმა, თავის მბრძანებელს უღალატა. ღმერთი ადამიანის შექმნას არ დაუშვებდა და მთავარი კონფლიქტი ღმერთსა და ბუნებას შორის სწორედ ადამიანის შექმნის გამო მოხდა. ბუნება ღმერთს განუდგა და სამყაროზე სიცოცხლის შექმნა დაუშვა. მერე როგორღაც ისიც მოახერხა, რომ სამყაროში შემოსასვლელი ყველა გზა ჩახერგა და ასე წარმოქმნა ბუნებამ ბუნების სეპარატისტული სამყარო. ღმერთი ვეღარ შემოდის, შორიდან ხედავს თუ როგორ ეწამება სიცოცხლე, განსაკუთრებით ადამიანის ტკივილსა და ნიჰილისტურ განცდებს განიცდის, მაგრამ ვერ ახერხებს შემოღწევას და ჩვენ განადგურებას. ხვთისოს იმისიც სჯერა, რომ ისევ სიცოცხლე, კერძოდ, ადამიანი თუ შეძლებს ბუნების დამარცხებასა და ღმერთისთვის სანუკვარი კარის გაღებას. „ვორმ ჰოლები გაფართოვდება, შავი ხვრელები გაიხსნება და იქიდან გამოძვრება.“, -ამბობს ის.”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი
“ეს არ არის დანადგარებისა და რობოტების სამყარო, მაგრამ ვერც მხოლოდ ადამიანებისას დავარქმევთ. უცნაურ დროში გვიწევს ცხოვრება. ჰიბრიდში: ცნობიერების არმქონე რობოტებისა და ცნობიერების მქონე რობოტიზებული ადამიანების ეპოქაში”
Dato Samniashvili, მე ოქსიმორონი