ვა, სოფელო... Quotes

Rate this book
Clear rating
ვა, სოფელო... ვა, სოფელო... by Zaira Arsenishvili
475 ratings, 4.67 average rating, 74 reviews
ვა, სოფელო... Quotes Showing 1-3 of 3
“ჭკუა, ანუ აზროვნება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, აზროვნება უკვე ნიშნავს თავისუფლებას, მაგრამ როცა თავისუფლებას ებრძვიან, ძალიან ხშირად, აზროვნება გმირობას ნიშნავს, გმირობას და ურჩობას...”
Zaira Arsenishvili, ვა, სოფელო...
“მეც ვარ, ჩემი უასაკობის მიუხედავად, წიბო და გვერდი დიდი სიცოცხლისა, სასოწარკვეთით და თანაგრძნობით სავსე სიცოცხლისა და მეც მევალება, მეც მეკისრება, ისევე როგორც ბებიაჩემსა და ბებია ევას და ალბათ, ყველას, ყველას, ყველა ადამიანს, საკუთარი ხვედრის გადატანა და სხვათა ხვედრის გაზიარება ... და ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს არის ადამიანური ყოფის დასაბამი.”
Zaira Arsenishvili, ვა, სოფელო...
“დამატყდა მეხი,
ჯოჯოხეთის გაჩნდა ხანძრი,
იავარმექმნა სიყვარულის წმინდა ტაძარი,
ო, ტანჯვა ჩემდა, ულმობელი და შესაზარი,
აწ და მარადის...ვეღარ ვხარობდე მოხარულთ თანა,
ავივსო რისხვით,
ვეღარ ვტიროდე მტირალთა თანა,
ბალღამად მექცეს, ამემღვრას სისხლი,
უსიყვარულოდ, ო, ვეღარ მივწვდე სიკეთეს დიადს,
ვერ განვეშორო, ვეღარ გავექცე ბოროტების უდაბურ წიაღს,
არა ვიბრალო მტერი ჩემი,
არცა მოყვასი,
არ განვიკითოხ, რომელსა შია.. ვერ შევიმოსო აწ ნათლისა მე საჭურველი,
და სამუდამოდ განუჭვრეტელს დავენთქა წყვდიადს.
გულქვა ვაება დამეუფლოს მადლის წილადო,
სიცოცხლე ჩემი არ ჩავაგდო არცა ჩირადო,
ადამის მოდგმა მივიჩნიო არცა მღილადო,
ამპარტავნება შემომიდგეს, კადნიერად მივიტაცო სიტყვა უფლისა,
რომ შურისგება ჩემი არს და მევე მივაგო.”
Zaira Arsenishvili, ვა, სოფელო...