100 ლექსი Quotes

Rate this book
Clear rating
100 ლექსი 100 ლექსი by Otar Chiladze
33 ratings, 4.55 average rating, 7 reviews
100 ლექსი Quotes Showing 1-6 of 6
“გესმის? გამოჩნდი! მე იმდენს ვფიქრობ, რომ შემიძლია შეგეხო კიდეც,
მაგრამ ყოველთვის თითქმის და თითქოს და მერე დიდხანს ვიმშვიდებ თითებს.”
Otar Chiladze, 100 ლექსი
“ძვირფასო! სიტყვას აქვს თავის ფასი, ზომა და წონა, სუნი და ფერი
და ისიც ყველა ჩვენგანის მსგავსად იცინის, ტირის, ოცნებობს, მღერის.”
Otar Chiladze, 100 ლექსი
“ჩემში იქნება დევების ძალა, სანამ მიყვარხარ და მეყვარები,
სანამ გრძელდება და ფეთქავს კვალი და სასწაულად გთვლიან თვალები.”
Otar Chiladze, 100 ლექსი
“მე კი ვნატრობდი, რომ სანატრელი არ ამხდენოდა სხვისი წყალობით.
მყოფნიდა შენი სუსტი სანთელიც და მარტო შენთან მოსვლას ვჩქარობდი.
და ღმერთმა იცის, ხვალ სად ვიქნები ან რომელ ჩრდილში მივეტმასნები,
თუ გამითავდა შენზე ფიქრები, როგორც გადამწყვეტ წუთში ვაზნები.
რას მიშველიან მაშინ დევები, რის მაქნისია მათი ეშვები,”
Otar Chiladze, 100 ლექსი
“ნ იქნებ მე ვარ ასე მშიშარა, იქნებ მე მადევს სულზე ურდული

და თან ვშრიალებ, როგორც ნიჟარა გამოფიტული და გაქურდული.

და ვცხოვრობ, როგორც ერთგული წევრი ბრმათა და ყრუთა მშვიდი არტელის

და სულ მგონია, რომ სხვებზე ბევრი მაქვს საფიქრალიც და სადარდელიც.”
Otar Chiladze, 100 ლექსი
“თუ არ აიღებ - ინანებ ბოლოს და თუ აიღებ - მაინც ინანებ.

მე კი ავიღე და ამის მერე ხანჯლის პირივით ბასრი ჩრდილები

აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს, როგორც მთვრალები ან დაჭრილები.

და განუწყვეტელ ცახცახად ქცეულს და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს,

ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს, როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს.”
Otar Chiladze, 100 ლექსი