გაღმა ნაპირი Quotes

Rate this book
Clear rating
გაღმა ნაპირი გაღმა ნაპირი by Nugzar Shataidze
50 ratings, 4.04 average rating, 2 reviews
გაღმა ნაპირი Quotes Showing 1-2 of 2
“მაინც რა იყო, რანაირი იყო ეს დალოცვილი წუთისოფელი — რაღაცა კარგის მოლოდინში ილეოდა კაცის სიცოცხლე... ჯიბიდან "პრიმის" კოლოფი ამოიღო და მოუკიდა, მაგრამ ცოტა ხანში წვიმამ დაულბო და გაუფაშვა. მივიდოდა ეხლა შინ, არა, ჯერ შალას გაუვლიდა — თავისი ბალღობის ძმაკაცს, მივიდოდნენ ერთად: კარგი ღვინო, კარგი მწნილი, ლობიო, ყველი, პური და კეთილი გული... ვითომ ეს იყო ყველაფერი?”
Nugzar Shataidze, გაღმა ნაპირი
“...მე ეს ქალაქი ჩემი მეგონა. ჩემი მეგონა ეს ქუჩები და ძველი სახლების სადარბაზო შესასვლელები, სადაც ერთთავად საამო სიგრილე დგას, იატაკის მოზაიკაზე კი უცხო, მაგრამ თბილი და ალერსიანი სიტყვა SALVE წერია. ის უცნაური სურნელიც ჩემი მეგონა, მხოლოდ აქ, ამ უძველესი ქალაქის ქუჩებში რომ ტრიალებს, ქალაქისა, რომელსაც დასაბამიდან თბილისი ჰქვია, მაგრამ რატომღაც ყველანი, უბრალოდ "ქალაქს" ვეძახით. არადა, თურმე, მორჩა, თბილისი მომკვდარა და ახლა მხოლოდ შორეული სიზმარივითღა თუ გაგახსენდება შენი მშობლიური ქალაქი - რაღაც სხვანაირი, სხვა იმედის შუქით გაცისკროვნებული და იქნებ ათასნაირი საზრუნავით შეჭირვებული, მაგრამ მაინც მხიარული, ბედნიერი და თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ამ ორმოცდაათი, ან თუნდაც, ათას ხუთასი წლის წინ, მაინც დაცარიელებულა და ახლა მის მიუსაფარ და უკაცრიელ ქუჩებში შიმშილისაგან გაცოფებული ძაღლებიღა დაწანწალებენ. ("ბუკინისტების საძმო")”
Nugzar Shataidze, გაღმა ნაპირი