გზაზე ერთი კაცი მიდიოდა 1 Quotes

Rate this book
Clear rating
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა 1 (ნაწილი I) გზაზე ერთი კაცი მიდიოდა 1 by Otar Chiladze
280 ratings, 4.64 average rating, 4 reviews
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა 1 Quotes Showing 1-4 of 4
“ყველა პეპელა ბრმაა: პეპელა რომ ბრმა არ იყოს, ჩამოსაჯდომი ყვავილის არჩევასაც ვერ მოასწრებდა, ყველა ყვავილი ერთნაირად მოხიბლავდა და იმასაც უნდა ეწვალა, ეყოყმანა და ამ წვალებასა და ყოყმანში მოკვდებოდა კიდეც. ახლა კი უფრო მეტსაც ასწრებს და უფრო მეტ ყვავილსაც პოულობს, რადგან ბრმაა და არჩევანის უნარი არა აქვსო, - ამბობდა აფრასიონი.”
Otar Chiladze, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა 1
“ადამიანი უნდა ჩაეტიოს მისთვის განკუთვნილ ღრმულში, თუ უნდა რომ მშვიდად იცხოვროს. არც არავის არა აქვს ნება გამოდგეს და ეძახოს, ორმოში ცხოვრობო. ვისი რა საქმეა, თუკი იგი თავს მშვენივრად გრძნობს ამ ორმოში და ღამით, ძილით წინ, ღმერთებს ეჩურჩულება, სულ ასე მამყოფეთ, არაფერი შეიცვალოსო. თუკი უნდა რომ... თუმცა თავადაც ხომ გრძნობ, რა მოუხერხებელია ასე წოლა?”
Otar Chiladze, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა 1
“- რა გინდა ჩემგან? - ჰკითხა ფარნაოზმა.
კუსამ არ უპასუხა და აკლდამაში წვიმის ხმა გაისმა. კუსამ თითქოს დაფიქრების საშუალება მისცა, თუ გესმის, რას მეკითხებიო და ფარნაოზმაც იგრძნო ეს, მაგრამ უკვე გვიან იყო. ეს შეკითხვა კუსას სიძლიერისა და უპირატესობის აღიარებას ნიშნავდა. ეს შეკითხვა ეტყობა, წლების განმავლობაში მზადდებოდა, რათა დღეს, სწორედ დღეს, მშობლების აკლდამაში, ფარნაოზის ყველაზე სუსტ ადგილას ამოეხეთქა, და ამოხეთქა კიდეც, შლამსა და ქანებში ტანჯვითა და წვალებით გამოვლილმა, უეცარი სინათლითა და თავისუფლებით დაბრმავებულმა, სინათლესა და თავისუფლებას შეუჩვეველმა და ამიტომაც უკან დაბრუნების ყოველგვარ უნარსა და საშუალებას მოკლებულმა”
Otar Chiladze, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა 1
“წვიმის შემდეგ კი ქვეყანა პირველყოფილი სიმშვენიერით ბრწყინავდა, კისკისებდა და არც დაღლა ეტყობოდა, არც ასაკი, მზად იყო თავიდან გაემეორებინა ყველაფერი, გაეჩინა, შეექმნა, მოეკლა და დაენგრია. ვინ იცის, სწორედ ახლა, ამ ერთ წუთში, ატალახებული მიწისა და მზის მცხუნვარე სხივების შეუღლებით, რამდენი, რამდენნა-ირი თესლი ღვივდებოდა, გამსკდარი ბოჭკოდან, პარკუჭიდან თუ კვერცხიდან რამდენი ყლორტი, ჭია და მწერი გამოდიოდა სამზეოზე და ყველას ჰქონდა თავისი ადგილი, მკლავის გასაშლელი, საცოცავი, საბრუნავი, რადგან ამდენივე სტოვებდა სამზეოს, კვდებოდა, ილექებოდა, იხრწნებოდა და ისევ თავის ადგილს იკავებდა სიკვდილ-სი-ცოცხლის წრეში, რადგან ახლა სხვა სახით, მარადიული ტრიალისგან შეცვლილი, გადასხვაფერებული მოვლენოდა ქვეყანას მირიადი წლების შემდეგ, როცა ისევ მოვი-დოდა მისი რიგი. ამ მირიადი წლების შემდეგაც მისი მოვალეობა მაინც იგივე იქნე-ბოდა: უნდა ეცოცხლა და მომკვდარიყო, უნდა მომკვდარიყო და ეცოცხლა. და ასე და-უსრულებლივ. რაც არ უნდა პატარა და უმნიშვნელო ყოფილიყო იგი, პატარა და უმ-ნიშვნელო, მისი უკვალოდ გაქრობა, მისი ამოვარდნა სიკვდილ-სიცოცხლის ამ ჯადოს-ნური წრიდან მაინც დაეტყობოდა ქვეყანას, მაინც შეფერხდებოდა რაღაცა, და ეს შე-ფერხება, თუნდაც წამიერი, სრულყოფილების იერს დაუკარგავდა სააქაოსაც და საი-ქიოსაც. ამიტომ, მწერსაც კი არ ჰქონდა უკვალოდ გაქრობის უფლება. მსგავსს მსგავ-სი უნდა დაეტოვებინა და სანამ მსგავსს არ შექმნიდა, არც სიკვდილის ნება ჰქონდა, რადგან სიკვდილი დასვენებაში ეთვლებოდა. იქ, სიკვდილში გადასულს, შეეძლო გულხელდაკრეფილს ეცადა, როდის გამოუნახავდნენ ახალ ფლასსა და ნიღაბს, და დაუძახებდნენ: ადექ, დარეკა შენმა ჟამმაო.”
Otar Chiladze, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა 1
tags: life