ოთხი მხარე და ოთხი სვეტი Quotes

Rate this book
Clear rating
ოთხი მხარე და ოთხი სვეტი (იროელთა ქრონიკები, #4) ოთხი მხარე და ოთხი სვეტი by Natalie Davitashvili
78 ratings, 4.55 average rating, 4 reviews
ოთხი მხარე და ოთხი სვეტი Quotes Showing 1-8 of 8
“ბრძენმა თავისი უნდა თქვას, მე კი წიგნების ენით ვლაპარაკობ. კარგი მეხსიერება მაქვს. ესაა და ეს.”
ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
“ადამიანებს საკუთარ შეცდომებზე სწავლაც გვეყოფა, სხვათა შეცდომებით მიღებული გაკვეთილებ ირომ არ დავუმატოთ.”
ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
“იმ ჭიაყელასავით იქცევი, თავზე წასაყრელად ერთი მუჭა მიწა თან რომ დააქვს, თავისზე უფრო დიდი ჭიაყელის დანახვისას შეშინებულმა რომ წაიყაროს და თავი სამშვიდობოს იგულოს. სანამ იმ მიწას ქარს არ გაატან, სანამ საკუთარი ხელითვე აშენებულ სამალავს თავადვე არ დაანგრევ, თავისუფლების გემოს ვერ გაიგებ. ერთსაც გეტყვი, ეს რჩევა საჭრეთელსა ჰგავს, ავსა და უცოდინარ შლეგს არ უნდა ჩაუგდო ხელში, თორემ თავსაც დაიზიანებს და სხვასაც ავნებს.”
ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
“ცოდნაც ხომ შხამსა ჰგავს, დროულად მიღებული და ჭკუით გამოყენებული სასიკეთოა, მოუმზადებლად გაგებული კი სულელ კაცს შხამად ექცევა, ცოდნის დაფასების ნაცვლად საკუთარ თავს განადიდებს, ეს რისი მფლობელი გავხდიო.”
ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
“ახლახან მივხვდი, თუ არ იცი დასაწყსი, არ იცი, საიდან იწყები და საიდან მოდიხარ, დასასრულს ვერასდროს გაიგებ. თუ დასასრულის მოსვლის მიზეზს ვერ გაიგებ, ახალს ვერაფერს დაიწყებ და მომავალი ბურუსით იქნება მოცული.”
ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
“იცი გარშემო რამდენი სასწაულია? წრფელი გული, მახვილი თვალი და სმენაა საჭირო მათ დასანახავად. ზოგი მთელი ცხოვრება ელოდება თავის გამოგონილ სასწაულს. არადა, ცხვირწინ უდევს ნამდვილი და ვერ ამჩნევს.”
ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
“- რუფია, დღესაც მახსოვს, რაც ერთხელ ქვესკნელში მითხარი და არც არასდროს დამავიწყდება.
- რა გითხარი ასეთი?
- რომ ყოველი ამბის მიღმა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზეზია დაფარული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანსო. რომ მიზეზები ჯაჭვივითაა ერთმანეთზე გადაბმული და არავის ძალუძს, ყველა რგოლს მიადევნოს თვალი, ანდა განჭვრიტოს, სადაა ჯაჭვის თავი და ბოლო დამალულიო.
- კარგად მითქვამს... - ჩაეცინა რუფიას.
- ჰო, მართლაც... ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. მე კი მგონია, ეს უკიდეგანო სამყარო ასეთი ჯაჭვების წნულია. ხან ერთია მთავარი და ხან - მეორე. მაგრამ რომელი რომელია, ჩვენთვის, მოკვდავთათვის, დაფარულია. იქნებ, ერთის გაწყვეტაც საკმარისია, რომ ყველაფერი შეიცვალოს, ჩამოინგრეს და განადგურდეს. ამიტომ ყოველი ჯაჭვის ყოველი რგოლის სიმტკიცეს დაცვა სჭირდება.”
ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
“შენ წარმოდგენა არ გაქვს, რას ნიშნავს ცხოვრობდე სიძულვილითა და ბოღმით შეპყრობილი, როგორ გჭამს და განადგურებს სიავე. შვებას მხოლოდ ნგრევასა და განადგურებაში ხედავ. სიძულვილშეპყრობილი კაცი ქარიშხალში მოხვედრილს ჰგავს, ბორბალა აქეთ-იქით რომ ახეთქებს, სუნთქვას უკრავს, თავბრუს ახვევს და მოხრჩობით ემუქრება. მაგრამ სიძულვილის მორევში მოხვედრას ისევ ქარიშხალი გერჩიოს. აი, რა დავტოვე იქ. როგორ ფიქრობ, უნდა მენატრებოდეს ქვესკნელი? როშკაშში კი შენ სიყვარული გასწავლეს. გაუფრთხილდი მას. საკმარისია, ფეხი წაგიცდეს, გულში სულ პატარა ადგილი გათავისუფლდეს, ისე შემოგიძვრება შური და სიძულვილი, ვერც კი გაიგებ, მთელ გულს როგორ შეგიჭამს.”
ნატო დავითაშვილი, ოთხი მხარე და ოთხი სვეტი