`ოთხი მხარე და ოთხი სვეტი~ ნატო დავითაშვილის წინა წიგნების `ამბავი ლილე იროელისა~ და `როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან~ ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს.
- რატომ ვერ ხედავენ ერთმანეთის ნამდვილ სახეს ზაარის მხარის მკვიდრი რკინისსახიანები და უსახურები? - რატომაა საშიში მოტირალი დების უმშვენიერესი, გონებისწამღები ცეკვა? - ვის უხმობენ უხილავი, უძლიერესი მჭედელი ბერები?
ლილე იროელი, რომელიც ამ სამყაროში ყოვლისმხილველი ილუმელის სახითაა მოვლენილი, კვლავაც ერთადერთია, ვისაც ძალუძს აქაურობის საიდუმლოს ჩასწვდეს და ერთმანეთს სამკვდრო-სასიციცხლოდ გადაკიდებულ მხარეებს შორის უწინდელი ჰარმონია აღადგინოს.
გასაოცარი სახეები, უჩვეულოდ საინტერესო ამბები, დაძაბული თხრობა _ განიცადე ახალი თავგადასავალი უცნობ სამყაროში ნაცნობ გმირთან ერთად!
Natalie Davitashvili born 3 July, 1964 Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”. Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.
ხარისხით შესამჩნევად სჯობდა წინა წიგნებს. ისტორია უფრო დახვეწილი და მრავალკომპონენტიანი იყო, უარყოფითი პერსონაჟებიც მომეწონა, კარგად იყვნენ შესრულებული. თუმცა, ერთ ტენდენციას ვამჩნევ ქალბატონ ნატოს - რომანტიკულ სიუჟეტურ ხაზებში ახტება შეყვარების პროცესს და, ისე გამოდის, რომ პერსონაჟებს ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი. ასეთი უეცარი სიყვარული ხელს მიშლის იმაში, რომ წყვილს ვუთანაგრძნო. მე არ ვარ რომანტიკის დიდი მოყვარული და რაც ნაკლებია ის წიგნში, მით უკეთესი ჩემთვის, მაგრამ თუ ეს სიუჟეტურ ხაზი არსებობს, მაშინ, ჩემი აზრით, პერსონაჟებს ნელ-ნელა უნდა უყვარდებოდეთ ერთმანეთი, რათა მკითხველმა მათ უგულშემატკივროს.
წინა ნაწილებთან შედარებით ეს წიგნი ბევრად დახვეწილია. რაიმე განსაკუთრებულ ნაკლს ვერ მოუძებნი. ერთადერთი, ალბათ, ლილეს და ნაის შეყვარების პროცესი ზედმეტად სწრაფად განვითარდა და გაცნობიდან პირდაპირ სიყვარულში გადავიდა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ისედაც ეგ მაინტერესებდა. რუკაც მერჩივნა ყოფილიყო, წინა ნაწილების მსგავსად, თუმცა მაინც მარტივი საორიენტაციო იყო. შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვან მინუსს ვერ ნახავ წიგნში. ყველა ის დადებითი მხარე ჰქონდა, რაც წინა ნაწილებს და არცერთი უარყოფითი. ძალიან კარგი იყო.
This entire review has been hidden because of spoilers.