ჯაყოს ხიზნები Quotes
ჯაყოს ხიზნები
by
Mikheil Javakhishvili2,631 ratings, 4.32 average rating, 112 reviews
ჯაყოს ხიზნები Quotes
Showing 1-7 of 7
“ერთი მითხარი, ქართველ ხალხზე რას იტყვი, ივანე? განა ქრისტიანია იგი თავის სულითა და ხასიათით?
- არა, წარმართები ვართ.
- მაშ, ვინ გაავსო საქართველო ეკლესიებით და მონასტრებით?
- თავად-აზნაურებმა, მთავრებმა და მეფეებმა. მართალია, ქრისტეს სჯულის დაცვას ქართველებმა მრავალი მილლიონი შესწირეს, მაგრამ, ჩემის ღრმა რწმენით, ქართველთა ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულ პირსახის დასაცავად და შესანარჩუნებლად. ჩვენ სემიტები ვართ, მაშასადამე, ჩვენ უფრო მუსლიმანური ან ებრაული მატერიალისტური რელიგია გვიდგება, ვიდრე არიული ქრისტიანობა. ამიტომ გასცვალა ქართველთა მესამედმა ისე ადვილად ქრისტიანობა მუსლიმანობაზე. გაიხსენე იეზუიტების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. იქ ქრისტიანობა ისე არ ჰხარობდა, როგორც ვაშლზე დამყნილი მუხა არ ჰხარობს.
წარმართობის ატავიზმი ჩვენში ყოველთვის მძლავრად ჰფეთქავდა, და, აი, მაგალითიც. მთელმა სამეგრელომ ორ კვირაში ყველა ეკლესიები დაჰკეტა და არც დანარჩენმა საქართველომ გამოიდო ეკლესიისათვის თავი.
- ხალხი მაინც ინათლება და ჯვარს იწერს.
- მართალია, მაგრამ ეგ ქრისტიანული რწმენით კი არ მოსდით, არამედ ადათის, ჩვეულებისა და ტრადიციის შესანახად სჩადიან. გარდა ამისა, ქართველს ვერ ნახავ, რომ წარმართული სახელი არ ჰქონდეს: კუროკი, ტოგო, ჭიპი, ჯვებე, პუპი, ცანგალა, ჩიკორა, დრუნჩა, დრუზა, ყბაჩა და სხვა ათასი. ევროპიელებში ან რუსებში ამისთანა ამბავს თითქმის ვერ გაიგებ.
ზოგს უკვირს, რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო? იმიტომ არ იყო, ჩემო თეიმურ, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო, ხოლო სადაც რწმენა არ არის, იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის, ხოლო სადაც ძიება არ არის, იქ სექტაც არ იქმნის.”
― ჯაყოს ხიზნები

“გარეთ ხევისთავის სულივით ბნელა.”
― ჯაყოს ხიზნები
― ჯაყოს ხიზნები
“დღეს ისეთი დროა, რომ პროვიზორს მატარებელი მიჰყავს,ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს. ერთი მატარებელს ამტვრევს,ხოლო მეორე ხალხსა სწამლავს.”
― ჯაყოს ხიზნები
― ჯაყოს ხიზნები
“- ნუ შესწუხდი, ჩემო პეტრე. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო.
- მართალია, მაგრამ იმ ქვიშაზე გაგუდული თევზიც ბევრი მინახავს.”
― ჯაყოს ხიზნები
- მართალია, მაგრამ იმ ქვიშაზე გაგუდული თევზიც ბევრი მინახავს.”
― ჯაყოს ხიზნები
“–კაცო,ივანე,მე რა მოსატანი ვარ?მე დავიღუპები თუ ავშენდები,ქართველ ხალხს არც ევნება,არც შეერგება.
–აბა მაგას როგორ ამბობ,თეიმურ?ხალხი შენისთანა უჯრედებისგან შესდგება.”
― ჯაყოს ხიზნები
–აბა მაგას როგორ ამბობ,თეიმურ?ხალხი შენისთანა უჯრედებისგან შესდგება.”
― ჯაყოს ხიზნები
“მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!”
― ჯაყოს ხიზნები
― ჯაყოს ხიზნები
“- რა უნდა გეთქვა, თეიმურ?
- ისა, რომ... ჩემი უმთავრესი უბედურება ის არის, რომ საქ...ქქართველოში დავიბადე.
- რაო? რა სთქვი?
- ღმერთმა თავიდანვე სასტიკად დამსაჯა მეთქი, როცა ქარ...რრთველად გამაჩინა.”