Goodreads helps you keep track of books you want to read.
Start by marking “ჯაყოს ხიზნები” as Want to Read:
ჯაყოს ხიზნები
Enlarge cover
Rate this book
Clear rating
Open Preview

ჯაყოს ხიზნები

4.27  ·  Rating details ·  1,246 ratings  ·  30 reviews
რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული.

მიხეილ ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „ჯაყოს ხიზნები 1924 წელს ზაფხულის დასასრულსა და შემოდგომის დასაწყისში დავწერე“. 1928 წელს ის დავით კასრაძესთან საუბარში აღნიშნავდა:„კვაჭი კვაჭანტირაძეს მივაყოლ
...more
390 pages
Published 1925 (first published 1924)
More Details... Edit Details

Friend Reviews

To see what your friends thought of this book, please sign up.

Community Reviews

Showing 1-30
Average rating 4.27  · 
Rating details
 ·  1,246 ratings  ·  30 reviews


More filters
 | 
Sort order
Start your review of ჯაყოს ხიზნები
Tami Murvanidze
Nov 24, 2016 rated it it was amazing
საშინლად ბედნიერი ვარ ,იმიტომ რომ, ჩვენი ქვეყნის პროზის საკუთრებაა ეს წიგნი.
ძალიან მომეწონა ჯავახიშვილის მიგნებები, მისი ენა , წერის სტილი , სითამამე , გროტესკი.
ჩემთვის ,ეს წიგნია ნათელი მაგალითი იმისა ,რომ არასწორ ასაკში არ უნდა წავიკითხოთ ასეთი მნიშვნელოვანი წიგნები.

"ზოგს უკვირს , რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო ? იმიტომ არ იყო , ჩემი თეიმურო ,რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო , ხოლო სადაც რწმენა არ არის , იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის , ხოლო სადაც ძიება არ არის , იქ სექ
...more
Torsten
Feb 05, 2014 rated it it was amazing
Shelves: georgian
არ ვიცი, როდის მოასწრო ლუარსაბ თათქარიძემ ესოდენ განათლებულიყო და ხორცი დაეფერთხა. ასეთი მტკივნეული წიგნი ალბათ არ დაწერილა ქართულ რეალობაში. მწერლის ოსტატობაზე , მის უღრმეს ცოდნაზე ფსიქოლოგიიისა, აღარაფერს ვამბობ. თუმცა ორიოდ სიტყვით მაინც ღირს ამაზე დაწერა, რადგან სკოლაში ზედაპირულად გვასწავლიდნენ - თეიმურაზი, საქართველოს დასუსტებული და გადაგვარებული ინტელიგენცია, და ჯაყო, როგორც მომხდური უცხო ძალა და ა.შ. და ა.შ. ბუნებრივია, ესეც არის, მაგრამ ამის მიღმა , ბევრის გასაკვირად, ფსიქოანალიზია.
...more
Luka Fadiurashvili
ესაა ნაწარმოები,რომელიც ყველა ქართველმა და საქართველოს მოქალაქემ უნდა წაიკითხოს და გაიაზროს, უკლებლივ!!! ნომერ 1-ი საკითხავი ქართულ რომანებს შორის და საერთოდაც მსოფლიო ლიტერატურაში ჩემთვის. თუ ხარ ქართველი ეს წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული.. ჯაყო, თეიმურაზი, მარგო.. და სხვა პერსონაჟებიც ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მაცხოცრებლების სახეებია.. ჩემთვის არ არსებობს ამაზე მართალი და გულწრფელი წიგნი თუნდაც მსოფლიო ლიტერატურაში!!
Liza Adishvili
Nov 24, 2018 rated it it was amazing
ქართულ ლიტერატურას რატომ არ კითხულობ ისე, როგორც უცხოურსო, მსაყვედურობენ სულ...

რომელიმე ქართულ რომანს რომ გადავშლიდი და აღმაფრთოვანებდა, გადავწყვეტდი, მეორე დღესვე ეროვნული წამეკითხა რაიმე, მაგრამ ბოლოს ბიბლიოთეკიდან მაინც უცხოური ლიტერატურით ხელში გამოვდიოდი.

მე-12 კლასის პროგრამაზე ბევრი ვიწუწუნე, ჯაყო მეორედ გადავშალე(ამჯერად ბოლომდე მივიყვანე) და ვერანაირ მიზეზს ვერ ვპოულობ, რატომ არ მომეწონა წაკითხვის პირველივე მცდელობისას.. ასეთი კარგი რამე მართლა იშვიათია და ძალიან ამაყი ვარ, ეს იშვიათობა
...more
გიორგი მაჭარაშვილი
ვფიქრობ, ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს, (განსაკუთრებით მათ, ვისაც რუსეთი ჩვენი ძმა და მეგობარი ჰგონიათ) ამავდროულად, ვფიქრობ, ყველა ქართველმა უნდა იამაყოს იმით, რომ ეს საოცრება ქართველმა კაცმა შექმნა.
Ana
May 16, 2017 rated it liked it
"ჯაყოს ხიზნები" ქართული თანამედროვე პროზის გამორჩეული ნამუშევარია. ეს არაა წიგნი, რომელსაც სიამოვნებით წაიკითხავ, ვერც შენთვის საყვარელ პერსონაჟს იპოვნი და უსიამოვნო შეგრძებასაც ვერაფერს მოუხერხებ, რომელიც სულ თან გაგყვება დასასრულამდე. ნაწარმოებში, რომელშიც გათელილია სიყვარული, ნდობა, რწმენა, ადამიანობა, ღირსება. სადაც, ადამიანების ყველა მანკიერება საჯაროდაა გამოფენილი. ესაა წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს წაკითხული.
მარიამ
Mar 20, 2017 rated it it was amazing
მთელი წელი წელი ვწუწუნებ სასკოლო პროგრამაზე, იმის მიუხედავად მომეწონა თუ არა ნაწარმოები(ასე იცის სიზარმაცემ). ჰოდა, მეორედ მომიწია ამ წიგნის გადაშლა და მსგავსი რამ აზრადაც არ მომსვლია. ახლაც ისეთივე ინტერესით ვკითხულობდი, როგორც პირველად და ეჭვი მაქვს, კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო, როცა ვიგრძნობ რომ ისევ დადგა ამის დრო.
გენიალურია.
გიორგი  მუზაშვილი
ხუთ ვარსკვლავზე მეტის დაწერა რომ შემეძლოს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავუწერდი ♥
უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო ამ წიგნზე და მის განუზომლად დიდ მნიშვნელობაზე დღევანდელ რეალობაში.
Gode
Apr 16, 2018 rated it it was amazing


❤️
Nanuka Shakinovi
Aug 17, 2019 rated it it was amazing
"მეც ვნახე, მეც განვიცადე. ეხლაც მწამს. ეხლაც ვსტირი".
და ცხოვრების წიგნაკში წერს თეიმურაზი - განათლებული, ტვინდიდა, ჭკვიანი და სხვა მრავალი სიტყვა, ათ მცნებას და ვერ ასრულებს ვერც ერთ მათგანს, რადგან სიტყვით კარგი მოცურავეა, მხოლოდ და მხოლოდ.
Aihcrad
Aug 13, 2018 rated it really liked it
აგრე იცის ჯაყომა
Kate
Nov 28, 2014 rated it it was amazing
ეს ის ნაწარმოებია, ყველა ქართველმა რომ უნდა წაიკითხოს და კარგად გაიაზროს! თეიმურაზები რომ არა, ჯაყოები ვერ იარსებებდნენ.ამ ნაწარმოებში თეიმურაზი ქართველობაა,მარგო საქართველო და ჯაყო კი ძალადობა რომელსაც ეროვნება არ გააჩნია.რამდენადაც მძიმე და დამაფიქრებელია ნაწარმოები შინაარსობრივად,იმდენად სწრაფად იკითხება.ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.ყველას გირჩევთ, რომ გაეცნოთ "ჯაყოს ხიზნებს".
ანკა ლობჯანიძე
მიხეილ ჯავახიშვილი იყო ადამიანი, რომელიც მოთხრობებითა და რომანებით ამხელდა საბჭოთა რეჟიმს. ქართულ მწერლობაში ასეთი გამბედაობა მხოლოდ ილია ჭავჭავაძეს გააჩნდა.
1924 წელს ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისუფლებისათვის და სისხლის ნიაღვარში ჩაიხრჩო. ამ სისხლმა გაუყუჩებელი ტკივილი დაუტოვა მწერალს. რომანი, „ჯაყოს ხიზნები“, მართლაც, გმინვაა, ოღონდ არა მხოლოდ მწერლის, არამედ ერის სულისა.
რომანის მთავარი გმირია თეიმურაზ ხევისთავი, რომელიც კერძო, კონკრეტული ადამიანის სახეცაა და, ამავდროულად, სიმბოლ
...more
Mariam Chirgadze
Feb 02, 2019 rated it it was amazing
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს. გროტესკი და ცინიზმი ყოველთვის მიზიდავდა, მაგრამ ასე ოსტატობით გამოყენებული იშვიათად თუ შემხვედრია. ამ წიგნს ზუსტად ეგრება ფრაზა: “სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს”. მართლაც ასეა, ხან ვიტირე, ხან ვიცინე. საბოლოოდ ძალიან ვისიამოვნე. სასკოლო პროგრამის ერთ-ერთი მარგალიტია, ყველამ წაიკითხეთ!
Nini Ghirdaladze
თეიმურაზი თავისი სისუსტით , უუნარობით და ბედოვლათობით უბრძოლველად წყალს ატანს ყველაფერს . ზიზღს იწვევს ჩემში .
      Athénaïs  
Nov 19, 2018 rated it liked it
,,-ჩემი განკურნება ძნელია. თვალებზე-შავი ბინდი,გულში-შავი ნაღველი და სულშიც-შავი ბურუსი,აი დღევანდელი თეიმურაზ ხევისთავი.''
Nini Akirtava
Dec 13, 2018 rated it it was amazing  ·  review of another edition
გენიალურია
Nato Akhsabadze
Dec 02, 2017 rated it it was amazing
მიხეილ ჯავახიშვილმა ერის ნაკლოვანებები სააშკარაოზე გამოიტანა, რასაც ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება. ამისთვის (და არა მარტო) აღიარებას იმსახურებს.
P.S. მალე მივეახლები "კვაჭი კვაჭანტირაძეს"...
Elene Bregadze
Feb 21, 2020 rated it it was amazing
თეიმურაზის და ივანეს დიალოგები>>>>> ...more
ნუცა
Dec 07, 2019 rated it it was amazing
ძაან შემეცოდა თეიმურაზი
მიუხედავად იმისა რომ საზიზღრულად თავმდაბალი და ლაჩარია
:(
Giorgi Badalashvili
Jul 18, 2017 rated it it was amazing
ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმთავრესი შედევრი!
Likuna
Aug 09, 2016 rated it it was amazing
.. კვლავ გარეთ გაიხედავს ნუგეშისმცემელი თეიმურაზი.
ისევ ასვეტილა ბნელ სივრცეში ბნელი კოშკი.
იმ კოშკიდან კვლავ მოსჩანს იმედის სანთელი.
ისევ მობრუნდება თეიმურაზ ხევისთავი და გულშვებით გაიღიმებს:
აღარსად სჩანან ძაღლის მძორები.
აღარც მათი სუნი მოსდის იმედნაკრავ ნაკაცარს.
ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს.
ისევ დაყუდებულ შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი.
AnRy Shengelia
ჯაყოს ხიზნები,მე-6 კლასში წავიკითხე,როდესაც მასწავლებელს მოვუყევი ამის შესახებ ის გაოცებული დარჩა,იმით რომ ასეთმა პატარამ ამხელა წიგნს ,საგანძურს შევეჭიდე!სიმართლე გითხრათ ყოველივე იმდროითვის ნათელი როდი იყო ჩემთვის!ალბათ დრო ისევ დადგება და კიდევ ერთხელ წავიკითხავ ამ შესანიშნავ წიგნს!
Juba Khutsishvili
Sep 14, 2013 rated it it was amazing
ბოლო თავი იყო ყველაზე ემოციური :(
Keti
Jul 10, 2016 rated it it was amazing
საუკეთესო საუკეთესოთა შორის ! Must read !
Lasha Michitashvli
Apr 30, 2016 rated it it was amazing
ერთ–ერთი საუკეთესო ქართული შედევრი!!
Gio kikabidze
Nov 21, 2015 rated it really liked it
Shelves: favorites
ყველა პერსონაჟი მძულს.
Mari Kutchava
rated it liked it
Jan 14, 2014
Liza Alpaidze
rated it it was amazing
May 22, 2017
« previous 1 3 4 5 6 7 8 9 next »
There are no discussion topics on this book yet. Be the first to start one »

Readers also enjoyed

  • დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
  • იგი
  • კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა
  • კაცია-ადამიანი?!
  • სამანიშვილის დედინაცვალი
  • The Knight in the Panther's Skin
  • ოთარაანთ ქვრივი
  • ხევისბერი გოჩა
  • შელოცვა რადიოთი
  • მგზავრის წერილები
  • Hellados
  • Three Poems: Host and Guest / Aluda Ketelauri / The Snake-Eater
  • შუშანიკის წამება
  • ჯინსების თაობა
  • Я, бабушка, Илико и Илларион
  • ჰაკი აძბა
  • სტუმარ მასპინძელი (Host and Guest)
  • დათა თუთაშხია
See similar books…
Mikheil Javakhishvili (Georgian: მიხეილ ჯავახიშვილი; other surname: Adamashvili, ადამაშვილი) (November 8, 1880 – September 30, 1937) was a Georgian novelist who is regarded as one of the top twentieth-century Georgian writers. His first story appeared in 1903, but then the writer lapsed into a long pause before returning to writing in the early 1920s. His recalcitrance to the Soviet ideological pr ...more

News & Interviews

As dedicated readers already know, some of the best and most innovative stories on the shelves come from the constantly evolving realm of young ...
9 likes · 5 comments
“ერთი მითხარი, ქართველ ხალხზე რას იტყვი, ივანე? განა ქრისტიანია იგი თავის სულითა და ხასიათით?

- არა, წარმართები ვართ.

- მაშ, ვინ გაავსო საქართველო ეკლესიებით და მონასტრებით?

- თავად-აზნაურებმა, მთავრებმა და მეფეებმა. მართალია, ქრისტეს სჯულის დაცვას ქართველებმა მრავალი მილლიონი შესწირეს, მაგრამ, ჩემის ღრმა რწმენით, ქართველთა ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულ პირსახის დასაცავად და შესანარჩუნებლად. ჩვენ სემიტები ვართ, მაშასადამე, ჩვენ უფრო მუსლიმანური ან ებრაული მატერიალისტური რელიგია გვიდგება, ვიდრე არიული ქრისტიანობა. ამიტომ გასცვალა ქართველთა მესამედმა ისე ადვილად ქრისტიანობა მუსლიმანობაზე. გაიხსენე იეზუიტების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. იქ ქრისტიანობა ისე არ ჰხარობდა, როგორც ვაშლზე დამყნილი მუხა არ ჰხარობს.

წარმართობის ატავიზმი ჩვენში ყოველთვის მძლავრად ჰფეთქავდა, და, აი, მაგალითიც. მთელმა სამეგრელომ ორ კვირაში ყველა ეკლესიები დაჰკეტა და არც დანარჩენმა საქართველომ გამოიდო ეკლესიისათვის თავი.

- ხალხი მაინც ინათლება და ჯვარს იწერს.

- მართალია, მაგრამ ეგ ქრისტიანული რწმენით კი არ მოსდით, არამედ ადათის, ჩვეულებისა და ტრადიციის შესანახად სჩადიან. გარდა ამისა, ქართველს ვერ ნახავ, რომ წარმართული სახელი არ ჰქონდეს: კუროკი, ტოგო, ჭიპი, ჯვებე, პუპი, ცანგალა, ჩიკორა, დრუნჩა, დრუზა, ყბაჩა და სხვა ათასი. ევროპიელებში ან რუსებში ამისთანა ამბავს თითქმის ვერ გაიგებ.
ზოგს უკვირს, რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო? იმიტომ არ იყო, ჩემო თეიმურ, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო, ხოლო სადაც რწმენა არ არის, იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის, ხოლო სადაც ძიება არ არის, იქ სექტაც არ იქმნის.”
18 likes
“დღეს ისეთი დროა, რომ პროვიზორს მატარებელი მიჰყავს,ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს. ერთი მატარებელს ამტვრევს,ხოლო მეორე ხალხსა სწამლავს.” 3 likes
More quotes…