TsiraPurtseladze’s Reviews > ველურ გულთან ახლოს / ვარსკვლავის დრო > Status Update
TsiraPurtseladze
is on page 21 of 321
მახსენდება ბახის ქრომატული ეტიუდი და ჭკუას ვკარგავ. ის ყინულივით ცივი და სუფთაა, თუმცა მასზე დაძინება შესაძლებელია.
— Apr 24, 2023 03:16PM
Like flag
TsiraPurtseladze’s Previous Updates
TsiraPurtseladze
is on page 257 of 321
ამ ახალგაზრდის საშუალებით განწირული ხმით ვუყვირი ცხოვრებას; ცხოვრებას, რომელიც ასე ძალიან მიყვარს.
— Apr 25, 2023 02:11PM
TsiraPurtseladze
is on page 239 of 321
სიბნელე? ჩემი ერთი შეყვარებული მახსენდება: გოგო-ქალი იყო… როგორი სიბნელე ჰქონდა სხეულში… არასდროს დამვიწყებია: ადამიანი, ვისთან ერთადაც გძინავს, არ გავიწყდება. მომხდარი ცოცხალ ხორცზე ამოშანთულივით რჩება და ყველა, ვინც დაღს ამჩნევს, შეშინებული გარბის.
— Apr 25, 2023 02:11PM
TsiraPurtseladze
is on page 135 of 321
ნებისმიერი ბრძოლის ან დასვენების მერე კვიცივით ლამაზი და ძლიერი წამოვდგები.
— Apr 24, 2023 03:29PM
TsiraPurtseladze
is on page 134 of 321
დაე, მოითხოვონ მისგან სტატიები სპინოზაზე, ოღონდ ვალდებული ნუ იქნება, ურთიერთობა ჰქონდეს და უყურებდეს იმ შეურაცხმყოფლად ადამიანურ ადამიანებს, ერთ მწკრივად რომ მოდიან და უსირცხვილოდ იწონებენ თავს.
— Apr 24, 2023 03:27PM
TsiraPurtseladze
is on page 131 of 321
რა მსუბუქია და საშინელი ობობას ქსელი, ჩემს ნაკლოვანებებს არ გავექცე, ჩემს ნაკლოვანებებს, მე თქვენ გაღმერთებთ, ჩემი დადებითი თვისებები იმდენად უმნიშვნელოა, სხვა ადამიანებისას ჰგავს, ჩემი ნაკლოვანებები კი, ჩემი უარყოფითი მხარე ლამაზია და უფსკრულივით ჩაზნექილი. ის, რაც არ ვარ, უზარმაზარ ღრმულს დატოვებდა დედამიწაზე.
— Apr 24, 2023 03:25PM
TsiraPurtseladze
is on page 89 of 321
რა ქნას ამ გზის შესაწყვეტად, დაუშვას მე-სა და ნამდვილ მე-ს შორის დაშორება, რომ სუფთამ და ახალმა მოგვიანებით საკუთარ თავთან უსაფრთხოდ შეხვედრა შეძლოს?
— Apr 24, 2023 03:22PM
TsiraPurtseladze
is on page 24 of 321
უცებ, მოლოდინით გამოწვეული მთელი ეს გამოფიტვა ტანის ნერვიულ და სწრაფ მოძრაობაში გადადის, უხმო ყვირილში. შემდეგ სიცივეა და ძილი.
— Apr 24, 2023 03:19PM
TsiraPurtseladze
is on page 22 of 321
დაღლილი ტკივილი გამარტივებულ ცრემლში. თუმცა ეს უკვე პოეზიის სურვილია, ვაღიარებ, ღმერთო. ხელიხელჩაკიდებულებმა დავიძინოთ. სამყარო ბრუნავს და რომელიღაც მხარეში ჩემთვის უცნობი რამეებია. ღმერთსა და იდუმალებაზე დავიძინოთ, ზღვაზე მოტივტივე მშვიდი და მსხვრევადი ნავი, აი, ეს არის ძილი.
— Apr 24, 2023 03:18PM
TsiraPurtseladze
is on page 17 of 321
ის საკუთარ თავში სრულოფილ ცხოველს გრძნობდა. ამ ცხოველის ერთ დღესაც აშვებაზე ფიქრი ზიზღს გვრიდა. ალბათ ეშინოდა, არაესთეტიკური არ ყოფილიყო. ანდა რაიმე არ გამომჟღავნებულიყო... არა, არა,- იმეორებდა ის - შექმნის შიში არ უნდა მქონდეს.
— Apr 24, 2023 03:15PM

