(?)
Quotes are added by the Goodreads community and are not verified by Goodreads. (Learn more)
Ryszard Kapuściński

“ფული ღარიბ ქვეყანა­ში და ფული მდიდარ ქევყანაში – ორი სხვადასხვა ცნებაა. ფული მდიდარ ქვეყანაში არის ფასიანი ქაღალდი, რომლითაც თქვენ ბაზარში საქონელს ყიდულობთ; იქ თქვენ უბრალოდ მყიდველი ხართ, იქ მილიონერიც კი მყიდველია. მას შეუძლია შეიძინოს ბევრი ან ცოტა საქონელი, მაგრამ ის მაინც ერთ-ერთ რიგით მუშტრად რჩება და მეტი არაფერი. მაგრამ ღარიბ ქვეყანაში? ასეთ ქვეყანაში ფული არის მშვენიერი, თავბრუდამხვევი, მათრობელა, მარადიულ ყვავილებგამოსხმული ღობე, რომლითაც თქვენ ყველასგან იზოლირებული ხართ. ამ ცოცხალი ღობის იქით ვერ ხედავთ საშინელ სიღატაკეს, სიბინძურეს, ვერ გრძნობთ მის სიმყრალეს, არ გესმით ხალხის გულებიდან ამომავალი ხმები.
თუმცა, იმავდროულად თქვენ იცით, რომ ეს ყველაფერი არსებობს და გრძნობთ სიხარულსა და სიამაყეს: თქვენ ხომ ასე საიმედოდ ხართ დაცული. თქვენ გაქვთ ფული, მაშასადამე, თქვენ გაქვთ ფრთები. თქვენ ხართ სამოთხის ჩიტი, რომელიც აღტაცებას იწვევს. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ ჰოლანდიაში ხალხი მდიდარი თანამემამულის დასათვალიერებლად შეიკრიბოს იმის გამო, რომ მას ახლოდან შეხედოს?! შვედეთში ან ავსტრალიაში? ჩვენთან კი ასე ხდე­ბა: თუ თავადი ან მილიონერი გამოჩნდება, ხალხი მათ და­სანახად მირბის და შემდეგ დიდხანს ჰყვებიან – თავადი, მილიონერი დავინახეთო. ფული თქვენს ქვეყანას ეგზოტიკურ მხარედ აქცევს. ყველაფერი გაგვაკვირვებს – ისიც, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი, და ისიც, რა აწუხებს. ამის შემდეგ თქვენ იტყვით: არა, ეს შეუძლებელიაო და უფრო ხშირად გაიმეორებთ: "არა, ეს შეუძლებელია!" რადგან უკვე სხვა ცივილიზაციის საკუთრება იქნებით. კარგად მოგეხსენებათ ცივილიზაციის კანონები – ორ ცივილიზაციას არ შეუძლია ერთმანეთი კარგად გაიცნოს და ერთმანეთს გაუგოს. თქვენ თანდათან დაყრუვდებით და დაბრმავდებით და ამ მდგომარეობაში მშვენივრად იგრძნობთ თავს, ღობით გარშემორტყმულ ცივილიზაციაში, მეორე ცივილიზაციიდან წამოსული სიგნალები თქვენთვის გაუგებარი იქნება, თითქოს ისინი პლანეტა ვენერადან გამოეგზავნოთ. თუ სურვილი გექნებათ, გახდებით აღმომჩენი თქვენს საკუთარ ქვეყანაში. შეიძლება გახდეთ კოლუმბი, მაგელანი, ლივინგსტონი. მაგრამ ეჭვი მე­პარება, ამის სურვილი გქონდეთ. ასეთი ლაშქრობები ძალიან სახიფათოა, თქვენ კი გიჟი არა ხართ. თქვენ უკვე თქვენი ცივილიზაციის ნაწილი ხართ, თქვენ მას დაიცავთ და მისთვის იბრძოლებთ. ახლა ზუსტად ისეთივე მებაღე ხართ, როგორსაც იმპერატორი საჭიროებს. თქვენ არ გსურთ დაკარგოთ ბუმბულები, ხოლო იმპერატორს ზუსტად ისეთი ადამიანები სჭირდება, რომელთაც დასაკარგი ბევრი აქვთ. თუმცა ჩვენი კეთილი ბატონი ღარიბ ხალხს ხურდა ფულს უყრიდა, მაგრამ სასახლის დიდებულებს სიკეთეს არ აკლებდა – აძლევდა ქონებას, გამოუყოფდა მიწებს, ურიგებდა გლეხებს, რომელთათვისაც მათ შეეძლოთ ტყავი გაეძროთ, აძლევდა ოქროს, ჩინებს, კაპიტალს. და თუმცა ყოველ მათგანს (თუკი ბატონს დაარწმუნებდნენ, რომ მის მიმართ ლოიალურები იყვნენ) ძვირფასი საჩუქრის იმედი შეიძლება ჰქონოდა, პარტიებს შორის გამუდმებული ქიშპი და ბრძოლა იყო გაჩაღებული, მუდმივი ბრძოლა პრივილეგიებისა და რისთვის აღარ. ჩვენი ბატონი კმაყოფილებით უყურებდა მათ საქციელს. სიამოვნებდა ხელქვეითთა გამდიდრება, მათ მიერ ქონების მოხვეჭა, მათ ანგარიშზე თანხების ზრდა. არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ჩვენს კეთილ ბატონს კორუფციის მიზეზით ვინმე თანამდებობიდან გადაეყენებინოს ან ქუჩაში გაეგდოს. დაე, აეღოთ ქრთამი, ოღონდ კი მის მიმართ ლოიალობა გამოეჩინათ!”

Ryszard Kapuściński, The Emperor: Downfall of An Autocrat
Read more quotes from Ryszard Kapuściński


Share this quote:
Share on Twitter

Friends Who Liked This Quote

To see what your friends thought of this quote, please sign up!

1 like
All Members Who Liked This Quote



This Quote Is From

The Emperor: Downfall of An Autocrat The Emperor: Downfall of An Autocrat by Ryszard Kapuściński
9,345 ratings, average rating, 641 reviews
Open Preview

Browse By Tag