თბილისის წიგნის დღეები 2015

წელს არცერთ წიგნის ბაზრობას დავსწრებივარ. ერთს დავესწარი, მაგრამ არაფერი შემიძენია. ბოლო დროს, არც სხვა არტ ღონისძიებებისკენ მიმიწევს გული. მეზარება და მინდა რაღაც სხვა.

ნოემბერში მორიგი წიგნის ბაზრობის დღეები რომ გამოცხადდა, გონებამ ვეღარ მომითმინა. იმდენი ახალი თარგმანები დაგროვდა. ძველი ბიბლიოთეკიდან რაღაც-რაღაცები გავყიდე და გარკვეულ თანხას მოვუყარე თავი.

მე როგორც ბოროტი და გულღრძო, ადამიანი რომელიც ვერ იტანს ბავშვებს, რაღაცნაირად შევაღწია წიგნებში, თანაც ამ ბაზრობის აქცენტი სწორედ ბავშვებზეა. და მომიტევეთ, მაგრამ უამრავი ნაგავი იყიდებოდა მათთვის (მშობლის ხმა: "რაღაც ისეთი წიგნი მინდა, რო დაღრღნის და მალე არ გაფუჭდება").
რაც მინდოდა, არაფერი იყო წარმოდგენილი, ამიტომ კარგ პოპულარულ ავტორებს მივაშურე.

სასიამოვნო სიურპრიზიც აღვნიშნო, ჰერტა მიულერის ორი ახალი რომანი დამხვდა და შევიძინე. როგორც იქნა ამ ქალ მწერალსაც გავეცნობი და გამიხარდა.

ეს ბავშვები უკვე ძალიან მედებოდნენ ფეხებში და მათი მზრუნველი მშობლები, ამიტომ სასწრაფოდ დავტოვე ვაჭრობის ადგილი.
 •  8 comments  •  flag
Share on Twitter
Published on November 28, 2015 06:34
Comments Showing 1-8 of 8 (8 new)    post a comment »
dateUp arrow    newest »

message 1: by Nika (new)

Nika ჰაჰ, რას ერჩი ბავშვებს :დ

მე მეორე წელია არცერთ წინგის ფესტივალ/გამოფენაზე არ ვყოფილვარ. ჩემმა ქინდლმა წარმატებით ჩაანაცვლა ბეჭდური წიგნი. არადა ძალიან მიყვარს წიგნების ყიდვის პროცესი და ყოველთვის იმაზე მეტს ვყიდოლობდი, ვიდრე წაკითხვა შემეძლო :)


message 2: by Beka (new)

Beka Sukhitashvili Nika wrote: "ჰაჰ, რას ერჩი ბავშვებს :დ

მე მეორე წელია არცერთ წინგის ფესტივალ/გამოფენაზე არ ვყოფილვარ. ჩემმა ქინდლმა წარმატებით ჩაანაცვლა ბეჭდური წიგნი. არადა ძალიან მიყვარს წიგნების ყიდვის პროცესი და ყოველთვის..."


ბავშვებზე არ მკითხო არაფერი :დ

იცი კომპიუტერზე 2 გვერდის მერე თვალები მეფსება ხოლმე და სიმართლე რომ ვთქვა, ქინდლზე არ მიცდია კითხვა, სავარაუდოდ ვერ შევეგუები.
ჰოდა, სწორედ იქცევი, თურამე ბოლო-ბოლო ითხოვებ. მე მხოლოდ ჩემი საყვარელი ავტორების შეძენაზე გადავედი. ესე ჯობს.


message 3: by Nika (new)

Nika კომპიუტერზე მეც ვერ ვკითხულობ. ქინდლი ბევრად კარგია და მართლა კომფორტული, სიბნელეშიც კი უკეთ იკითხება. თუმცა გემოვნების ამბავიცაა.


message 4: by Beka (new)

Beka Sukhitashvili აუცილებლად უნდა ვცადო. ის იდეა მხიბლავს რომ უამრავი წიგნი გაქ რეალურად ერთ პატარა ყუთში.


message 5: by Gia (new)

Gia Jgarkava ქინდლია ძალიან კარგი რამეა... პლანშეტს და კომპიუტერს არც უნდა შეადარო, წიგნის კითხვის experience-ია ფაქტიურად.


message 6: by Beka (new)

Beka Sukhitashvili უნდა ვითხოვო ცოტახნით და მოვიწყო ერთი ქინდლ-კითხვის საღამო და მერე შეძენაზეც დავფიქრდები :)


message 7: by Gia (new)

Gia Jgarkava და ჰერტა მიულერი? შენს ნოქტიურნს ვკითხულობ ეხლა და წესით მიულერი უნდა მოგეწონოს... მე The Land of Green Plums წავიკითხე და - ისე რა, პოეზიის ტიპი ვერ გამოვდექი :) მარა ობიექტურად მაგარია იასნია!


message 8: by Beka (new)

Beka Sukhitashvili Michinio wrote: "და ჰერტა მიულერი? შენს ნოქტიურნს ვკითხულობ ეხლა და წესით მიულერი უნდა მოგეწონოს... მე The Land of Green Plums წავიკითხე და - ისე რა, პოეზიის ტიპი ვერ გამოვდექი :) მარა ობიექტურად მაგა..."

ვა, მადლობა,

მეც ეგრე მგონია, რომ მომეწონება ეს ქალი. ქართულად 6 წიგნი გვაქვს უკვე და შესაბამის დროს რო გამოვნახავ, დავიწყებ კითხვას.


back to top