სიები და საზაფხულო წიგნები

საზაფხულო კითხვისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. სკოლის პერიოდიდან გამომყვა, როდესაც სამ თვეს, მხოლოდ კითხვას ვუთმობდი. რაღაცნაირი მოლოდინის და სიხარულის შეგრძნება ახლაც არ მტოვებს.

წლევანდელი საკითხავებისთვის, განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ. საერთოდ, წელს, წიგნები, თითქოს გამინელდნენ. ყველა წიგნის ფესტივალი გამოვტოვე. გადავიწვი თუ გადავიტვირთე. ტემპის შენელება გადავწყვიტე.

სახლში ძველი წიგნები მიდევს, მათი ჯერია წელს. სრულიად უცნობ ავტორებს გამოვიღებ და წავიკითხავ. დარწმუნებული ვარ, ახალ აღმოჩენებს გავაკეთებ.

გუდრიდზე, 4 საკუთარი სია მაქვს: http://bit.ly/1NY3CJR, იქნებ, "არდადეგებიდან" დაბრუნებულს, კიდევ მიემატოს ახალი წიგნები?
ამ დღეებში ბარგს ჩავალაგებ და სოფლისთვის მოვემზადები. იქ, ერთ ტყიან, მყუდრო ადგილს შევარჩევ, სათვალეს შევისწორებ, წიგნს მუხლებზე დავიდებ და ...
3 likes ·   •  0 comments  •  flag
Share on Twitter
Published on July 12, 2015 05:23
No comments have been added yet.