ალბათ, გიფიქრიათ.
როდესაც რაღაც ახალ ხელოვნების ფორმას აღმოვაჩენ ხოლმე, ყოველთვის ვეძებ იმ პირველ ადამიანს, რომლის თავშიც დაიბადა ყველაფერი.
ლიტერატურის შემთხვევაში საქმე, ერთი შეხედვით, რთულადაა, რადგან სიტყვა კაცობრიობის აზროვნების გაჩენიდან არსებობს და ძნელია თქვა, ვინ არის ის პირელი, ვინც შექმნა ლიტერატურული ტექსტი.
ინტერნეტი, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი საშუალებაა დაიკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა. ამ კითხვაზე პასუხსაც მალევე მივაგენი.
ახლა ჩემს ბლოგზე ვწერ პოსტს და მანამდე მაინტერესებს, თუ იცით, ამ უძველესი ადამიანის სახელი?
პ.ს.
სქესი - მდედრობითი (როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე - ქალები თითქმის ყველაფერში პირველები არიან, მაგრამ მათი ისტორიისთვის ცნობილი სახელები, არავინ იცის)
Published on March 26, 2015 07:00