ჟურნალი "ბუქსითი"

სულ რამდენიმე დღეში ახალი ლიტერატურული ჟურნალის, "ბუქსითის" პრეზენტაცია გაიმართება და ძალიან მიხარია, რომ მეც ამ ჟურნალის ნაწილი ვიქნები.
ლიტერატურული ჟურნალები, ბოლო დროს, სულ უფრო მეტად შემცირდა ("ახალი საუჯეც" შეჩერდა, დაფინანსებას ელიან), ამიტომ სასიხარულოა როდესაც რაღაც ახალი კეთდება.

პროექტი წარმოადგენს მაღაზიათა ქსელის "ბუქსითისა" და კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ერთობლივ თანამშრომლობას.

ჟურნალის უპირველესი მიზანია წიგნიერების ამაღლება რეგიონებში, ამიტომ ჟურნალის ნომრები უფასოდ დარიგდება საქართველოს ყველა სოფელში! ხოლო დიდ ქალაქებში შეძენა ფასიანი იქნება.

მე "ბიოგრაფიების" სვეტს წარვუძღვები, სადაც შევეცები დავწერო, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ავტორების ბიოგრაფიებზე, მოვიძიო მათი მაქსიმალურად უცნობი და საინტერესო ფაქტები. ახლებულად გავიაზრო და დავანახო ის მკითხველს.
პირველი ნომრისთვის კი, სტიგ ლარსონი (Stieg Larsson) ავირჩიე.

რა თქმა უნდა, გუდრიდზეც დავდებ თითოეული ნომრის შინაარს, მით უმეტეს, მაქვს უკვე რამდენიმე ჟურნალის გვერდი გაკეთებული (ახალი საუნჯე, ცხელი შოკოლადი).

ვღელავ და იმედს ვიტოვებ, მოგეწონებათ ჩემი სვეტი.
 •  0 comments  •  flag
Share on Twitter
Published on February 04, 2015 07:53
No comments have been added yet.