მე ვარ გზა Quotes
მე ვარ გზა
by
Zurab Kiknadze2 ratings, 5.00 average rating, 1 review
მე ვარ გზა Quotes
Showing 1-3 of 3
“აკრძალული ნაყოფის გემებამ ანუ ურჩობამ ადამიანი ღმერთს დააშორა, ადამიანმა დაკარგა მამა და ბუნების სტიქიებში ამაოდ დაუწყო ძებნა. იგი მოშორდა სიცოცხლის წყაროს და მასში სიკვდილმა დაისადგურა. სიკვდილი, როგორც ბოროტება, ღმერთს არ შეუქმნია. სიკვდილი ადამმა თავად დაიტეხა თავს. მარადიული სოფელი, რომელიც ელოდა ადამს, წუთისოფლად გადაიქცა. ვინ არის ბრალეული ამ პროცესში? კითხვა რიტორიკულია...”
― მე ვარ გზა
― მე ვარ გზა
“რელიგია არის აღდგენა კავშირისა, რომელიც ოდესღაც არსებობდა და გაწყდა. კავშირის გაწყვეტა ადამს, კაცთა მოდგმის წინაპარს, აუწყა ხმამ: ,,ადამ, სადა ხარ’’? ყოვლისმცდონე ღმერთს ამ სიტყვებით ადამისთვის არ უკითხავს მისი ადგილსამყოფელი. ხმა გულისხმობდა იმ უფსკრულს, რომელიც გაითხრა ადამსა და მის გამჩენს შორის. ადამი აღმოჩნდა უსასრულოდ შორს ამ ხმისგან და ამ ძახილის შემდგომი პერიოდი კაცთა მოდგმის ისტორიაში რელიგიის ანუ გაწყვეტილი კავშირის აღდგენის პერიოდია.”
― მე ვარ გზა
― მე ვარ გზა
“ჭეშმარიტება არ შეიძლება იქნას ლოგიკური გზით მიღწეული, მისი შეცნობა მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი.”
― მე ვარ გზა
― მე ვარ გზა
