დათა თუთაშხია Quotes

Rate this book
Clear rating
დათა თუთაშხია დათა თუთაშხია by Chabua Amirejibi
1,217 ratings, 4.59 average rating, 61 reviews
დათა თუთაშხია Quotes Showing 1-25 of 25
“თურმე თავხედებად იმდენნი არ იბადებიან, რამდენნიც მერე ხდებიან. თვითონ კი არ ხდებიან, ჩვენ ვაქცევთ თავხედებად: ქალი იქნება თუ კაცი, ერთხელ ინსტინქტურად რომ ჩაიდენს თავხედობას და ამას მორიდებული, ხათრიანი კაცის მიმართ იზამს, ეს კაცი, თავის ზნეობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, თავხედობას შეარჩენს. მეორედ სხვა სიტუაციაშიც შეიძლება ასე გამოუვიდეს. მესამედაც. ტუტუცი კია, მაგრამ მიხვდება, - თავხედობა ცხოვრებას აადვილებსო, და სიკვდილამდე თავხედი იქნება. ბავშვს ჰკითხეს, რა გატირებსო? გამიდის და ვტირიო!”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“ხეს ადამიანივით და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი,ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილიც შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესი...”
Chabua Amirejibi, დათა თუთაშხია
“არაფერი პატივისცემა და კეთილი საქმე არაა, გაჭირვებულს შენი ლუკმა რომ გაუტეხო; კაცის მოვალეობაა ეგ. ეს თუ გეცოდინება, აღარც დააყვედრებ მაშინ, - ეს და ეს პატივი გეციო, და სინდისიც სუფთა გექნება.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“კაცის ყველაზე მაღალ ღირსებად მოკრძალება მიმაჩნია”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“ქონება შენით ნაშოვნი უნდა. ნაჩუქარი უყუათოა, არ გაგიჩერდება კაცს.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“...როდესაც დამნაშავე პასუხისგებას თავს არიდებს, თვით ეს პროცესი სხვა, ახალ დანაშაულებებს ქმნის.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“- ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ, მით მეტი მოგინდება. ჯამაგირი კი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“...ზოგი ადამიანი იქნებ ყველაფრით, ათასი საუკეთესო ღირსებით იყოს შემკული და მათი სწორად გამოყენების უნარი კი არ გააჩნდეს. ღირსებები ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი - მეორე. ორ ადამიანს იქნებ თანაბარი შესაძლებლობები, მაგრამ სხვდასხვაგვარი ზნეობა ჰქონდეს; მაშინ ყოველი მათგანი თავის შესაძლებლობებს საკუთარი ზნეობის თანახმად გამოიყენებს. ადამიანის ნამოქმედარის ღირებულება მისი ზნეობის ღირებულებით განისაზღვრება.”
Chabua Amirejibi, დათა თუთაშხია
“ადამიანი შეცდება და გაკადრებს რაღაცას. არ უნდა მოგივიდეს გული, თვარა, მან რომ თავისი შეცდომით ჩაიდინა, იმ შეცდომაზე უარესს ჩაგადენინებს წყენა და გაბრაზება.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“სანამ თვალი არ გაძღება, კუჭი არ გაძღება იქამდე. შიმშილმა იცის ეს.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“დარდი და ფიქრი ავადმყოფობას აჭიანურებს.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“პოლიტიკა ისეთი რამეა, უბრალოზე არ უნდა ჩაჯდე კაცი. შენ თუ ჩაჯექი და კატორღაში ბორკილი ათროკიალე, იდეისთვის ობივატელმა იბრძოლოს, თუ?”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“ხალხს, ჩანს, არ უნდა ისე ცხოვრება, ვინმემ თუ არ დაჩაგრა, მოატყუა და გაატყავა.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“ბრალი საიქიოს წასულისა, თორემ ცოცხალს ყველაფერი ეშველება.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“ზოგი ადამიანი სახელიან ხალხთან ნაცნობობას საგანგებოდ ეძებს და მერე ტრაბახობს, წუხელის ამ და ამ კაცთან ერთად აქ და აქ ვიყავიო. ამაში პატივმოყვარეობაცაა და ანგარებაც.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“თავისი მიზნების განხორციელების დროს ამა თუ იმ ილეთის ჩატარების შესაძლებლობას მოკლებული ადამიანი წააგავს ხეიბარს, რომელიც ვთქვათ, ცალხელაა და თავის ყველა წარუმატებლობას მხოლოდ ამით ხსნის; ცალხელა არ ვიყო კურდღელს დავეწეოდი და გადავასწრებდიო! ეს ამა თუ იმ უნარს მოკლებული კაცის ფილოსოფიაა.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი დღე და ხვედრი.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“სიყვარული რაა, თუ იცით? რაა და, რასაც მეტ შრომას დაახარჯავ და მეტს იზრუნებ და უამაგებ, ის უფრო მეტად გეყვარება.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“ხალხს თუ უთხარი - ადამიანი ხარო, რას გეტყვის, თუ იცი? ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია, შენი მაგიერობა გავწიო და გამოდი მაქედანო. ცხენი და სახედარი ხარ-თქვა, უნდა ელაპარაკო! ადვილად იჯერებენ ამას.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“კაცი ჩონგურის სიმივით უნდა იყოს დაჭიმული სულ. თავის ნებაზე თუ მიუშვი, მოსავდება და დაძაბუნდება. დაძაბუნებული კაცი ვერც თავს წაადგება და ვერც ქვეყანას. მერე, რა იცის დაძაბუნებამ? ხო, ხო, ხო! ათასი სენი, ავადმყოფობა შეუჩნდება სხეულს და მიდის კაცი საიქიოს. მიდის! რავარც მოაკლებ საზრუნავს და რავარც მოსავების და მოდუნების საშუალებას მიცემ, უმოკლდება წუთისოფელი.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“კაცისთვის კაი თუ გინდა, არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“სიმდიდრეს და ფუფუნებას მოაქვს ყველაფერი გარყვნილება და უზნეობა”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“კაცი შიშს და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება სწორედ.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“- ქვაზე მაგარია კაცი, თუ არ იცის საიდუმლო.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია
“კაცობრიობის ისტორია შედგება იმისგან, რომ კონკრეტული პიროვნებები თუ ადამიანთა მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი ჯგუფები უმტკიცებდნენ დანარჩენ კაცობრიობას - ჩვენს მიერ მოთავაზებული ცხოვრება და რწმენის სახე ემჯობინება იმ ცხოვრებასა და რწმენას, რომელიც თქვენ ამჟამად გაგაჩნიათო.”
ჭაბუა ამირეჯიბი, დათა თუთაშხია