პატარა ქვეყანა Quotes
პატარა ქვეყანა
by
Lasha Bugadze145 ratings, 4.14 average rating, 17 reviews
პატარა ქვეყანა Quotes
Showing 1-2 of 2
“– თქვენ სასწაული ჩაიდინეთ, – ეუბნებოდა შემცბარი პატრიარქი.
ამ ორი მოხუციდან ერთი ისევ მნიშვნელოვანი იყო... და, ალბათ, როგორ უნდოდა ახლა შევარდნაძეს ამ მომღიმარი მოხუცის მოხსნა თანამდებობიდან, რომელზეც ის „1977 წლიდან მუშაობდა“. მაგრამ ახლა რაღა უნდა ექნა, მხოლოდ თავი უქნია, არც უნდოდა რამის თქმა. წარსულში ისედაც ბევრი შეცდომა დაეშვა მისი მოხსენიებისას – ზოგჯერ უსპეტაკესს ეძახდა უწმინდესის მაგივრად და ზოგჯერ რესპუბლიკის პატრიარქს. ახლა კიდევ ფეხებზე ეკიდა, რა და როგორ ეთქვა. ერთხელ, წლების წინ, სწორედ ასეთი შეცდომების დაშვების შიშის გამო გამოძებნა გამოსავალი... ცხელოდა. ბევრი ხალხი ირეოდა. პრეზიდენტი კიბის თავში იდგა, ქვემოდან პატრიარქი ცდილობდა კიბეზე ამოსვლას, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ ახერხებდა, ამიტომ თავადაც სიცხისგან გასავათებულმა შევარდნაძემ დაცვის წევრებს დაუქნია ხელი და საოცარი ბუნებრიობით, ოღონდ სიცხისგან დაუძლურებულმა დაუძახა: „მღვდელი გამოუშვით, მღვდელი!“ რა კარგად თქვა ეს მღვდელი. დასიცხულ მოხუცს მეორე მოხუცი შეეშველა. მთელი ცხოვრება ასე ერთად ადი-ჩამოდიოდნენ კიბეებზე, ახლა კი დაბერებული და განაწყენებული ცოლ-ქმარივით ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ...”
― პატარა ქვეყანა

“მნიშვნელობა არ ჰქონდა, შენობაში იყავი თუ გარეთ, 1992, 93, 94 და 95 წლებში ყველგან ერთნაირად ყინავდა. მით უფრო, ძველ და მაღალჭერიან შენობებში. ამ დარბაზში უკვე წლებია აღარაფერი მომხდარიყო, რაც აღნიშვნის ღირსი იქნებოდა, თუ არ ჩავთვლით ფილოსოფოს შავაძის გამოხტომას, რომელიც თავისი ღამის ქოთნით გამოცხადებულა რექტორატის გაფართოებულ სხდომაზე (ეს ის ფილოსოფოსი შავაძეა, რომელმაც სქელტანიანი გამოკვლევა უძღვნა ქართველ ფილოსოფოსებს: „მთხლეობის ემანაცია – ვინ ვინაა ქართულ ფილოსოფიაში“). ფილოსოფოსს პირდაპირ ტრიბუნაზე ჩამოუდგამს ღამის ქოთანი და ხმამაღლა მიუმართავს პალტოში შეფუთული პროფესორებისთვის: „ეს მძღნერია, ბატონებო, ჩემი მძღნერი, რადგან მეტს არც არაფერს იმსახურებთ ჩემგან! აი, ესაა თქვენი წარსული და ესაა თქვენი ძველი დიდება!”
― პატარა ქვეყანა
― პატარა ქვეყანა