საღეჭი განთიადები Quotes

Rate this book
Clear rating
საღეჭი განთიადები: Sugar Free საღეჭი განთიადები: Sugar Free by Zura Jishkariani
540 ratings, 4.05 average rating, 94 reviews
საღეჭი განთიადები Quotes Showing 1-7 of 7
“რამაზ კინგკონგი ჩემი უსაყვარლესი დრაგმეითი იყო. და თუ ბუნებაში არსებობს ცნება „ქართული ოცნება“, რამაზ კინგკონგი ამ ცნების სრული ოპოზიტი იყო, ნამდვილი ქართული კოშმარი: სომეხი, ბარიგა და გეი. პლუს ზონდერად ნამუშევარი.”
Zura Jishkariani, საღეჭი განთიადები: Sugar Free
“თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება, თუ არა და დილისკენ ადამიანები ტოვებენ კლუბებს მწარე ატხადნიაკით და მელანქოლიით იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა.”
Zura Jishkariani, საღეჭი განთიადები: Sugar Free
“იცოდი, რომ ღამის ცა წითელ წიგნშია შესატანი?”
Zura Jishkariani, საღეჭი განთიადები: Sugar Free
“პანიკა ყოველთვის იყო.
სამყარო მასში ჩაისახა. დიდი აფეთქება აფექტური მდგომარეობაა. სამყარო ცხოვრობს ამ პანიკით. ბუნების ხმები, რომლებიც ასე ამშვიდებს მთებში დასასვენებლად წასულ ადამიანს - სინამდვილეში პლანეტარული პანიკის ხმაა, პატარა მწერებისა და ბაქტერიების თვითგადარჩენის, ბრძოლებისა და სიკვდილი ძახილი.”
Zura Jishkariani, საღეჭი განთიადები: Sugar Free
“– ამ დრონის მაგივრად მინდა, ტერმინატორი მყავდეს, – ამბობს ანანო.
თვალები ცისფერი აქვს, როგორც Windows 10 და ადრეული შემოდგომის ცა, სულ რო გინდა გადააყენო, ან დაგასველოს.
რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ანანოში, ისაა, რომ მას რობოტების ყველაზე სწორი კლასიფიკაცია აქვს ჩამოყალი­ბებული. მისი აზრით, არიან რობოტი პოლიციელები, რობოტი პატრიოტები და რობოტი გასხივოსნებულები. ერთხელ მითხრა, ჩვენც რობოტები ვართო, ოღონდ მთხოვა, არ გა­აბაზროო.”
Zura Jishkariani, საღეჭი განთიადები: Sugar Free
“თავდაპირველად იყო პანიკა. სხეულის გრეხა გადარჩენის კონვულსიებში, უკან - სიბნელის ჭაობი, წინ - თვალისმომჭრელი მტკივნეული სინათლე.”
Zura Jishkariani, საღეჭი განთიადები: Sugar Free
“ნანო დღეს საბურთალოს ამარაგებს: დრონს ხუთგრამიან პარკებს აბამს და ყრის კლიენტების სახლების სახურავებზე, მე გარეუბნების სადარბაზოებში უნდა მიმოვფანტო ფაქტები, ეს ტერიტორია მერგო წილად. მოციქულებმა ერთხელ გაიყვეს რეგიონები ღვთის სიტყვის მისატანად, ჩვენ კვირაში ერთხელ ვიყოფთ და ღვთის სიტყვის ნაცვლად ღვთის ქიმია მიგვაქვს.
ვინ გიფასებს.”
Zura Jishkariani, საღეჭი განთიადები: Sugar Free