იყო და არა იყო რა Quotes

Rate this book
Clear rating
იყო და არა იყო რა იყო და არა იყო რა by Dato Turashvili
215 ratings, 3.94 average rating, 21 reviews
იყო და არა იყო რა Quotes Showing 1-1 of 1
“თუმცა მაშინაც იყვნენ ადამიანები,რომელთათასთვისაც სამშობლო უპირველესი საზრუნავი გახლდათ და მერეც,მე-20 საუკუნეში,უკვე ხელმეორედ,ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში,მაინც ცოცხლობდნენ და კვდებოდნენ ადამიანები,რომელთაც წამდათ,რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია და საქართველო ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ერთეული კი არა,დაპყრობილი სამშობლოა.
მაშინაც,საბჭოთა საქართველოშიც,1924 წლის შემდეგ,როცა იარაღით ხელში აღარავინ იბრძოდა,მაინც არსებობდა ეროვნული მოძრაობა და ჩემთვის ეს მოძრაობა ფიროსმანიც იყო და ვაჟა-ფშაველაც,დავით კაკაბაძეც და პავლე ინგოროყვაც,ევგენი მიქელაძეც და ავთო ვარაზიც,გურამ რჩეულიშვილიც და მერაბ კოსტავაც-ადამიანები,რომლებსაც სძულდათ კომპრომისები და უყვარდათ სამშობლო,პატარა და ერთადერთი საქართველო,რომლისათვისაც მათი აზრით,წამებაც ღირდა და მსხვერპლიც.
ჩვენ ვიცოდით,რომ ასეთი კაცი იყო მერაბ კოსტავა-ადამიანი,რომელიც შორეული ციმბირის ბანაკში იჯდა და არ ტყდებოდა....”
David Turashvili, იყო და არა იყო რა