ოთარაანთ ქვრივი Quotes

Rate this book
Clear rating
ოთარაანთ ქვრივი ოთარაანთ ქვრივი by Ilia Chavchavadze
2,005 ratings, 4.37 average rating, 55 reviews
ოთარაანთ ქვრივი Quotes Showing 1-6 of 6
“არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა.”
Ilia Chavchavadze, ოთარაანთ ქვრივი
“თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკის ნაბადსა.”
Ilia Chavchavadze, ოთარაანთ ქვრივი
“ჩვენი უადამიანობა იქამდინ მივიყვანეთ, რომ კაცი კაცს აღარა ნიშნავს, თუ ზედ კაცური არ დავუმატეთ.”
Ilia Chavchavadze, ზოგიერთი რამ
“ტკბილი სიტყვა რა არისო! — იტყოდა ხოლმე, — ამ გამწარებულს წუთის-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, — მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით, თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის: ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა.”
Ilia Chavchavadze, ოთარაანთ ქვრივი
“მართლა, რომ ცოდოა!..
მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო?
ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევაკრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში.”
Ilia Chavchavadze, ოთარაანთ ქვრივი
“-ეგ ცრემლიანი ცოდნა, თუ ცოდნიანი ცრემლი უკანისა, - შუქია წინასი და შუქი ხომ...
-დასაწყისია განთიადისა, განა, ჩემო კარგო?!
-სწორედ”
Ilia Chavchavadze, ოთარაანთ ქვრივი