obOle Quotes
obOle
by
აკა მორჩილაძე562 ratings, 4.16 average rating, 61 reviews
obOle Quotes
Showing 1-5 of 5
“საერთოდ, მგონი ეგ არის საქართველო, მიხვეულ მოხვეულობა... საქართველო კიდევ მეტი არც არაფერია, თუ არა ბაბუაშენის მამა... ჩვენი სასაფლაო უფრო ცოცხალია, ვიდრე ყველა ერთად აღებული სასაფლაო დედამიწის ზურგზე”
― ობოლე
― ობოლე
“სულ იმ კოლუმბიეს ამბავს იხსენებდა მამაჩემი, რომ იმ გაჭირვების ჟამს, ითვლებოდა, რომ უმცროსკლასელებმა რაიმე ტკბილეული და ნუგბარი მაინც უნდა მიიღონო და მოულოდნელად სკოლაში მოიტანდნენ იმ ომის პირობაზე სრულად ჯადოსნურ კანფეტებს დიდი ყუთით და თითო-თითოს გვირიგებდნენ ხოლმეო. ან რაღაც უცნაური ფორმის ფუნთუშებს ან კიდევ რამე სხვასო. და ერთხელ დიდი კასრით პავიდლო მოიტანესო. და მასწავლებლებმა გვიბრძანეს, ყველამ ამოხიეთ ფურცელი რვეულიდან და დაახვიეთ, რათა შიგ პავიდლო ჩაგიდოთო. რა თქმა უნდა, დიდი რიგი გამწკრივდა და კოლუმბიემ კი წეილაპარაკა, შეხედე ბიჯო, თითო კოვზ რაცხას უწუწებენ და ამხელა ბოჩკა თითონ უნდა ჩეიდგან მუცელშიო. ეს მეორე კალსის ამბავია, უფრო მაღლა არა.
და გაქანდა უცებ კოლუმბიე და ჰკრა ხელი შიგ შუაგულ კასრში იდაყვამდი! სკოლის დირექტორმა ისეთი ჰფერთხა კოლუმბიეს, რომ კუთხეში გაისროლა, მაგრამ მას ამის ჯავრი არ მიუცია, წამოხტა და პავიდლოიანი მკლავის ლოკვა-ლოკვით გაქანდა გარეთ.
ბარე ათჯერ მეტი პავიდლო შემრჩა ხელზე, ვიდრე ისინი გვირიგებდნენ ქაღალდშიო. მთელი დღე ვლოკავდი ტუჟურკასო, ასე მოუხსენებია და მერე კიდე დიდხანს ლოკავდა, კიდო აქვს შერჩენილიო, ის კი არა, ალოკვას ყიდდა კიდეცო!”
― obOle