Maid in Tiflis Quotes
Maid in Tiflis
by
აკა მორჩილაძე144 ratings, 4.24 average rating, 12 reviews
Maid in Tiflis Quotes
Showing 1-1 of 1
“და მაინც ინდივიდუალური პანაშვიდი ერთ-ერთი ყველაზე მურდალი რამეა თბილისში, თუკი ნამდვილი მეგობარი გარდაგეცვალა და ეს ამბავი ლამის ორი წლის შემდეგ შეიტყვე. ეს რაღაცნაირი, ოხრული დაბრუნებაა ძველ დროში, სადაც ის აღარ გხვდება, ვინც მარადიული გეგონა. კი, ხდება ასე, თუ ნამდვილი მეგობარი ხარ, ამდენ ხანს რას გადაკარგულხარო, იტყვიან ვიღაცეები, ვისთვისაც წესები და რიგითი ზარებია მთავარი, ხოლო ვისთვისაც ისაა მთავარი, რაც სულ ყოველთვის იყო და იქნება, იმას ზარები არ სჭირდება. იმის მონატრება სხვანაირია და როდესაც კაცს თავისი ვერ გაურკვევია, გადაიკარგება ხოლმე...
... პლეხანოველი მოგელა კარგა ხანს ითრევდა ფეხს თავისი მეგობრის, ბარნოველი ლევიკოს ქვრივთან მისასვლელად.
მისვლა აუცილებელი იყო და პლეხანოველ მოგელასაც უნდოდა, რომ მისულიყო. არა იმიტომ, რომ გარდაცვალების ამბების უფრო წვრილად შეტყობა სურდა, არამედ იმიტომ, რომ ბარნოველი ლევიკო მისთვის ლამის საკუთარი თავი იყო. არა რაღაც სულელურად, ისე, როგორც მოყვებიან ხოლმე, თანშეზრდილები იყვნენო და ერთნი იყვნენ და ერთად იყვნენ ჭირსა და ლხინში და ყოველ დილას ერთად იწყებდნენ და ღამეს კი ერთად ამთავრებდნენო, ერთმანეთთან საიდუმლო არ ჰქონოდათო და ასე, დაუსრულებლად, არამედ იმიტომ, რომ ბარნოველი ლევიკო რაღაცნაირად დასახლებულიყო მის ყველაფერში.
ისინი არასოდეს ეხმარებოდნენ ერთმანეთს იმაში, რაშიც ჩვეულებრივ ეხმარებიან ხოლმე ადამიანები ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს იმაში ეხმარებოდნენ, რასაც ალბათ ის ჰქვია, გული რომ გულს იცნობს.”
― Maid in Tiflis