ნისლებში და ნისლებს მიღმა Quotes

Rate this book
Clear rating
ნისლებში და ნისლებს მიღმა (იროელთა ქრონიკები, #3) ნისლებში და ნისლებს მიღმა by Natalie Davitashvili
99 ratings, 4.38 average rating, 13 reviews
ნისლებში და ნისლებს მიღმა Quotes Showing 1-10 of 10
“ეს არ იყო ბრძლოა გადარჩენისთვის. არც ვინმეს დამარცხებისთვის. ეს იყო ბრძოლა გამარჯვების გარეშე.”
ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა
“ზღვა ბარს არ ინდობდა, ბარი მთას ხელს არ უწვდიდა, მთა კი დიდგულად დასცქეროდა ორივეს.”
ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა
“ერთხელ, ომიანობისას, მოხუცი მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი ერთადერთი ვაჟიშვილი საომრად წავიდა. წავიდა და აღარ დაბრუნდა. ლოდინით დაღლილი მამა თავად გაემართა ბრძოლის ველისაკენ - შვილს დაჭრილს თუ ვერ ვნახავ, იქნებ მისი ცხედარი მაინც ვიპოვოო.
ნაომარი ადგილი გვამებით იყო სავსე. დადიოდა მოხუცი და შვილის ცხედარს ეძებდა. წელზე შემორტყმული მეწამული ქამრით იცნო ვაჟის სხეული, რომლისგანაც ძვლები დარჩენილიყო. მკლავები გვერდზე გადაჰკეცოდა და ძარღვები ლარივით ჰქონდა გადაჭიმული.
აიღო მამამ მოკლული შვილის მკლავი, აკანკალებული, ხმელი თითები დაჭიმულ ძარღვებს ჩამოჰკრა და ისეთი გულის მომკვლელი მოთქმით დაიწყო ვაჟის დატირება, რომ მთები შეზანზარდნენ ირგვლივ...”
ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა
“საკრავი დამკვრელის სულის გალობას გადმოსცემს, ხან სადღესასწაულოსა და საგალობოს, ხან - სამგლოვიაროსა და დარდიანს. გაბრაზებულის ხელში მგელივით ყმუის, თავს ვერ შეგაყვარებს; შეყვარებული მას ბულბულივით ააკვნესებს; მადლიანი კაცის ხელში გულს სიმშვიდით აგივსებს; მაძიებელი მისი ხმოვანებით აგაღელვებს და აგაფორიაქებს. რა სიმდიდრის პატრონიც ბრძანდება დამკვრელი, ისევე მდიდარია ჰანგი ბგერებითა და ხმოვანებით.”
ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა
“აღარ ვიცი, რა ჯობია: მუდმივად შემოსევისთვის მზადყოფნა თუ ისე დამარცხება და განადგურება, მტერსაც რომ აღარ აინტერესებ. მომავდავი ლეშივით ვართ მიყრილები!”
ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა
“ხანდახან ხმალზე უფრო მჭრელი სიტყვააო, ზოგისთვის - მკაცრად, ზოგისთვის - დაყვავებით და ტკბილად ნათქვამი.”
ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა
“თეთრი ციხე დგა სულეთში,
წვერი ცას მიმდინარია,
იქ ისეთ ალვის ხეი დგას,
ცაში მიუდის წვერია,
ბოლოზე ვეშა-წყარო დის,
სასმელად გემრიელია,
მადლიან მივლენ, წყალსა სმენ,
ცოდვიან-მწყურვიელნია.”
ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა
“ჩვენი ბატონის კარზედა
ხე ალვად ამოსულაო,
წვერამ მაუსხამ ყურძენი,
საჭმელად ჩამოსრულაო,
მისი უჭმელი ქალ-ვაჟი
უდროოდ დაშაულაო.”
ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა
“იაგუნდის მარანშია,
შიგ ღვინო და ლალი ბჭვისო,
შიგ ალვის ხე ამოსულა,
ნორჩია და შტოსა შლისო,
ზედ ბულბული შემომჯდარა,
გასაფრენად ფრთასა შლისო.”
ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა
“რა ვართ ადამიანები? ფიქრი, სიტყვა და საქმე. ამის ერთობა ვართ. პირველმა შენ იფიქრე, შეიძლება უნებურადაც კი. მერე შენს ნაფიქრალს სიტყვით სახელი დავარქვით. ახლა ამ სიტყვას შესრულება - საქმე - უნდა.”
ნატო დავითაშვილი, ნისლებში და ნისლებს მიღმა