ყოველმან ჩემმან მპოვნელმან Quotes
ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
by
Otar Chiladze538 ratings, 4.74 average rating, 34 reviews
ყოველმან ჩემმან მპოვნელმან Quotes
Showing 1-6 of 6
“ენა უძვლოა, საითაც გინდა, იქით შეატრიალებ.”
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
“დრო ბოროტია. ყველაფერი ცუდი დროიდან იწყება. ბავშვებისთვისაც ცუდი ჩანს ცხოვრება ხანდახან, სოწრად ამ დროის გამო. ბავშვები ერთმანეთს ზრდიან რადგან გაზრდაში ჰგქონიათ მარადიულობა. ზრდის სურვილიაქვთ ყოველთვის რადგან გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ მერე მიაღწევენ სიბერეს. რომლის მიღმა არაფერია და ამ დროს ახსემნდებათ თავიანთი საწყისი მდგომარეობა. სიბერე და ბავშვობა ერთი თოკის ნაწილია. ერთი თავია და მეორე ბოლო. და სწორეად როდესაც ამ თოკის ბოლო\ში მიხვალ, მაშინ გაიხსენებ ბავშვობას. ნელ ნელა კვდება ადამიანი. იწყება საწყისი აფეხურიდან, და მივა ბოლომდე. მოუკვდება თავისი თავი და მერე ქვეყანასაც”
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
“ათი მცნება ხომ სხვა არაფერია, თუ არა ათი ძირითადი ადამიანური თვისების აღმოჩენა, ხოლო ადამიანობა - ამ ათი, ერთმანეთზე ძლიერი და ერთმანეთზე ძნელად მოსარევი თვისების დათრგუნვისა და მიჩქმალვის ცდა.”
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
“ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ იყო, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც. სიკვდილ-სიცოცხლე ერთი მეორეს ქმნიდა, ორივე ერთად კი ადამიანს. ეს ღვთაებრივი წყვილი ისევე აუცილებელი იყო ადამიანის შესაქმნელად, როგორც ბავშვის გასაჩენად - მშობლები”
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
“რაც არ ეგუება – კვდება. ასეთი მარტივია ბუნების კანონი.”
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
“ადამიანი მარტო არასაოდეს არ არის, მარტო თავის თავს არასოდეს ეკუთვნის, ის იმ რთული, მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი და მრავალსახოვანი სხეულის ნაწილია, რომელსაც ცხოვრება ჰქვია და რომლისთვისაც, ბუნებისა არ იყოს, სულერთია, ვინ როგორ, ანდა, როდის შეეგუება მისგან დადგენილ წესსა და კანონს, საზღვრებსა და პირობებს.”
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
― ყოველმან ჩემმან მპოვნელმან
