Alexa Stark’s Reviews > ქარავანი > Status Update
Like flag
Alexa’s Previous Updates
Alexa Stark
is 10% done
რამდენი რამე აღარ მხსომებია. მგონი უფრო დიდი აღფრთოვანებით ვკითხულობ ვიდრე პირველ ჯერზე
— Feb 19, 2026 10:53AM
Comments Showing 1-6 of 6 (6 new)
date
newest »
newest »
message 1:
by
Giorgi
(new)
-
rated it 5 stars
Aug 14, 2014 03:36AM
დარწმუნებული ვარ მოგწონს ;დ ემ ი რაით?
reply
|
flag
yeaaaah, კი მომწონს და ფურცელი ჩავდე სანიშნესთან ერთად და მოვინიშნე ის პერსონაჟები ვისზეც მერე კლუბში ავლაპარაკდები :დ ახლა ანის რომ გაიცნობს იმ ეპიზოდზე ვარ. ბევრი აღარც დამრჩა 150გვერდიღა. აი პირველად რომ გამოჩნდა ეს გოგო იმის მერე სულ რაღაცას ველოდი, ველოდი და ძაან მინდოდა ეპიზოდურად არ გაევლო და აი :დ
მაგ 150 გვერდშია მთავარი ექშენი და ადრენალინი. მაქ იმ ქურდის (სახელი არ მახსვოს) და აბელის ლაპარაკია სერიოზული და ბოლოს ორი კაცის (არ დაგისპოილერებ) ვერსუსია შედევრი. მიდი მიდი, დღესვე მოუღე ბოლო.
უკლება უკვე იყო აბელთან. საინტერესო დიალოგი იყო. სამსონის და რევიასი ხო არა? მეტი ვინ უნდა დადოს. თუმცა მე რევია უფრო მომწონს ვიდრე სამსონი. რევიას უფრო აქვს ამ წუთისთვის რაც წაკითხული მაქვს დასრულებული ანალიზის უნარი. ჩამოყალიბებული და გააზრებულ გადახარშული რომ აქვს უკვე ათასჯერ ბევრი რამე. თან ალბათ მის მსოფლმხედველობას უფრო ვიზიარებ ვიდრე სამსონისას. /// დღეს არ ვიცი რამდენად დავამთავრებ მაგრამ ხვალ უკვე დამთავრებული მექნება :))))))))))
ჰოო უკლება . ნამდვილად საინტერესო ლაპარაკი იყო. კი სამსონი და გედეონ რევია დაეჯახება და აქვე მოგახსენებ ჩემს აზრს მაგასთან დაკავშირებით. ნუ შევეცდები არ დაგასპოილერო და თუ გინდა რომ მორჩები მერე წაიკითხე ეს ჩემი ნაწერი. **< ამით აღნიშნული იქნება სპოილერი;დ იმაში გეთანხმები რომ გედეონს უფრო აქვს მსჯელობის უნარი და პლუს დავამატებ იმას, რომ გედეონ რევიას შესწავლილი აქვს ადამიანის ფსიქოლოგია, ლოგიკა და ტვინი 5 თითივით, გაცილებით უკეთ იცნობს ცხოვრებას ვიდრე სხვა ნებისმიერი, ანუ დაახლოებით სულ ვადარებ ხოლმე(შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოს) ჯადოსნური მთის მასონ სეტემბრინს. გედეონ რევიას აქვს უზარმაზი ცოდნა დაგროვებული, თუმცა **მისი ცოდნა ისევე იკარგება როგორც სეტემბრინის ცოდნა დაიკარგა(ეს კიდე ცალკე თემაა)**. ეს რაც შეეხება გედეონს. სამსონი გაცილებიით სხვა ფენომენია. სამსონს არ აქვს ისეთივე მსჯელობის უნარი, როგორც გედეონს , მაგრამ ის ადამიანს იცნობს უფრო სულიერი კუთხით, ანუ სულიერად ის გაცილებით მაღალ საფეხურზეა, ვიდრე გედეონი, სამსონს უფრო თეოლოგიური მსჯელობის უნარი აქვს და რატომღაც ამ კაცს ვასმგავსებ ასევე ჯადოსნურ მთაში იეზუიტთა ორდენის წარმომადგენელ ნაფტას. სამსონის და გედეონის ვერსუსი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩემი აზრით ორივენი დამარცხდებიან გარკვეულ კუთხით (თუმცა გედეონი მაინც ფლობს უპირატესობას), კერძოდ გედეონი შეეცდება ღმერთის ფენომენიც ადამიანურ ლოგიკაში მოაქციოს და საბოლოოდ ამ ,,ლოგიკური" მსჯელობით მიდის დასვკნამდე რომ ღმერთი შეიძლება არც არსებულიყო, რომ არა იუდა. ,,რა იქნებოდა ქრისტე იუდას გარეშეო" ამბობს გედეონი. აქ ერთგვარი კრახი განიცადა. რაც შეეხება სამსონს, იგიც დამარცხდა, გედეონმა მართლა სერიოზულად გაჭედა ლაპარაკში და ნერვებს აყოლილი სამსონი თავისივე ნათქვამის უარყოფა დაიწყო, სხვათაშორის გედეონმა სამსონის კუთხეში მისაყენბლად სახარებისუელი ციტატები გამოიყენა, ისე , რომ უკან დასახევი გზა არ დაუტოვა სამსონს. მოკლედ ესაა ჩემი აზრი. დალშე შენ იცი.
აუ რა ცუდია. ჯადოსნური მთა არ მაქვს წაკითხული და პრაღის სასაფლაოსი არ იყოს მომანდომე :დ მართალი ხარ გეთანხმები! გედეონის აზრებს ბევრ რამეში მაინც არ ვიზიარებ. იუდაზე ჩაფლავდა და სამსონი შემეცოდა აბაროტი რომ აუღო იმ ციტატით სახარებიდან თუმცა შეეძლო გამოძვრენა. უბრალოდ გედეონი ცბიერი იყო და გამოწრთობილი და სამსონი არა :))) სამსონი ალალი და გულუბრყვილოა. გედეონს კი თეორიული ცოდნა არ აქვს მარტო პრაქტიკული ცოდნაც დავინახე. ამიტო მომეწონა მაგრად. ვფუქრობ სამსონს სულიერ სიძლიერეშიც ჰქონდა გარღვევები. თუმცა ეს ჯემალის "ბრალი" უფროა. პერსონაჟი ირეკლავს ავტორის ცოდნას. ვფიქრობ ბიბლიური განათლება მეტი უნდა ჩანდეს მაგ გზით წასული პერსონაჟებიდან. გამომდინარე იქედან რომ ბიბლიასთან ხშირი შეხება მაქვს გარკვეული ცოდნაც დამიგროვდა ამიტომ მეჩვენა სამსონი სუსტი. თუმცა მერე ჯემალი რწმენის ფენომენს მიაწვა და ამაზე აბელმა და გედეონმაც იმსჯელეს. მოკლედ მე სულიერი ადამიანი ასევე კარგი მცოდნე წარმომიდგენია ბიბლიის და ძლიერიც უნდა იყოს და შეიძლება ამიტომ ვერ მივიხიბლე სამსონით.

