Archil Kikodze > Quotes > Quote > Orihara liked it

Archil Kikodze
“თითქმის ერთი წელია თბილისის წყალდიდობის მერე გასული. კატასტროფის მეორე დილით ძაღლთან ერთად მოვედი აქ, ზუსტად ის გზა გამოვიარეთ, რაც დღეს. ოღონდ მაშინ დაბლაც ჩავყევით მოკირწყლულ გზას, რომ ჩვენი თვალით გვენახა ყველაფერი. უკვე ვიცოდი, რომ ხალხი დაიღუპა, ოღონდ არ ვიცოდი – რამდენი, ვიცოდი, რომ ადრე დილით ბეჰემოთი დაიარებოდა გმირთა მოედანზე, რომ საგანგებო ნაწილის ჯარისკაცები მთელი ღამე ხოცავდნენ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს... ის მებრძოლებიც ვნახე, პატარა ჯგუფებად იდგნენ თავიდან ფეხებამდე იარაღში ჩამსხდრები, სახეებზე ჩატარებული სამუშაოთი მოგვრილი კმაყოფილება და სამოქალაქო პირებისადმი ზიზღნარევი ქედმაღლობა ეწერათ. შეიძლება, მომეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ მახსოვს, გავიფიქრე, რომ არაფერია იმაზე უარესი, როცა შენი ქალაქი თუნდაც შენივე ქვეყნის სამხედროების ხელში გადადის...
კიდევ ტელევიზორში გაგონილი ფრაზა მიტრიალებდა ტვინში: "მაიმუნებმა ცურვა არ იციან..." მგონი, სულაც ზოოპარკის დირექტორმა თქვა... ხალხი იყო დაღუპული, კიდევ ერთ ადამიანს, რამდენიმე ომის ვეტერანს, ორიოდ დღეში ვეფხვის კლანჭებში ეწერა სიკვდილი. მე კიდევ რატომღაც მომსპო ჩემთვის ახალმა ინფორმაციამ, რომ მაიმუნებმა ცურვა არ იციან. ესე იგი, გადარჩენის სულ ერთი ბეწო შანსიც არა ჰქონიათ...”
არჩილ ქიქოძე, სამხრეთული სპილო

No comments have been added yet.